• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ცნობილ უკრაინელ მხატვარ მარია პრიმაჩენკოს ნამუშევრები მშვიდობის სიმბოლო ხდება

May 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კიევის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ივანკოვში, რუსეთის თავდასხმის შედეგად ეროვნული ისტორიული მუზეუმი განადგურდა და ცნობილ უკრაინელ მხატვარ მარია პრიმაჩენკოს 25 უნიკალური ნახატი დაზიანდა, თუმცა ზოგი მათგანი აღდგენას ექვემდებარება. უცხოური მედიის ცნობით, უკრაინელმა მამაკაცმა პრიმაჩენკოს რამდენიმე ნამუშევარი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა.

1908 წელს დაბადებული მარია პრიმაჩენკო თვითნასწავლი მხატვარია. მარია დაიბადა გლეხის ოჯახში და ცხოვრების უმეტესი დრო ივანკოვის რაიონის სოფელ ბოტოლნიაში გაატარა. მეოთხე კლასში იყო, როდესაც პოლიომიელიტი დაემართა, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. კიევში მარიამ ორი ოპერაცია ჩაიტარა, რამაც დამოუკიდებლად დგომის საშუალება მისცა.

 

მარია პრიმაჩენკოს ნახატები უკრაინის სოფლების ყოფა-ცხოვრებას გადმოსცემდა. ასევე, მისი ნამუშევრები უკრაინული ზღაპრების ერთგვარ ანარეკლს წარმოადგენდა. 1930-იან წლებში ტილოზე ხატვის დაწყებამდე, მან შეისწავლა ხალხური ხელოვნება, როგორიცაა ქარგვა და სააღდგომო კვერცხების მორთვა. მისი გამომხატველი ხაზი ვითარდებოდა და ტრადიციულ უკრაინულ მოტივებს ახლებურად გამოსახავდა.

1960-1980 წლებში მისი სტილი სულ უფრო მეტი ცოცხალი ფერის პალიტრითა და ახალი ნათელი ფონებით ვითარდებოდა. ამ პერიოდში ის აკვარელით მუშაობიდან გადადის გუაშზე. 1970-იანებიდან მარიამ საკუთარი ტილოების უკანა მხარეზე ნაწარმოების თემასთან დაკავშირებული მოკლე ფრაზებისა და ანდაზების მიწერა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ხალხურ თემატიკასთან ერთად ის მონსტრებსაც ხატავდა.

პრიმაჩენკომ უკრაინის სახალხო არტისტის წოდება 1970 წელს მოიპოვა − მაშინ, როდესაც ქვეყანა საბჭოთა კონტროლის ქვეშ იყო. მართალია პრიმაჩენკოს ნამუშევრები ყველაზე მეტად მის სამშობლოშია ცნობილი, თუმცა 1936 წელს პარიზში მისი ნახატების გამოფენის მონახულების შემდეგ, პაბლო პიკასომ თქვა: „ქედს ვიხრი ამ ბრწყინვალე უკრაინელის მხატვრული სასწაულის წინაშე“.

 

 

გასულ კვირას ივანკოვოს მუზეუმზე თავდასხმის შესახებ ცნობებმა მთელი მსოფლიო მოიცვა. სხვადასხვა ქვეყნის აქტივისტებმა და ხელოვნების ორგანიზაციებმა გამოხატეს სოლიდარობა, პრიმაჩენკოს ნამუშევრების გამოქვეყნებით. კერძოდ, მისი 1982 წლის ნახატი − „მტრედმა გაშალა ფრთები და ითხოვს მშვიდობას“, ხდება ქვეყნის იმედის სიმბოლო.

სან ფრანცისკოში გამართულ მიტინგზე ექვსმა მხატვარმა და 100-ზე მეტმა დამსწრემ ხელახლა შექმნეს სურათი, 23 ფუტი სიგანის ფრესკის სახით, მესიჯით − „შეაჩერე ომი უკრაინასთან“.

სიმბოლურია ასევე ისიც, რომ პრიმაჩენკოს ნახატებში მრავლადაა ნაჩვენები სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. ვიმედოვნებთ, როგორც ნახატებში, ისე რეალობაშიც სიკეთე კვლავ გაიმარჯვებს.

ასევე გაეცანი

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა
Décor

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 15, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად
Décor

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად

December 9, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ღვინოს ქმნის ხარება – ხარისხიანი ღვინის ფართო არჩევანი

#OK! ღვინოს ქმნის ხარება – ხარისხიანი ღვინის ფართო არჩევანი

June 4, 2023
#OK! 83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო

#OK! 83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო

April 26, 2021
#OK! ვარსკვლავები, რომლებიც იმაზე მაღლები არიან, ვიდრე წარმოგედგინათ

#OK! ვარსკვლავები, რომლებიც იმაზე მაღლები არიან, ვიდრე წარმოგედგინათ

February 7, 2023
#OK! კონჩიტა მამაკაცურ იმიჯს დაუბრუნდა: ვარსკვლავის ახალი ფოტოები სოციალურ მედიას იპყრობს

#OK! კონჩიტა მამაკაცურ იმიჯს დაუბრუნდა: ვარსკვლავის ახალი ფოტოები სოციალურ მედიას იპყრობს

February 18, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

March 6, 2026
#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს

#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს

March 2, 2026
#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

March 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები