• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

December 28, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ქართული ბრენდი Marrson შექმნილია მათთვის, ვინც ყველაზე მეტად აფასებს დახვეწილ სტილსა და მაღალ ხარისხს. იგი მომხმარებლებს ქვილთის დეკორატიული პლედების, ბალიშებისა და მუთაქების, თავის მოვლის პროცესში გამოსაყენებელი პირსახოცების ნაკრებისა და საწოლის თეთრეულის ფართო არჩევანს სთავაზობს. Marrson მუდმივად ცდილობს მომხმარებლის სასიამოვნო სიახლეებით განებივრებას. გამონაკლისს არც მისი სამომავლო გეგმები წარმოადგენს. სულ მალე Marrson-ის უკვე არსებულ პროდუქციას დაემატება ტანსაცმლის ხაზი. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Marrson-ის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილს.

 

გვიამბეთ Marrson-ის შექმნის ისტორია.

კერვა და ქსოვა ჩემი საყვარელი პროფესია ბავშვობიდან გახდა. ჯერ კიდევ 4 წლის ვიყავი, როდესაც დედას საკერავი მანქანით ჩემს თოჯინებს ტანსაცმელს ვუკერავდი. 10-11 წლის ასაკში ვისწავლე ქვილთის (სადა ქსოვილზე ფერადი ნაჭრებით შექმნილი კომპოზიციაა. დამზადების მეთოდიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი გამეორება) ტექნიკით კერვა და დავიწყე პატარა ჩანთებისა და საფულეების დამზადება, რაც დიდი მოწონებით სარგებლობდა იმ მცირე აუდიტორიაში, რომლისთვისაც ჩემი ნამუშევრების ჩვენება შემეძლო. როცა წამოვიზარდე, ზრდასრული ცხოვრების სირთულეებმა და პასუხისმგებლობებმა სხვა მიმართულებით წამიყვანა, თუმცა მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო და მეტი დრო დამრჩა ღირებულებების გადასაფასებლად, მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნებოდი იმ საქმეს, რომელიც ნამდვილად მიყვარს. ასე მივედი ამ ბრენდის შექმნის იდეიდან ამ იდეის განხორციელებამდე.

 

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ამ ეტაპზე Marrson მომხმარებელს ქვილთის დეკორატიულ პლედებს, ბალიშებსა და მუთაქებს, თავის მოვლის პროცესში გამოსაყენებელი პირსახოცების ნაკრებს და საწოლის თეთრეულის ფართო არჩევანს სთავაზობს.

მთავარი ნიშა, რომელიც თქვენს პროდუქციას გამოარჩევს.

ჩვენ გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი დონის პროდუქტი, რომელიც გამორჩეული იქნება როგორც ხარისხით, ასევე სილამაზითა და ფუნქციურობით. თითოეული პროდუქტი, რომელსაც ვაწარმოებთ, მზადდება მაღალი ხარისხის ქსოვილებით, რაც პირველსავე შეხებით იგრძნობა. სწორედ ეს განაპირობებს მომხმარებლების კმაყოფილებას და დადებით შეფასებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

 

სად არის თქვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი?

პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია ონლაინ, ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალებით, თუმცა ძალიან მალე გაიხსნება მაღაზიაც, სადაც მომხმარებელი შეძლებს პროდუქციის ადგილზე დათვალიერებას და არჩევას.

სამომავლო გეგმები.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ მხოლოდ ამ პროდუქტებზე გაჩერებას და უპირველეს ყოვლისა, ტანსაცმლის ხაზის დამატება იგეგმება. საქართველოში გვაქვს იმის პოტენციალი, რომ არსებობდეს ადგილობრივი ბრენდი, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის, დახვეწილ და ორიგინალურ ტანსაცმელს. ასევე, არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენი პროდუქტი გავიდეს ექსპორტზე, რაც არა მარტო ცნობადობას, არამედ ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს ქვეყანას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

Facebook: @Marrson

Instagram: @Marrson_georgia

E-mail: marrson.home@gmail.com

Tel: +995 579 11 11 61

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს
ინტერვიუ

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში
ინტერვიუ

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! მოთხრობები სკრინინგზე
OK! Doctors

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სასტუმრო „მუზეუმი“ – ისტორიული შენობის ახალი სიცოცხლე

#OK! სასტუმრო „მუზეუმი“ – ისტორიული შენობის ახალი სიცოცხლე

October 9, 2023
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალმა იმიჯს Louis Vuitton-ის მინი ჩანთა შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალმა იმიჯს Louis Vuitton-ის მინი ჩანთა შეუხამა!

May 18, 2021
#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

June 27, 2025
#OK! დედოფალი ელიზაბეტის სამკაულები, რომლებიც ქეით მიდლტონმა მოირგო

#OK! დედოფალი ელიზაბეტის სამკაულები, რომლებიც ქეით მიდლტონმა მოირგო

April 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 8, 2025
#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი

#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი

August 7, 2025
#OK! “სილამაზის იდეალური მაჩვენებლები” – როგორები იქნებოდნენ ვარსკვლავები “ოქროს კვეთის” პროპორციების მიხედვით

#OK! “სილამაზის იდეალური მაჩვენებლები” – როგორები იქნებოდნენ ვარსკვლავები “ოქროს კვეთის” პროპორციების მიხედვით

August 8, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო

August 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები