23 წლის ვარსკვლავი, კაილი ჯენერი გემოვნებიანი და გლამურული იმიჯით ნამდვილად გამოირჩევა. სოციალურ ქსელში ის ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც სხვადასხვა ძვირადღირებულ სამოსს ირგებს. ამჯერად მან განსხვავებული იმიჯი მოიხდინა და სავაჭრო მანქანების ფონზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
ვარსკვლავმა რეტრო იმიჯი მოიხდინა. უახლეს კადრებში მას შავ-თეთრი Bodysuit-ი აცვია, რომელსაც ასეთივე თმის აქსესუარი, ვერცხლის საყურეები და თეთრი ფერის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.