• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ლამაზ სხეულში ლამაზი ორი სულია

March 2, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

საჭირო დროს საჭირო იდეა გადამწყვეტი აღმოჩნდა შეექმნათ ქართული ორსულთა ბრენდი „ეგო“. ანკა და გვანცა ქაჯაიების მეგობრობა ბიზნესპარტნიორობაში გადაიზარდა და დღეს უკვე ზუსტად იციან, რა სჭირდებათ ორსულებს იმისათვის, რომ გამოიყურებოდნენ ლამაზად და კომფორტულად. ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს ორსულთა სამოსის პირველი ქართული ბრენდის დამფუძნებლებთან:

 

როგორ გაჩნდა იდეა, შეგექმნათ ბრენდი საქმიანი ორსულებისთვის?

(ანკა):  ბრენდის შექმნის იდეა გაჩნდა წელიწადნახევრის წინ. მე და ჩემი მეგობრის − გვანცას სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, რადგან ორივეს გვაწუხებდა ის ფაქტი, რომ ბაზარზე არ არსებობდა ორსულებისთვის არანაირი მაღაზია, სადაც საქმიანი ქალი გემოვნებით შეიმოსებოდა. მე დღეს მეოთხე ბავშვს ველოდები, ვმუშაობ საფინანსო კომპანიაში და ჩემი თავდაჯერება უფრო მაღალია, რადგან შეხვედრებზე ჩემზე მორგებული ხარისხიანი და გემოვნებიანი ტანსაცმელი მაცვია.

(გვანცა):  „ეგოს“ იდეა, უპირველესად საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა. მე და ანკას გვინდოდა ორსულებს თავი ეგრძნოთ დაფასებულად ჩვენს საზოგადოებაში, რომ ორსულად ყოფნის დროს შეიძლება სპორტული ხაზის გარდა გეცვას დახვეწილი, ლამაზი ტანისამოსი. „ეგო“ ჩვენი საერთო შვილია, რომელსაც ზუსტად ისე ვუფრთხილდებით და ვუვლით, როგორც საკუთარ შვილებს. იდეის სრულყოფამდე ძალიან რთული და გრძელი გზა გავიარეთ, თუმცა დღეს გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენი ბრენდით უამრავი ორსული სარგებლობს.

 

რას ნიშნავს „ეგო“?

(გვანცა):  „ეგო“ მინიმალური სიზუსტით ნიშნავს „მე“-ს. ეგო არის ადამიანის ცნობიერების ნაწილი, რომლის არსებობით აღვიქვამთ რეალობას, ვივსებით ენერგიით, გვიჩნდება მოთხოვნილებები და იგი ადამიანის ნებისმიერი მოქმედების საწყისად მოიაზრება. ჩვენი ბრენდის დასახელება კი პირდაპირ კავშირშია ადამიანურ მდგომარეობასთან.

(ანკა):  ბრენდი ემსახურება ორსულების ეგოს დაკმაყოფილებას და მის გაძლიერებას. თუ ლოგოს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მზეს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. მზე კავშირშია შობადობასთან, ახალი სიცოცხლის მოვლენასთან.

სთავაზობთ თუ არა ორსულებს ინდივიდუალურ სტილს?

(ანკა):  ის, რომ ბრენდი „ეგო“ დღეს წარმატებულია, ინდივიდუალური სტილის დამსახურებით მოხდა. ყველა მოდელს აქვს ზომის ცვლილების საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ ზომის ტრანსფორმირების ფუნქციით შესაძლებელია „ეგოს“ საორსულო ტანსაცმელი გამოიყენოს როგორც ორსულობის დასაწყისში, ასევე შემდგომ პერიოდში.

(გვანცა):  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქსოვილი. „ეგო“ არის თარგი, შერჩეული ქსოვილი და გონებიდან წამოსული იდეების სინთეზი. ყველა კოლექცია სეზონთან ჰარმონიულია. ჩვენს ახალ კოლექციაში გამოვიყენეთ აბრეშუმი და ტილო. ფერები პასტელური, მშვიდი გვაქვს შერჩეული, და შექმნის პროცესში ფერთა გამას ბუნებასთან ვაკავშირებთ.

 

რამდენი ხანია „ეგო“ გამოჩნდა ბაზარზე? როგორ ფიქრობთ, მისწვდით თქვენს სამიზნე აუდიტორიას?

(ანკა):  მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი თვეა რაც დავიწყეთ ონლაინგაყიდვები, ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ ძალიან დიდ დაინტერესებას. მეც და გვანცასაც გვიხარია, რომ ზუსტად მივხვდით, რა იყო საჭირო ორსულებისთვის. მე ვარ სამედიცინო ვებგვერდ ORSULOBA.COM-ის პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ინტერნეტსივრცეში სრული პლატფორმით არის წარმოდგენილი Facebook-გვერდი ორსულებისა და დედების ჯგუფით, სადაც კიდევ უფრო ახლო კომუნიკაცია  მაქვს მომავალ დედებთან. ყველა კოლექცია ე.წ. კაფსულა-კოლექციისაა, რომელიც იქმნება ძლიერი გუნდის მიერ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ჩვენ გვაქვს ატელიე, რომელსაც ხელმძღვანელობს 20-წლიანი გამოცდილების მქონე ჩვენი პარტნიორი − ანა ქველაძე. მასთან ერთად ვსწავლობთ ბაზარს და ვქმნით შესაბამის პროდუქციას.

წინ ძალიან დიდი გეგმები გაქვთ. აპირებთ თუ არა მაღაზიის გახსნას? რას უნდა ველოდოთ „ეგოსგან“?

ვინაიდან დღეს ყველაფერი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, გადავწყვიტეთ ჩვენი ბრენდიც საწყის ეტაპზე დისტანციურად ყოფილიყო. მომხმარებლებს სრულიად უსასყიდლოდ ვთავაზობთ სამი Look-ის შინ მორგებას. გვაქვს სწრაფი გაგზავნის სერვისი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მოთხოვნიდან და დაინტერესებიდან გამომდინარე, ვაპირებთ გვქონდეს სხვადასხვა მიმართულება.

 

https://www.facebook.com/egogeobrand/

https://instagram.com/ego_geobrand?utm_medium=copy_link

ავტორი: მარიამ ბოკერია

ფოტო: თენგო ჯიქურაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული გალ გადოტის იშვიათი გამოჩენა: მსახიობის უახლესი ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

#OK! ორსული გალ გადოტის იშვიათი გამოჩენა: მსახიობის უახლესი ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

September 29, 2021
#OK! მადონას ახალი იმიჯი კრიტიკის ობიექტია: 62 წლის მომღერალი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს

#OK! მადონას ახალი იმიჯი კრიტიკის ობიექტია: 62 წლის მომღერალი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს

June 14, 2021
#OK! ზენდეია ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში ფილმ DUNE-ისთვის გამართულ ფოტოსესიას შეუერთდა!

#OK! ზენდეია ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში ფილმ DUNE-ისთვის გამართულ ფოტოსესიას შეუერთდა!

September 7, 2021
#OK! 46 წლის ლეონარდო დიკაპრიო მეგობარ გოგონასთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს

#OK! 46 წლის ლეონარდო დიკაპრიო მეგობარ გოგონასთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს

September 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ცეკვის ხელოვნება

#OK! ცეკვის ხელოვნება

July 10, 2025
#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

July 10, 2025
#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია –  პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია – პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები