ნიუ-იორკის, ლონდონისა და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ პარიზში 2022-2023 წლის კოლექციების ჩვენება გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ვირჯილ აბლოს ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩვენება იყო. ვირჯილ აბლო Off-White-ის დამფუძნებელი და Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორი იყო, რომელიც კიბოსთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
ჩვენებაზე 90-იანების საკულტო სუპერმოდელები ნაომი კემპბელი, ქეით მოსი და სინდი კროუფორდიც გამოვიდნენ.