როგორც იცით, რამდენიმე საათის წინ ლოს ანჯელესში კარდაშიანების ახალი რეალითი შოუს პრემიერა გაიმართა, რომელზეც კორტნი კარდაშიანისა და ტრევის ბარკერის ახალდაქორწინებული ვარსკვლავური წყვილიც გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ კარდაშიანების კლანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი და პოპ პანკ ჯგუფის Blink-182 დრამერი 4 აპრილს მალულად ლას ვეგასში დაქორწინდნენ.
წითელ ხალიჩაზე გამოჩენის შემდეგ სოციალურ მედიაში საზოგადოება კორტნის ორსულობის შესახებაც საუბრობს, თუმცა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ახალდაქორწინებულები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
იხილეთ ასევე:
#OK! კორტნი კარდაშიანი ქორწილის აქამდე უცნობ კადრებს აქვეყნებს