• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! Passiontosew – ინტერვიუ საქართველოში კერვის პირველი ონლაინკურსების შემქმნელ ნათელა აბაიშვილთან

February 1, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

OK! გაესაუბრა საქართველოში კერვის პირველი ონლაინკურსების შემქმნელ ნათელა აბაიშვილს. მან ინტერვიუში ისაუბრა თავისი გამოცდილების, განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ქალბატონმა ნათელამ აღნიშნა, რომ კერვა მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რომლის შესწავლის სწორად დაწყება არის უმნიშვნელოვანესი, კარგი კურსის პოვნა კი საკმაოდ რთული გახლავთ. ვინაიდან კერვა საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოძველებული და რთული მეთოდებით ისწავლებოდა, მან გადაწყვიტა ეს პროცესი გაემარტივებინა და ონლაინპლატფორმაზე გადასვლით ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა.

გვიამბეთ იმის შესახებ, თუ როდის გახდა კერვა თქვენი მთავარი საქმიანობა.

მე ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ სამხედრო აკადემიაში ამერიკელ მრჩევლებთან, ოფისის და რესურსების მენეჯერის/თარჯიმნის პოზიციაზე. ვინაიდან მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარდა ძაღლები და მათზე ზრუნვა, ხშირად მოგვყავდა ისინი ჩვენთან. ერთ დღესაც, როდესაც მივხვდი, რომ ძაღლების მოვლა და მუშაობა ერთად ვერ ხერხდებოდა, სამსახურიდან წამოვედი, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დავიწყე კერვის კურსებზე სიარული. ეს კურსები მეტად მოძველებული და რთული მეთოდების იყო, ამიტომ ვერანაირი ცოდნა ვერ მივიღე. თუმცა ამის შემდეგ ინგლისისა და აშშ-ის კერვის კურსებმა უდიდესი გამოცდილება შემძინა, რამაც გადამაწყვეტინა ქართველებისთვის კერვის სწავლება მეტად მარტივი მეთოდებით. ეს საქმიანობა მთელი ჩემი სამყაროა და ფაქტი, რომ ადამიანებს ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებ, ძალიან მაბედნიერებს.

გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

როდესაც პანდემია დაიწყო, გადავწყვიტე ისეთი საქმიანობა წამომეწყო, რომელიც შინ მყოფ ქალბატონებს გაახალისებდა და დიდ სარგებელსაც მოუტანდა. სწორედ იმ პერიოდში საქართველოში პირველმა შევქმენი კერვის ონლაინკურსები. ვასწავლი კერვას − კონსტრუირებას, მოდელირებასა და ტექნოლოგიურ დამუშავებას. გარდა ამისა, ვასწავლი ქვილთინგს და პაჩვორკს − ეს ტექნიკა გამოიყენება როგორც ტანსაცმლის, ისე გადასაფარებლების, ბალიშების და ა.შ. შეკერვისას.

ამ ეტაპზე მსურველებს Facebook-პლატფორმის მეშვეობით ვასწავლი კერვას. სპეციალურ ჯგუფებს ვქმნი, სადაც ვტვირთავ ჩემ მიერ ჩაწერილ და დამონტაჟებულ ვიდეოგაკვეთილებს. აღსანიშნავია, რომ მსურველს, რომელიც სწავლის საფასურს გადაიხდის, მუდმივი წვდომა ექნება გაკვეთილებზე. ყოველივე ეს კი მისთვის სასურველ დროს მეცადინეობის შესაძლებლობას იძლევა.

კურსები წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით: ქალის ტანისამოსის კონსტრუირება, მოდელირება, ტექნოლოგიური დამუშავება; ბავშვის ტანისამოსის კონსტრუირება; ქვილთინგი, პაჩვორკი, აპლიკაცია; ჩანთების, ქუდების, საცურაო კოსტიუმებისა და აქსესუარების კერვა.

 

რა სახის კონტენტია წარმოდგენილი თქვენს YouTube-არხზე?

ჩემს YouTube-არხზე უკვე გამზადებული თარგების ვიდეოგაკვეთილებს ვათავსებ, რომელიც სრულიად უფასოა. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ტიპის გამზადებული თარგები საქართველოში ხელმისაწვდომი არ იყო, ვიდრე მე არ შემოვიტანე. ვინაიდან ყველამ, ვინც ახლა იწყებს კერვას, გამზადებული თარგებით უნდა დაიწყოს, მე ჩემს მოსწავლეებს და სხვა მსურველებსაც ვაძლევ საშუალებას შეიძინონ ისინი.

აღსანიშნავია, რომ პირველი კურსი არის უფასო, რომელიც მოსამზადებელი ხასიათისაა. მეორე კურსიდან კი ინტენსიურად იწყება კონსტრუირების, მოდელირებისა და ტექნოლოგიური დამუშავების შესწავლა.

გვესაუბრეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.

სამომავლო გეგმები მრავლად მაქვს. ასევე, მსურს ბავშვებს პირისპირ, ინგლისურ და ქართულ ენებზე კერვის გაკვეთილები ჩავუტარო. მეორე, ეს არის მორგებისა და მოდელირების კურსების მომზადება. ამასთან, ვფიქრობ მკერავის კლუბის გახსნას, სადაც მოვაწყობ სასიამოვნო გარემოს საკერავი მანქანებით და კერვისთვის საჭირო ყველა ინვენტარით. ნებისმიერი ადამიანი ჯავშნის გაფორმების შემდეგ შეძლებს მოსვლას და ამ სივრცის გამოყენებას. თუ რაიმე სირთულე ექნებათ მუშაობის პროცესში, ავუხსნი და მივცემ მათ იმ რჩევებს, რომლებსაც მუშაობის დროს გამოიყენებენ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

YouTube/Facebook/Instagram: Passion to Sew

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 4 შემთხვევა, როდესაც ბრედ პიტმა კაბა მოირგო

#OK! 4 შემთხვევა, როდესაც ბრედ პიტმა კაბა მოირგო

July 20, 2022
#OK! „თეთრმა კვადრატმა“ ყაზბეგის #29/22-ში გაყიდვების ახალი სივრცე გახსნა

#OK! „თეთრმა კვადრატმა“ ყაზბეგის #29/22-ში გაყიდვების ახალი სივრცე გახსნა

May 31, 2022
#OK! კრისტენ სტიუარტი და მისი მეგობარი ქალი დილან მეიერი დაინიშნნენ

#OK! კრისტენ სტიუარტი და მისი მეგობარი ქალი დილან მეიერი დაინიშნნენ

November 3, 2021
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

November 12, 2025
#OK! ეკა ჯალაღონია: სოხუმში რომ დავბრუნდები, რესტორანი სად უნდა მქონდეს, ეგეც ვიცი

#OK! ეკა ჯალაღონია: სოხუმში რომ დავბრუნდები, რესტორანი სად უნდა მქონდეს, ეგეც ვიცი

November 11, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ჩვენ გვჯერა თითოეული მოსწავლის – „განათლების აკადემია TSG“-ის წარმატების ამბავი

#OK! ჩვენ გვჯერა თითოეული მოსწავლის – „განათლების აკადემია TSG“-ის წარმატების ამბავი

November 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები