ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის მრავალწლიანი ურთიერთობა სამაგალითოა მთელს
ჰოლივუდში. მიუხედავად იმისა, რომ ბლეიკმა შესანიშნავად იცის, რომ ყავს იდეალური მეუღლე,
არაჩვეულებრივი შვილები, აქვს შესანიშნავი გარეგნობა და ეგზომ წარმატებული კარიერა, არ
თვლის საჭიროდ, როდესაც საზოგადოებაში მას იდეალური ცხოვრების მქონე ქალად
მოიხსენიებენ. 34 წლის ვარსკვლავი ფიქრობს, რომ უნაკლო ადამიანები და ურთიერთობები არ
არსებობს, მისი აზრით სიყვარულით სავსე, სასიამოვნო გარემოს ერთმანეთისთვის
ყოველდღიურად თავად ვქმნით.
ყოველთვის ისე არ არის ყველაფერი, როგორც ეს გარედან ჩანს. შეიძლება მე იმ ინტერვიუს წინ,
რომელიც ადამიანებს ასე მოსწონთ და ფიქრობენ, რომ ჩემზე უდარდელი ცხოვრებით არავინ
ცხოვრობს, შეიძლება სრული შფოთვა მქონდა, ვფიქრობდი, როგორ შეძლება ჩემი პიროვების
მომდევნო დღეს კამერების წინ ღირსეულად გამოჩენა. ნუ იტყვით, რომ მე მაქვს სრულყოფილი
ცხოვრება, ეს უბრალოდ შეუძლებელია.
მე და ჩემი მეუღლე ძალიან მორცხვი ადამიანები ვართ, რომლებიც საკუთარ თავს ყველაზე
კარგად მაშინ გამოვხატავთ, როდესაც გადასაღებ მოედანზე ვართ, ვთამაშობთ და არ ვმალავთ
საკუთარ თავს. შეიძლება ვერც კი წარმოიდგენთ რა რთულია ჩვენნაირი ადამიანებისთვის
მსოფლიოს წინაშე გულწრფელად საუბარი, მაგრამ ამას მაინც ვახერხებთ фრ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გადატვირთული გრაფიკი აქვთ, ისინი ყოველთვის ისე აწყობენ
დღის განრიგს, რომ ერთად მაინც მოახერხონ დროის გატარება.
აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც თავიანთი საქმით, შემოქმედებითა და
ხელოვნებით მრავალწლინ სურვილებს იკმაყოფილებენ, თუმცა ჩემთვის ის სიცარიელე,
რომელიც წლების განმავლობაში მქონდა ოჯახმა შემივსო. ჩემი მეუღლე და შვილები ჩემთვის
ყველაფერია და ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ ძალიან ბევრს ვთმობთ იმისთვის, რომ გვქონდეს
შესანიშნავი ოჯახი. ვცდილობთ, არ ვიმუშავოთ ერთდროულად და ჩვენს საყვარელ ადამიანებს
შეძლებისდაგვარად დიდი დრო დავუთმოთ.
„მაგალითად, თუ მე და რაიანს გვიწევს მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთ სამუშაოებს
თითქმის არასდროს ვთანხმდებით, ჩვენ რომ დიდი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავით
ერთმანეთისგან შორს, ვერ ჩამოვაყალიბებთ ისეთ ურთიერთობას, როგორიც ახლა გვაქვს. ჩვენ
ვმუშაობთ ოპერატიულად, ერთმანეთს ვეხმარებით და ყოველთვის ხელს ვუწყობთ“.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ბლეიკისა და რაიანის შესანიშნავი
ურთიერთობა განაპირობა, არის დიდხნიანი მეგობრობა.
“სხვა ურთიერთობების დროს, როდესაც რაღაც მოხდებოდა, ვურეკავდი მეგობრებს, ან ჩემს დას
და ვეკითხებოდი, ჩემმა მეგობარმა მამაკაცმა ეს გააკეთა, რა ვქნა? როგორ მოვიქცე? – შემდეგ
ვიღებდი მათგან რჩევას და ისე ვიღებდი გადაწყვეტილებას. რაიანთან ყოფნამ ურთიერთობები
სულ სხვაგვარად დამანახა. ჩვენ წლების განმავლობაში ვმეგობრობდით, სანამ ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა და ოჯახის შექმნას გადავწყვეტდით. ის პირველ რიგში არის ჩემი საუკეთესო
მეგობარი, სულიერი მეგობარი და ნამდვილი მეორე ნახევარი”.
„ადამიანებს ჰგონიათ, რომ იდეალური ურთიერთობის საწინდარი მატერიალური კეთილდღეობაა,
ან მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულია საკმარისი. ჩვენს შემთხვევაში ერთმანეთთან ახლო
ურთიერთობა ყველანაირ პრობლემას აგვარებს. ის ფაქტი, რომ რაიანი ჩემი საუკეთესო
მეგობარია, არის ჩემი ბედნიერების მიზეზი. არ ვიცი როგორ უნდა გახდეთ ბედნიერები, მაგრამ
გულწრფელად გეტყვით, რომ ეს არის ჩემი ბედნიერების გასაღები“.
კარგი განწყობა და ჯანსაღი იუმორი ბლეიკ ლაივლის აზრით კიდევ ერთი ფაქტორია იდეალური
ურთიერთობებისთვის. ვარსკვლავური წყვილი ხუმრობები ხშირად ვრცელდება სოციალურ
მედიაში, რამაც მათ მოუტანათ ჰოლივუდის ყველაზე იუმორისტული, ხალისიანი და პოზიტიური
წყვილის სტატუსი.
„შეიძლება დღე არ გავიდეს ისე, რომ ერთმანეთს არ გავეხუმროთ. არ აქვს მნიშვნელობა რა
პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ან რამდენი საქმე გაქვს, ჩვენ ყოველთვის ვუმსუბუქებთ და
ვუმარტივებთ ერთმანეთს გადატვირთულ დღეს და პარალელურად პოზიტიურ განწყობასაც
ვუნარჩუნებთ“.
მიუხედავად იმისა, რომ ბლეიკ ლაივლი არაერთ წარმატებულ ფილმსა და სერიალში გამოჩნდა,
მსახიობი მიიჩნევს, რომ კარიერული მიღწევები მისთვის პირველ ადგილას არასდროს დგას.
ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ წარმატებას არანაირი ფასი არ ექნებოდა, მისი ოჯახი გვერდით რომ
არ ჰყოლოდა.
„არ არსებობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მასთან საუბრის გარეშე მიმიღია, ჩვენ
ყოველთვის ერთად ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ერთი კვირაც კი არ გაგვიტარებია მე და
რაიანს ერთმანეთის გარეშე. საუკეთესოა ხოლმე ის მომენტი, როდესაც ტელეფონებს ვრთავთ,
ყველაფერს ვწყდებით და ერთად ვსეირნობთ. ეს ერთგვარი განტვირთვაა ჩვენთვის“.
„ჩემი ოჯახი ყველაფერია ჩემთვის, მე ვარ დედა, რომელიც ერთი წამითაც არ დაფიქრდება
სიცოცხლე გაწიროს საკუთარი მეუღლისა და შვილებისთვის. რაიანიც ზუსტად ასეა, ვიცი, რომ
ყველაფერს გააკეთებს ოჯახისთვის. მე მისი სიყვარული ყოველდღე მაძლიერებს, ისევე როგორც
მას აძლიერებს ჩემი. მარტივად რომ ვთქვათ, იდეალური ურთიერთობა დამოკიდებულია ორ
ადამიანზე, რადგან ისინი თავად ქმნიან ამ ყველაფერს“