• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სწორი ბიზნესპარტნიორის შერჩევა წარმატებული ბიზნესის საწინდარია – ინტერვიუ „პრომო ჰაუსის“ დამფუძნებლებთან – ნატუკა ფოფხაძესთან და თეკლა ჭუმბურიძესთან

May 2, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

კომპანია „პრომო ჰაუსი“ 2017 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პრომოაქსესუარების, გარე რეკლამის, პოლიგრაფიის დამზადებას, ასევე ფოტო-ვიდეო მომსახურებისა თუ ღონისძიებების ორგანიზებას და უნიფორმების ჰუდების კერვას. OK! ესაუბრა კომპანიის დამფუძნებლებს − ნატუკა ფოფხაძეს და თეკლა ჭუმბურიძეს, და გაარკვია, თუ რა არის „პრომო ჰაუსის“ უპირატესობა და როგორი ბიზნესპარტნიორები არიან მეგობრები.

უპირველესად, გაეცანით OK!-ის მკითხველს. და კიდევ − როგორ გაიცანით ერთმანეთი?

(ნატუკა): მე და თეკლა 13 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. თავდაპირველად გავიცანი ჩემი ძმის შეყვარებულის სტატუსით. რაც შეეხება საქმიან თანაკვეთას, ეს დაკავშირებულია სარეკლამო სფეროსთან: მე ვმუშაობდი ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში, როცა თეკლამ გადაწყვიტა სამუშაო გარემოს შეცვლა. როგორც მახსოვს, მივლინებით გამოფენაზე სტამბოლში ვიმყოფებოდი, თეკლა კი მანამდე დაკავებული იყო საკუთარი ბიზნესით, სადაც ხდებოდა საიმიჯო ვიდეორგოლების გადაღება და როგორც პროდიუსერს, გავუწიე რეკომენდაცია ჩემს უფროსთან.

(თეკლა): ნატუკას ვერ აღვიქვამ, როგორც ჩემი მეუღლის დას. თავიდანვე არ გაგვიჭირდა საერთო ენის გამონახვა. როგორც უკვე ნატუკამ აღნიშნა, მე ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული, როდესაც შემომთავაზა სარეკლამო კომპანიაში მივსულიყავი. ზოგადად, პროფესიით რეჟისორი ვარ, თუმცა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ამ სფეროში საქმიანობის დაწყება, მით უმეტეს − ნატუკასთან ერთად. განსაკუთრებით იმპორტმენეჯერის პოზიციამ მომხიბლა. დღესაც ამ პოზიციას არ ვთმობ და აქტიურად ვარ ჩართული იმპორტის კუთხით.

როგორ გაჩნდა „პრომო ჰაუსის“ შექმნის იდეა?

(ნატუკა): სახელი „პრომო ჰაუსი“ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ჩვენს საქმიანობასთან, ასევე მყუდრო, კომფორტულ და მშვიდ გარემოსთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც შევქმენით ჩვენი, საკუთარი კომპანია, არის მენეჯმენტი და გუნდური ხედვის განსხვავებული ფორმა. უპირატესობას ვანიჭებთ გუნდურ მართვას. ეს არის კომპანია, სადაც ყველანი თანაბარი ვართ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის აზრი, იდეები და მათი გაზიარება. მომართულნი ვართ ვიზრუნოთ მათ განვითარებასა და განათლებაზე, რადგან თანამშრომლების წარმატება საბოლოო ჯამში აისახება კომპანიის განვითარების დინამიკაზე. ვფიქრობ, ისინიც გრძნობენ ჩვენს განწყობა-დამოკიდებულებას და თავს განიხილავენ „პრომო ჰაუსის“ ორგანულ ნაწილად, და არა როგორც რიგით დასაქმებულ პირად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთია, იყოთ კარგი მეგობრები, მაგრამ როგორი ბიზნესპარტნიორები ხართ?

(ნატუკა): თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო. როგორც „პრომო ჰაუსის“ გუნდის წევრები აღნიშნავენ, ჩვენ ერთმანეთს ვაბალანსებთ. სწორი პარტნიორის შერჩევა წარმატებული ბიზნესის საწინდარია. ასევე, დიდ როლს თამაშობს ნდობის ფაქტორი, საქმისადმი გულწრფელი დამოკიდებულება. ჩვენ ამით ვცხოვრობთ, სამსახურში თუ სამსახურის გარეთ მუდმივად ვფიქრობთ ნოვატორულ იდეებზე.

(თეკლა):  ორივეს გვაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე, ჩვენი გუნდი და ჩვენი მომხმარებლები. ადამიანთა უკეთესი ურთიერთობისთვის საჭიროა სიყვარული. როცა გიყვარს და სიყვარულით აკეთებ, ყველაფერი გამოგდის. განსაკუთრებით ფორსმაჟორულ სიტუაციებში ვუდგავართ ერთმანეთს გვერდით და ერთობლივი ძალებით ვცდილობთ პრობლემის აღმოფხვრას. ამით უფრო ვძლიერდებით და ჩვენი პროფესიონალიზმიც იზრდება.

შიდა სამზარეულოში შეგვახედეთ, გაგვიზიარეთ შეხვედრის დეტალები…

(ნატუკა): კომპანიებთან შეხვედრები − ეს არის ერთ-ერთი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესი. ყოველი შეხვედრის შემდეგ ვივსები სხვადასხვა ემოციით, ვაკეთებთ ჩვენი კომპანიის პრეზენტაციას, შემდეგ უკვე ვუღრმავდებით დეტალებს, რომელიც უფრო საინტერესოა დამკვეთისთვის და განვიხილავთ სხვადასხვა ვარიაციას. კრეატივისთვის კი ვაწყობთ ბრეინშტორმინგს, სადაც ერთვება გუნდის ყველა წევრი და მიღებულ შედეგს დამკვეთს ვუზიარებთ.

(თეკლა): უკვე მეხუთე წელია რაც ბაზარზე ვართ, საკმაოდ წარმატებით ვართმევთ თავს ჩვენს საქმიანობას, არ დაგვიკარგავს დაწყების დღიდან გამოყოლილი ჟინი და მუხტი, ვიყოთ საუკეთესოები. დიდი შრომა და რესურსი გვაქვს გაღებული საკუთარი კომპანიისთვის, მუდმივად ვფიქრობთ მის განვითარებასა და წინსვლაზე. ვანებივრებთ დამკვეთებს სიახლეებით, ვეცნობით მსოფლიო ბაზარზე არსებულ ინოვაციებს, წლის განმავლობაში კი ვთავაზობთ კომპანიებს სეზონური აქსესუარების პრეზენტაციას − საახალწლო, სარვამარტო, სააღდგომო და საზაფხულო შეთავაზებებს.

2017 წლიდან ბაზარზე ხართ. ამ ხნის განმავლობაში რა იყო ის მთავარი მიზანი, რომელიც საკუთარ თავს დაუსახეთ და მიაღწიეთ?

(ნატუკა): დაარსების დღიდან გვაქვს მიზნები, რომლებსაც ეტაპობრივად მივყვებით. ეს საკმაოდ დიდ სტიმულსა და მოტივაციას გვძენს ვიყოთ მუდმივ ტონუსში. პირველ ეტაპზე  ჩვენი მიზანი იყო საკუთარი ოფისის შეძენა, გაფართოება და საუკეთესო გუნდის შექმნა, რაც წარმატებით განვახორციელეთ.

ვიცი, რომ თანამშრომლობთ უცხოურ კომპანიებთან. უფრო დეტალურად გვიამბეთ ამის შესახებ.

(თეკლა): იმპორტის კუთხით არ გვყავს შუამავალი უცხოურ ბაზარზე, პირდაპირი კავშირები გვაქვს პარტნიორ ფაბრიკა-ქარხნებთან. თავდაპირველად ვთანამშრომლობდით თურქეთთან, ჩინეთთან, ესპანეთთან, ახლა კი შვეიცარია და ნიდერლანდებიც დავიმეგობრეთ. თითოეულს აქვს თავისი ნიშა, მაგალითად, თურქეთი ტყავის ბლოკნოტების მხრივ არის ძლიერი, ჩინეთში ყველაფერს აღმოაჩენ, იმდენად მრავალფეროვანია, ესპანეთს ძირითადად მარაგებში აქვს თითქმის ყველა სახის პრომოაქსესუარი და დამზადებას დიდი დრო არ სჭირდება, შვეიცარიას აქვს არაჩვეულებრივ ბრენდ prodir-ის ელეგანტური კალმები, ხოლო ნიდერლანდებს განსხვავებული ხედვა აქვს, თუმცა მე მაინც ჩინეთს გამოვარჩევდი, რადგან საკმაოდ ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს და მაღალ ხარისხთან ერთად ფასებიც მისაღებია.

სამომავლო გეგმები…

(ნატუკა): „პრომო ჰაუსი“ ასოცირდება სანდოობასთან და მომსახურების ხარისხთან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვთანამშრომლობთ საქართველოში არსებულ წამყვან კომპანიებთან, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ახალ ბრენდებს პოზიციონირებასა და განვითარებაში. გვაქვს იდეა დავნერგოთ ახალი მიმართულება „პრომო ჰაუსში“ − შევქმნათ სამოტივაციო კურსი, სადაც ტრენინგს გაივლიან როგორც ჩვენი, ასევე სხვა კომპანიების თანამშრომლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სტეფანე

#OK! სტეფანე

September 28, 2025
#OK! პენელოპა კრუზის მორიგი თვალისმომჭრელი გამოჩენა ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალზე

#OK! პენელოპა კრუზის მორიგი თვალისმომჭრელი გამოჩენა ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალზე

September 21, 2022
#OK! კრიზისის დასასრული? ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი პაპარაცებმა რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირეს

#OK! კრიზისის დასასრული? ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი პაპარაცებმა რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირეს

March 19, 2021
#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

June 27, 2025

კვირის ჰიტები

#OK!  აიათოლასა და მასკის დაპირისპირება ირანის ბედს განსაზღვრავს – The Telegraph

#OK! აიათოლასა და მასკის დაპირისპირება ირანის ბედს განსაზღვრავს – The Telegraph

January 14, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ „დავით აღმაშენებელი“ – გიგი კურტანიძემ ახალი თრეილერი შექმნა

#OK! „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ „დავით აღმაშენებელი“ – გიგი კურტანიძემ ახალი თრეილერი შექმნა

January 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები