• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! არქიტექტურული დიზაინის სტუდია – 4 VISUAL

May 5, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

OK! Decor Book გიამბობთ სტუდია 4 VISUAL-ის შესახებ, სადაც იქმნება ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების სივრცეებისთვის. კომპანიის გუნდის თითოეული წევრი თავისი საქმის პროფესიონალია, რაც მუშაობის პროცესს ბევრად კრეატიულსა და მარტივს ხდის როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს არქიტექტურული დიზაინის სტუდია 4 VISUAL-ის დამფუძნებელ თამარ კენკიშვილთან.

 

თაკო, გვიამბეთ კომპანიის შესახებ. როდის გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და როგორ დაიბადა იდეა?

არქიტექტურული დიზაინის სტუდია 4 VISUAL შვიდი წლის წინ დავაარსე და ვმუშაობთ საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. თუმცა დიზაინით ჩემი დაინტერესება და გატაცება ღრმა ბავშვობის წლებს უკავშირდება და უკვე ზრდასრულ ასაკში ორი პროფესიის გამოცვლის შემდეგ ჩემს საქმიანობად იქცა.

დღეს ეს პროფესია მაძლევს თვითგამოხატვისა და მუშაობის პროცესით სიამოვნების მიღების საშუალებას. ამასთანავე, შესაძლებლობას სხვებიც გავაბედნიერო ჩემ მიერ შექმნილი სივრცეებით. დიზაინის სფერო ამოუწურავია და უამრავ მომიჯნავე საქმიანობასთან მჭიდრო კავშირში მყოფს მობეზრებისა და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. მუდმივად გაკავშირებს სხვადასხვა ადამიანსა და კომპანიებს, ეცნობი ახალ მასალებს, ახალ ტექნოლოგიებს, შესრულების ამა თუ იმ ტექნიკას, გაძლევს მუდმივად სწავლისა და განვითარების მოტივაციას.

რა სახის მომსახურებას ეწევა კომპანია?

ჩვენს სტუდიაში იქმნება ინტერიერი-ექსტერიერის დიზაინი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების სივრცეებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, დიზაინერი პროექტის რეალიზაციის პროცესში ჩართული იყოს საავტორო ზედამხედველობით, რაც ჩაფიქრებული პროექტისა და მიღებული შედეგის მაქსიმალური თანხვედრის, დანახარჯების შემცირების გარანტიაა. სურვილის შემთხვევაში, კლიენტს ვთავაზობთ სრულ სარემონტო მომსახურებასაც.

 

რატომ 4 Visual? გვიამბეთ სახელწოდებაზე.

სახელზე ბევრი არ მიფიქრია. მაშინ, როდესაც სტუდიას კომპანიის სახე მიეცა და სახელის დარქმევის საჭიროება გაჩნდა, სტუდიაში ჩემი ჩათვლით სულ ოთხი დიზაინერი ვმუშაობდით. სწორედ აქედან მოდის ციფრი ოთხი, ხოლო სიტყვა VISUAL სახელში დაკავშირებულია ჩვენს სწრაფვასთან, გვემუშავა უკეთესი ვიზუალისთვის. ასე შეიქმნა სტუდიის სახელი, რომელიც ამავდროულად ჩვენს ფილოსოფიასა და სლოგანს წარმოადგენს.

 

რა მიგაჩნიათ კომპანიის უპირატესობად? რატომ უნდა ავირჩიოთ 4 Visual?

ცალსახად არ ვცდილობ იმ მიმართულებით განვითარებას, რომ სტუდია იქცეს გიგანტურ კომპანიად, სადაც უამრავ პროექტზე ბევრი არქიტექტორ-დიზაინერი იმუშავებს. ჩემთვის ბევრად პრიორიტეტულია საკუთარი გუნდის ყველა წევრი იყოს თავისი საქმის პროფესიონალი და სტუდიაში დიზაინზე მუშაობის პროცესი იყოს სასიამოვნო და კრეატიული როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე კლიენტებისთვის. ძალიან ბევრს ვფიქრობთ თითოეულ პროექტზე, ვცდილობთ დამკვეთის პრეფერენციები და სურვილები ისე შევუთანხმოთ ჩვენს ხედვებს, რომ ყველა პროექტს ჰქონდეს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური შტრიხები და უნიკალურობა.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის დიზაინზე მუშაობისას. ამ დროს ყოველთვის ვცდილობ ისეთი მასალები, ტექსტურები, დიზაინის ელემენტები და შესრულების ტექნიკა გამოვიყენოთ, რაც ჩვენთვის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი და ახალია. ამით ჩვენც ყოველდღიურად ვსწავლობთ და პროექტის დამთვალიერებელშიც აღვძრავთ ცნობისმოყვარეობას.

 

 

გვესაუბრეთ ნიშაზე, რომელიც 4 VISUAL-ს ყველასგან გამოარჩევს.

ჩვენ გვაქვს მუშაობის ფართო გამოცდილება, როგორც საცხოვრებელი, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე. 4 VISUAL-ის გუნდი ყოველთვის დეტალებზეა ორიენტირებული. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ფერებსა და მოსაპირკეთებელ მასალებს − როგორც ფუნქციურ, ასევე ვიზუალურ მხარეს. ძალიან დიდი სიფრთხილითა და მოწიწებით ვუდგებით ისეთ პროექტებს, სადაც ექსტერიერთანაც გვიწევს შეხება, რადგან ეს ყველაფერი ქალაქის იერსახეზე ახდენს გავლენას.

 

გვიამბეთ განხორციელებულ პროექტებზე.

რთულია, რომელიღაც ერთ პროექტზე საუბარი, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო „გასტრონომ-ჯგუფთან“ ჩვენი აქტიური თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც Gastronome-ის მაღაზიათა ქსელისა და კვების ობიექტების დიზაინზე ვიმუშავეთ.

პროექტი, რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩემს ესთეტიკასთან და მომწონს, kitchen & living-ის შოურუმია, სადაც სახლისთვის საჭირო ყველა ნივთს შეხვდებით: დეკორი, აქსესუარები, მოწყობილობები, ტექნიკა და ა.შ. Kitchen & Living სრულიად გამორჩეული ესთეტიკის მქონე შოურუმია და მისი ინტერიერი მაქსიმალურადაა მორგებული იმ განსაკუთრებულ ნივთებს, რომელსაც შოურუმში შეხვდებით.

დიდი გამოცდილება შეგვძინა Gastronome-ის მაღაზიებზე მუშაობამ. ვიმუშავეთ ბელიაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ლისისა და აბაშიძის ფილიალებზე, რომლებსაც სტილისტიკურ ერთგვაროვნებასთან ერთად ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევთ. მაგალითად, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე Gastronome-ის მაღაზიაში შეხვდებით საქართველოში პირველ, Shop&Dine-კონცეფციით მოწყობილ სივრცე Bistro By Gastronome-ს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე Gastronome-ის ფილიალში კი განთავსებულია 70-ადგილიანი რესტორანი Argentinian Steakhouse By Gastronome.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რესტორან „თამარას“ პროექტზე მუშაობა, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა მეიდანზე და მისი სახელი ჩემს სახელს უკავშირდება. ესაა ადგილი, სადაც ერთმანეთს ორგანულად ერწყმის უნიკალური შტრიხების მქონე გათანამედროვებული ქართული ტრადიციული სამზარეულო, დახვეწილი ინტერიერი, ექსტერიერი, ლოგო და რესტორნის ლოკაცია.

 

ბოლოს, სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

ყველა პროექტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და სტუდია აქტიურადაა ჩართული მათ განხორციელებაში. სულ მალე თბილისში გაიხსნება ახალი დახვეწილი ფრანგული რესტორანი, ლაუნჯ-ბარი და კლუბი აზიური ესთეტიკით. ამ პროექტებზე ჯერ მეტს ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება სტუდიის სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ product design-ში მოვსინჯოთ ძალები და შევქმნათ ავეჯის დიზაინი, რომელსაც ჯერ ჩვენს პროექტებში გამოვიყენებთ, ხოლო შემდეგ შეიძლება მასიურ წარმოებაზეც ფიქრი.

 

FB: 4 Visual

Insta: 4.v.i.s.u.a.l

www.4visual.ge

Mail: 4visual.ge@gmail.com

Tel: 595 90 89 79

სამუშაო საათები: 11:00 AM – 7:00 PM

ასევე გაეცანი

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან
Décor

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

October 20, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კიკო მილანოს ოფიციალური მაღაზიები პირველად საქართველოში გაზაფხულზე გაიხსნება!

#OK! კიკო მილანოს ოფიციალური მაღაზიები პირველად საქართველოში გაზაფხულზე გაიხსნება!

March 4, 2021
#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

March 20, 2023
#OK! კენდალ ჯენერი JACQUEMUS-ის საშობაო კამპანიაში

#OK! კენდალ ჯენერი JACQUEMUS-ის საშობაო კამპანიაში

November 8, 2023
#OK! Street Style ჰეილი ბიბერი: მოდელი Magda Butrym-ის ძვირადღირებული ორეულით!

#OK! Street Style ჰეილი ბიბერი: მოდელი Magda Butrym-ის ძვირადღირებული ორეულით!

July 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
#OK! მელანია ტრამპმა თეთრ სახლში სადღესასწაულო სეზონი ოფიციალურად გახსნა

#OK! მელანია ტრამპმა თეთრ სახლში სადღესასწაულო სეზონი ოფიციალურად გახსნა

November 25, 2025
#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 28, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები