ჩვენი დღევანდელი რეალობა გვაძლევს უამრავ საშუალებას იმისათვის, რომ ხანგრძლივად შევინარჩუნოთ ახალგაზრდა იერსახე და გამოვიყურებოდეთ მუდმივად მოვლილად. მსოფლიო ბაზარზე უამრავი კლინიკა თუ ესთეტიკური ცენტრია, რომელიც ნერგავს ინოვაციებს და საზოგადოებას უფრო მეტ საინტერესო და სასარგებლო პროცედურას სთავაზობს.
ჟურნალი OK! კლინიკის „ქალი და ჯანმრთელობა“ შესახებ გიამბობთ, რომელიც პაციენტებს ბოლო თაობის აპარატ LPG Alliance Medical Premium-ით მომსახურებას სთავაზობს. იგი აღჭურვილია თანამედროვე პროგრამებით, რომლებიც გამუდმებით ახლდება LPG გლობალური სერვერის მეშვეობით. წინამორბედ მოდელებთან შედარებით გამოირჩევა უფრო დელიკატური და ამავდროულად ინტენსიური ზემოქმედებით. აქვს მრავალფეროვანი მენიუ, რომელიც საშუალებას იძლევა თითოეულ პაციენტს მიუდგეს ინდივიდუალურად. LPG systems პირველი კომპანიაა, რომელმაც მიიღო FDA-ხარისხის სერტიფიკატი.
კლინიკის მთავარი პრინციპი ნატურალური სილამაზისთვის ბრძოლაა. სტრატეგია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას შევაჩეროთ დროის გარდაუვალი ზემოქმედება.
„ჩვენ ვართ წინააღმდეგი − ზედმეტად აგრესიული არაბუნებრივი მეთოდების, არაპროგნოზირებადი შედეგებისა და პოტენციური გართულებების, ხელოვნური სტერეოტიპული სილამაზისა და დროსთან უაზრო ბრძოლის, არაბუნებრივი გზებით“.
LPG-ენდერმოლოგია 36 წელია მუშაობს სხეულის რეაბილიტაციის, სახისა და სხეულის კორექციის, გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების მიმართულებით, ბუნებრივი დაპატენტებული მეთოდით endermologie − ენდერმოლოგია. კომპანია გამუდმებით მუშაობს ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე, კუთვნილ კვლევით ცენტრში, ვალენსიაში.
მისი სავიზიტო ბარათია მრავალი სელებრითი და ცნობილი ბრენდი, რომლებიც ენდერმოლოგიას ანიჭებენ უპირატესობას, მისი უვნებელი და ბუნებრივი შედეგებისათვის, განკუთვნილს ყველასთვის, ნებისმიერი ასაკისა და სქესის პაციენტისთვის.
კლინიკის მეთოდი − ენდერმოლოგია შემუშავდა სპეციალურად თქვენი ბუნებრივი პოტენციალის გამოსაყენებლად, აბსოლუტურად არაინვაზიური, არააგრესიული, სასიამოვნო და უსაფრთხო მეთოდით. მასაჟი LPG – Louis-Paul Guitay ლუი პოლ გიტეის მასაჟი სრულდება მხოლოდ LPG systems-ის ორიგინალური ფრანგული აღჭურვილობით, დაპატენტებული ტექნოლოგიით.
ძალიან საინტერესოა აპარატის შექმნის ისტორიაც. გასული საუკუნის 80-იან წლებში ფრანგი ინჟინერი ლუი პოლ გიტეი მოყვა ავტოკატასტროფაში, რის შედეგად მიიღო მძიმე ტრავმები. ხანგრძლივი სამკურნალო ხელის მასაჟის კურსის შემდეგ, რომელიც მას ექიმებმა უფრო სწრაფი რეაბილიტაციისთვის დაუნიშნეს, ლუი პოლ გიტეი დაფიქრდა აპარატის შექმნაზე, რომელიც შეასრულებდა მასაჟისტის ფუნქციას გაცილებით სასიამოვნო და პროდუქტიული მეთოდით. ასე შეიქმნა პირველი LPG-აპარატი, რომელიც მისი შემქმნელის სახელს ატარებს აბრევიატურის სახით. დაპატენტებულია, როგორც ახალი ტექნოლოგია − ენდერმოლოგია ან LPG-მასაჟი.
ალიანსი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. აპარატის დაპატენტებული სენსორი Alliance Skin Identity დამოუკიდებლად ირჩევს შესაბამის პარამეტრს კანის ტიპის მიხედვით, რაც პროგრამულ პროცედურებს უფრო მარტივს, ეფექტურსა და სწრაფს ხდის.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად გვიყვარს ინდივიდუალური, დეტალური პროტოკოლების შედგენა და მოგიყვებით პროცესის მიმდინარეობას:
პირველადი კონსულტაცია იწყება პაციენტის ანამნეზის შეგროვებით. თერაპევტი შეაფასებს სხეულის მდგომარეობას, რის შემდეგ აპარატთან დაკავშირებული სენსორული პლანშეტი-სკანერის მეშვეობით ვიღებთ „მანამდე“ სურათებს და ვადგენთ ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც მოიცავს პროცედურების რაოდენობას, ასევე დეტალური მუშაობის პროტოკოლებს კანისა და ქსოვილების სხვადასხვა ზონაში განსხვავებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
კურსის დასრულებისას ასევე შევაფასებთ მიღწეულ შედეგებს, რომელსაც ვადარებთ თავდაპირველ მდგომარეობას. გვიყვარს პაციენტების აღფრთოვანებული ემოციები, მომატებული თავდაჯერებულობა და ჩვენი ერთობლივი წარმატება.
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ იმ მომსახურებების შესახებ, რომლებსაც ენდერმოლოგიური კაბინეტი გვთავაზობს:
- სახის გამაახალგაზრდავებელი პროცედურა „ენდერმოლიფტი“ ან ლიფტმასაჟი (შედეგი: კოლაგენის, ელასტინის, ჰიალურონის მჟავის სინთეზი +80%; კანის გამკვრივება 71%, ნაოჭების ბუნებრივი გასწორება − 67%)
- ექსპრეს-პროცედურები მამაკაცებისა და ქალბატონებისათვის (შეშუპების მოცილება, კანის აღდგენა, სტრესისა და მოწევის ზემოქმედებით გამოწვეული დაღლილობის ნიშნების აღმოფხვრა, კანის „ნათება“)
- Endermolift „თვალის კონტური“ (ნაოჭების კორექცია, პერიორბიტულ ზონაში შეშუპებისა და მუქი წრეების შემცირება)
- დეკოლტესა და ბიუსტის აღმდგენი ლიფტმასაჟი
- სახის მოდელირება (სახის ოვალის აღდგენა, ნაოჭების კორექცია, არასასურველი მოცულობის შემცირება, კანის გამკვრივება, უჯრედულ დონეზე კანის აღდგენა)
- გასახდომი, გამამკვრივებელი, ანტიცელულიტური ლიპომასაჟი, სხეულის კონტურული კორექცია (შედეგი: კანის გამკვრივება − 71%, წელის გარშემოწერილობის შემცირება − 5,2 სმ; ცელულიტის ალაგება − 97%)
- ცელულიტის მკურნალობა (ყველა ტიპის ცელულიტის მკურნალობა და კანის გამკვრივება)
- LPG-დრენაჟი (დრენაჟის სტიმულაცია)
- LPG კანის სტრუქტურის ხარისხის აღდგენა (კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულაცია)
- ენდერმოდრენაჟი − მსუბუქი ფეხები (მიკროცირკულაციისა და ვენოზური განდევნის გაძლიერება)
კლასიკური მენიუს გარდა, აპარატი აღჭურვილია საფირმო ინტენსიური პროცედურებით:
- LPG-ენდერმოპუნქტურა (წერტილოვანი ლიპომასაჟი)
- ექსტრემალური პროცედურები: დეტოქსი, რელაქსაცია, ტონუსი, აღმდგენი (ასევე რეკომენდებულია პოსტკოვიდური რეაბილიტაციისთვის)
- ინტენსიური 2-6 დღიანი პროგრამების პროცედურები (სახე, სხეული): გამაახალგაზრდავებელი, ინტენსიური დეტოქსი და ახალგაზრდა დედების პროგრამები
ახალი თაობის LPG-აპარატი აღჭურვილია ერგონომიული აპლიკატორით. კომპანიის მიერ დაპატენტებული, ინტელექტუალურად მბრუნავი გორგოლაჭი-ფრთა რბილად ამუშავებს კანის ქსოვილს. პაციენტს აცვია პერსონალური ენდერმო-კომბინეზონი, რომელიც ვაკუუმს თანაბრად ანაწილებს. პროცედურის ზემოქმედების სამიზნეები: ადიპოციტები, ფიბრობლასტები, მემბრანები, კუნთოვანი მასა. ქსოვილის მექანიკური დამუშავების, ვაკუუმისა და ვიბრაციის კომპლექსური ზემოქმედება აძლიერებს მიკროცირკულაციას, ლიმფომიმოქცევას; აქტიურდება ბუნებრივი ლიპოლიზის (ცხიმის ალაგება) პროცესი. ფიბრობლასტები ასტიმულირებს ახალი კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნას, რომლებიც აახლებს კანს და ქმნის ახალ, გამართული სტრუქტურის კარკასს. ყველამ არ იცის, რომ LPG-მასაჟი არა მხოლოდ ამცირებს ცელულიტს, არამედ ნამდვილად კურნავს მისგან.
უმტკივნეულო, კომფორტული პროცედურა არაჩვეულებრივია რელაქსაციისთვის, ადუნებს კუნთებს და ხსნის ტკივილის სინდრომს, კომპლექსურად მუშაობს მთელ სხეულზე და გადაჭრის შემდეგ ამოცანებს: ლიმფური და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება, ცელულიტის მკურნალობა, სხეულის მოცულობის შემცირება, სხეულის მოდელირება, ლიმფოდრენაჟი, კანის გამკვრივება, გაახალგაზრდავება, ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღება, ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ სხეულის კომპლექსური რეაბილიტაცია, კონტურული პლასტიკისა და ინვაზიური პროცედურებისთვის მომზადება − ფილერი, მეზოძაფები, ლაზერი, სამედიცინო პროტოკოლები გვაძლევს შესაძლებლობას მოვამზადოთ პაციენტი პლასტიკური ქირურგიისთვის და ვმართოთ მისი შემდგომი რეაბილიტაცია: რინოპლასტიკა, მამოპლასტიკა, ბლეფაროპლასტიკა, ლიპოსაქცია, ნაწიბურების შემცირება და დარბილება პოსტონკოლოგიაში… შედეგი − გვერდითი მოვლენების, ნაწიბურების, სილურჯეებისა და შეშუპების მინიმალიზაცია, უსწრაფესი რეაბილიტაცია. პროცედურიდან 3-4 დღეში იწყება წონაში კლება, მცირდება სხეულის გარშემოწერილობა და იკვეთება კონტურები.
ოფიციალური საიტი: www.endermologie.com; www.Ipgmedical.com
კლინიკა „ქალი და ჯანმრთელობა“, LPG-ის სოციალური გვერდები:
Facebook: LPG Alliance Premium • ქალი და ჯანმრთელობა
(@LPGmed) | Instagram: lpg.alliance.premium