• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ინტერიორისმო – დიზაინის უნიკალურობა და უმაღლესი ხარისხი ერთ სივრცეში

June 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

თბილისში, დიდ დიღომში „ინტერიორისმოს“ შოურუმი გაიხსნა, სადაც განთავსებულია ესპანური ბრენდებისა და მწარმოებლების ავეჯი, დეკორაციის ელემენტები და განათება. თითოეული ნივთი პირდაპირ ვალენსიის პორტიდან მოდის საქართველომდე. აქ თქვენ შეხვდებით როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ და ეგრეთ წოდებულ Iconic-მოდელებს, თითოეულ მათგანზე კი გამოყენებულია 90%‑ით ნატურალური მასალები. პარტნიორები ესპანეთში ცნობილი მწარმოებლები არიან და კომპანიას უკვე აქვს ექსკლუზივი ისეთ  ბრენდთან, როგორიც არის „პერალტა ვიდავი ილუმინასიონ“. ეს გახლავთ ჭაღების ესპანელი დიზაინერი და მწარმოებელი, რომელიც, ფაქტობრივად, ესპანეთის სახეა და ქმნის უნიკალური სილამაზისა და ხარისხის განათებებს.

„ინტერიორისმოს“ შოურუმი მუდმივად განახლდება და მომხმარებელს დახვდება ისეთი მოდელები, რომლებიც საკმაოდ უცხოა საქართველოში. ესპანური წარმოების ავეჯს ახასიათებს დიზაინის უნიკალურობა და უმაღლესი  ხარისხი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდი მომხმარებელს მხოლოდ ესპანური ბრენდებისა და დიზაინერების მიერ შექმნილ მაღალი ხარისხის ნივთებს სთავაზობს. ალბათ ეს არის ერთგვარი უპირატესობაც და განმასხვავებელი ნიშანიც.

„ინტერიორისმოს“ შექმნა 4 მეგობრის იდეას უკავშირდება − ესპანეთიდან საქართველოში, ესპანელი დიზაინერების, ესპანეთში წარმოებული და ესპანური სტილის ავეჯი და განათება შემოეტანათ.

კომპანიის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში ხალხს მართლაც ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს და მათი სტანდარტიც საკმაოდ მაღალია ავეჯის შერჩევისას, ამიტომ მუდამ ისეთ ავეჯს თუ დეკორაციას ირჩევენ, რომელსაც საკუთარი სახლებისთვისაც შეიძენდნენ.

სოფო კალანდარიშვილი, იურისტი

„საინტერესო პერიოდი გავიარეთ „ინტერიორისმოს“ შექმნის გზაზე. მართალი გითხრათ, იმდენად სწრაფად და ერთსულოვნად მივედით იმ აზრამდე, თბილისში გაგვეხსნა ესპანური ავეჯისა და განათების მაღაზია, რომ ყველა ეტაპი დაწვრილებითაც აღარ მახსოვს. მახსოვს ის, რომ ვთქვით და გავაკეთეთ. ოთხი პარტნიორი ვართ, აქედან სამნი მადრიდში ვცხოვრობთ: ელენე გუნცაძე, თამუნა ბაქრაძე და მე. ნინჩო ჯიბლაძე კი თბილისშია და ადგილზე მართავს კომპანიას. ჩვენ აქედან ვეხმარებით“.

თამარ ბაქრაძე, სასტუმროს მენეჯმენტისა და რესტორნების ბიზნესის მაგისტრი; მადრიდში საერთაშორისო დიპლომატიური ასოციაციის ბორდის წევრი

„სირთულეები ყველა ბიზნესის დაწყებას ახლავს, განსაკუთრებით ისეთ საქმეს, რომელიც ორ სხვადასხვა ქვეყანას შორის უნდა აწარმოო. მაგრამ ამ სირთულეებს არ შევუშინებივართ − თავიდანვე გვესმოდა, ადვილი არ იქნებოდა. განსაკუთრებით სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა პარტნიორების შერჩევისას. რადგან ჩვენ ოჯახებით უკვე დიდი ხანია ესპანეთში ვცხოვრობთ, კარგად ვიცნობთ აქაურ კულტურას და აქ ბევრი მეგობარი გვყავს, ამ მხრივ არ გაგვჭირვებია. კარგად ვიცნობთ ქართველ მომხმარებელს და გვესმის, რომ მათ განსაკუთრებული გემოვნება აქვთ, ამიტომაც აქცენტი თავიდანვე ხარისხზე გავამახვილეთ. თბილისში უნდა გაგვეხსნა საუკეთესო ხარისხის ავეჯისა და განათების მაღაზია. ეს იყო მიზანი…“

ნინო ჯიბლაძე, PR-ის სპეციალისტი. კომპანია „გალფის“ მარკეტინგის დირექტორი და ვიცეპრეზიდენტი; ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი; ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

„გარკვეული სირთულეები თბილისშიც შეგვხვდა, თავისთავად არაფერი გამოდის, სირთულეების გარეშე. მაგრამ როგორც ყოველთვის, ამ დროსაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარნენ. თითქოს ყოველ ნაბიჯზე ვიღაცის ჯადოსნური ძალა გვამხნევებდა, წინ გვწევდა, ზურგში ქარს გვიბერავდა და გვაგულიანებდა. ესპანეთში გოგონების საქმე იყო პარტნიორების მოძებნა და მათთან მოლაპარაკებები. აქ, თბილისში კი მთავარი იყო გვეპოვა ფართი, აგვეღო კრედიტი და შეგვერჩია შესაფერისი კადრები. ერთადერთი, ახლა თუ რაიმეზე გვეფიქრება, ის არის, თუ რა ცუდს ვიზამდით, ეს ბიზნესი რომ არ წამოგვეწყო. ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა“.

ელენე გუნცაძე, ჟურნალისტი

„ინტერიორისმოში“ მხოლოდ ესპანური ბრენდებისა და ესპანელი დიზაინერების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი და ამის შეცვლას არ ვაპირებთ. ესპანეთში ავეჯს, განათებას, დეკორაციას ძალიან სერიოზულად უყურებენ. აქაური დიზაინერების კოლექციები უმეტეს შემთხვევაში ხელოვნების ნიმუშებს ჰგავს. ჩვენი შოურუმი დაბალანსებული იქნება − ადგილზე გვაქვს როგორც ძვირფასი მოდელები, ასევე უფრო დემოკრატიული ბრენდების კოლექციები. რაც მთავარია, არ ვარღვევთ მთავარ პირობას − ეს არის ხარისხი. ჩვენი ავეჯი, განათება და დეკორაციები იქნება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის. ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი ესპანელი პარტნიორები“.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან
Décor

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025
#OK! Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში
Décor

#OK! Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში

April 22, 2025
#OK! ჩემი შთაგონების წყარო მუსიკა და ბუნებაა…  გაიცანით Lika Wallace-ის შემოქმედება
Décor

#OK! ჩემი შთაგონების წყარო მუსიკა და ბუნებაა… გაიცანით Lika Wallace-ის შემოქმედება

March 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დევიდ ბექჰემმა საკუთარი ინსტაგრამი დროებით უკრაინელ ექიმს დაუთმო

#OK! დევიდ ბექჰემმა საკუთარი ინსტაგრამი დროებით უკრაინელ ექიმს დაუთმო

March 21, 2022
#OK! ირინა შეიკი “ვიქტორია სეკრეტისთვის” – 35 წლის მოდელი ბრენდის უახლეს კამპანიაში

#OK! ირინა შეიკი “ვიქტორია სეკრეტისთვის” – 35 წლის მოდელი ბრენდის უახლეს კამპანიაში

April 14, 2021
#OK! ფოცხიშვილებთან სახლში…

#OK! ფოცხიშვილებთან სახლში…

December 26, 2022
#OK! ბელა ჰადიდი და ირინა შეიკი Mugler-ის ყველაზე კრეატიულ ჩვენებაზე

#OK! ბელა ჰადიდი და ირინა შეიკი Mugler-ის ყველაზე კრეატიულ ჩვენებაზე

April 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

May 6, 2025
OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

May 6, 2025
#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
OK! მასპინძელი – ლემონსი

OK! მასპინძელი – ლემონსი

May 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები