რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი 26 წლის მოდელი კენდალ ჯენერი მეგობარ მამაკაცთან Phoenix Suns-ის წამყვან მოთამაშესთან, 25 წლის კალათბურთელ დევინ ბუკერთან ერთად კალიფორნიაში, Beverly Hills-ში შენიშნეს.

რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი მალევე მოექცა პაპარაცების ყურადღების ცენტრში.

როგორც კენდალთან და დევინთან დაახლოებული წყარო აღნიშნავს, წყვილის ურთიერთობა უკვე სერიოზულ ეტაპზეა.














