ამბიცია, სიხარბე, ღალატი და მკვლელობა…
რიდლი სკოტის ყველაზე გახმაურებული კრიმინალური დრამა გუჩის დიდგვაროვანი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. კლანის, რომელიც ამავე სახელწოდების მაღალი მოდის იტალიური ლეიბლის უკან დგას. House Of Gucci-ის ქართული პრემიერა 2 დეკემბერს „კავეა გალერეაში“ გაიმართა. პრემიერაზე მისულ მაყურებელს კინოთეატრში „გუჩის“ სამოსითა და აქსესუარებით შექმნილი კუთხე დახვდა, რომელიც Phubber-მა სპეციალურად კინოპრემიერისთვის მოაწყო. საღამოს მუსიკალურად რადიო „ენერჯი“ აფორმებდა, სადაც ბაბი კირკიტაძემ ფილმის ოფიციალური საუნდტრეკები შეასრულა. კინოთეატრის დარბაზში შესულ მაყურებელს სკამქვეშ არაერთი მოულოდნელი საჩუქარი დახვდა, რომელშიც ერთ-ერთმა იღბლიანმა სტუმარმა მილანის საგზურიც კი აღმოაჩინა.