• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! დღესასწაული ისტორიულ ადგილას – „გარდენ ჰოლის“ ჯადოსნური გარემო

June 6, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საოცნებო სადღესასწაულო სივრცეს თუ ეძებთ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. დახვეწილი გარემო და საოცრებების დაგეგმვა „გარდენ ჰოლის“ მენეჯმენტისთვის სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ყველა დეტალი სპეციალურად თქვენთვის დაიგეგმება, თქვენ მხოლოდ იოცნებეთ.

თბილისის ისტორია, მისი ტრადიცია, სხვადასხვა კულტურის შერწყმა − ეს ის თემებია, რომლებიც ყველას აღაფრთოვანებს. ძველ თბილისში, ჩუღურეთში, „ვარდების ბაღში“ მდგარი მრგვალი შენობა ერთ-ერთია იმ უნიკალურ ნაგებობებს შორის, რითაც თბილისი დღემდე იწონებს თავს.

2011 წელს ბაღს რესტავრაცია ჩაუტარდა. აღდგა არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე, როტონდას ტიპის დარბაზიც, რომელიც ძველად „გორკის ბაღის“ სახელით იყო ცნობილი. მისი მშენებლობა XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო. სავარაუდოდ, თავიდან თეატრი უნდა ყოფილიყო, თუმცა გერმანელმა ვაჭარმა, გვარად მაიერმა, სხვა ჩანაფიქრი განახორციელა. მაიერს ძალიან უყვარდა ხელოვნება და მუსიკა, ამიტომაც აქვს შენობას მისთვის დამახასიათებელი მრგვალი ფორმა, რათა აქაური აკუსტიკა საუკეთესო ყოფილიყო სიმებიანი საკრავებისთვის. მოგვიანებით, გორკის ბაღის ადგილი გახლდათ, სადაც დაწყებიდან ნახევარ საათში „აღსაკვეთად“ განწირულ კონცერტებს მართავდნენ იატაკქვეშეთში მყოფი გრძელთმიანი მუსიკოსები. აქ მღეროდნენ „ბიტლზების“ სიმღერებს და უსმენდნენ აკრძალულ კლასიკურ მუსიკას.

დღეს „გარდენ ჰოლი“ ჰქვია ამ ადგილს, სადაც ყველას შეუძლია დაუვიწყარი ზეიმი მოაწყოს. სივრცე განსაკუთრებულად კარგია ქორწილის ღონისძიებებისთვის. აქაური ჯადოსნური აურა, უძველესი, დიდი ხეები, გემოვნებიანი მოწყობა, ნამდვილად ჯადოსნურს გახდის თქვენს დღეს.

ჩვენ „გარდენ ჰოლის“ სამზარეულოში შევიხედეთ და მის დამფუძნებელს, ეკა ჯალაღონიას ვესაუბრეთ:

თქვენ წარმატებული რესტორატორი ბრძანდებით, „მეგრული სახლი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანია. რატომ გადაწყვიტეთ ცალკე სივრცე გაგეხსნათ ღონისძიებებისთვის?

რესტორნის მუშაობას სხვა სპეციფიკა აქვს. რა თქმა უნდა, მასაც მუდმივი განახლება სჭირდება, მაგრამ არის დადგენილი მენიუ, დეკორაცია. როდესაც ადამიანს განსაკუთრებული დღის მოწყობა სურს, ის დღე სხვანაირი უნდა იყოს − პერსონალური, მხოლოდ მისთვის შექმნილი. სწორედ ესაა „გარდენ ჰოლის“ ხიბლი, რომ ყოველ ჯერზე დამკვეთის სურვილისამებრ გადასხვაფერდება და არასდროსაა ერთნაირი. ის, რაც არასდროს იცვლება, არის ჯადოსნური გარემო, რომელიც ბუნებრივად მოჰყვება ამ ადგილის ისტორიას.

ჩვენი სტუმრებისგან დიდი მოთხოვნა იყო, მათ სადღესასწაულო სუფრებს მოვმსახურებოდით საკვებით და სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა სრული მომსახურება. 2019 წელს მენეჯმენტში ავიღეთ „გარდენ ჰოლი“, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის გამო გაჩერდა მუშაობა. ახლა კვლავ განახლებული ენერგიით გავიხსენით.

საქორწილო ღონისძიებების გარდა, სხვა ტიპის წვეულებებიც იმართება?

რა თქმა უნდა. აქ ძალიან უყვართ კორპორაციული წვეულებებისა და ბანკეტების გამართვა. „გარდენ ჰოლი“ სრულადაა ტექნიკურად აღჭურვილი, აქვს კარგი აკუსტიკა, მდებარეობს თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ილიას ულამაზეს ბაღში, სადაც მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს ელით მშვიდი გარემო, ბუნებასთან ჰარმონია და თვალწარმტაცი ადგილები ფოტოგადაღებისთვის.

თუმცა, რადგან ქორწილი ყველაზე გამორჩეული დღეა, ძირითადად, სხვა ღონისძიებებისთვის თავისუფალი დღე აღარ რჩება ხოლმე კალენდარში. სიძე-პატარძლის სურვილისამებრ, საქორწინო ცერემონია იწყება ღია ცის ქვეშ, ულამაზესად გაფორმებულ ბაღში, ყვავილების თაღის ქვეშ. ხელის მოწერის ცერემონიალის შემდეგ, წითელი ხალიჩის გავლით საპატიო სტუმრებს კოქტეილის სივრცისკენ, ახალდაქორწინებულ წყვილს კი პრეზიდიუმისკენ ვეპატიჟებით. დღესასწაული გრძელდება „გარდენ ჰოლის“ ელეგანტურ დარბაზში, რომლის ინტერიერი თქვენი დღისთვის მთლიანად თქვენი სურვილების განკარგულებაშია.

„გარდენ ჰოლის“ მენეჯმენტს ახორციელებს პრემიული ხარისხითა და სერვისით გამორჩეული რესტორანი − „მეგრული სახლი“. აქ სრული სერვისის მიღება შეგიძლიათ: ხელის მოწერის ცერემონიალი, უგემრიელესი და მრავალფეროვანი მენიუ, დახვეწილი გარემო, რომელიც მოიცავს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეს; პროფესიონალი მუსიკოსებისა და მოცეკვავეების სერვისი, უახლესი მუსიკალური აპარატურა, ავანსცენა, თქვენი საოცნებო დარბაზის დიზაინი; კორპორაციული, საქორწილო თუ სადღესასწაულო ტორტი, ე.წ. ცეცხლის შადრევანი, მოსახერხებელი პარკინგი.

თქვენ უბრალოდ ისურვეთ, ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ყველაზე ზღაპრული დღე მოგიწყოთ.

ასევე გაეცანი

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით
Décor

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

March 7, 2026
#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა
Décor

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 15, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მაღალი ხარისხის საბავშვო ავეჯი Baby lukas-ისგან

#OK! მაღალი ხარისხის საბავშვო ავეჯი Baby lukas-ისგან

July 31, 2021
#OK! კიანუ რივზი პარიზში John Wick-ის მეოთხე ნაწილის გადასაღებ მოედანზე (ვიდეო)

#OK! კიანუ რივზი პარიზში John Wick-ის მეოთხე ნაწილის გადასაღებ მოედანზე (ვიდეო)

October 11, 2021
#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცი ქართული ენა?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცი ქართული ენა?

April 13, 2025
#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

February 24, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

March 6, 2026
#OK! არინა საბალენკა ჯორჯიოს ფრანგულისზე დაინიშნა!

#OK! არინა საბალენკა ჯორჯიოს ფრანგულისზე დაინიშნა!

March 5, 2026
#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 10, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები