• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! რესტორანი „ამბროზიანო“ – ჰარმონიული გარემო და უგემრიელესი კერძები

December 2, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

იტალიური ელემენტებით შემკული რესტორანი „ამბროზიანო“ საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ყველაზე მეტად აფასებს ოჯახურ გარემოს, სისადავეს, სიმშვიდესა და უგემრიელეს კერძებს. აქ მოსულ თითოეულ სტუმარს პროფესიონალები გიმასპინძლებთ და შემოგთავაზებთ ღვინისა და კერძების საუკეთესო კომბინაციებს, რითაც „ამბროზიანო“ თქვენთვის გამორჩეული და საყვარელი ადგილი გახდება. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა რესტორნის მფლობელს, ანა ჩხიკვაძეს.

 

 

გვიამბეთ „ამბროზიანოს“ გახსნის ისტორია.

მოგეხსენებათ, იტალია გამოირჩევა მყუდრო კაფეებით, რომელსაც დილაობით ყავის დასალევად უამრავი ადამიანი სტუმრობს. ჩვენ კი იმდენად მოგვწონს ეს კონცეფცია, რომ გადავწყვიტეთ მსგავსი გარემო თბილისის გარეუბანში შეგვექმნა. საწყის ეტაპზე გავხსენით ყავის სახლი, სადაც წარმოდგენილი იყო ყველასათვის საყვარელი ბრენდი „ამბროზიანო“, რომელიც შემდგომ ჩვენი კაფეს სახელი გახდა. ჩვენს სტუმრებს ვთავაზობდით ფლორენციულ ჩაის, ხელით დამზადებულ ტოსკანურ ბისკვიტებს და მილანურ ყავას. ამ ადგილმა პოპულარობის მოპოვება საკმაოდ მოკლე ხანში შეძლო, რაც განპირობებული იყო იმ ოჯახური და მყუდრო გარემოთი, რომელიც „ამბროზიანოში“ მოსულ სტუმრებს ხვდებოდა. იმ დროიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომლებიც ხშირად გვსტუმრობენ და ფაქტობრივად „ამბროზიანოს“ გაზრდისა და გაფართოების მომსწრენი არიან.

წელიწად-ნახევრის შემდეგ გაჩნდა სურვილი იმისა, რომ ჩვენთან ყავისა და ჩაის გარდა, წარმოდგენილი ყოფილიყო სხვა ისეთი დელიკატესები, როგორებიცაა იტალიური პროშუტო, სალიამი, მოცარელა და ა.შ. საზოგადოების სურვილიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, დაგვემატებინა მაღაზიაც. იტალიაში გავემგზავრეთ, თითოეული პროდუქციის მწარმოებელი მოვინახულეთ, ყველაფერი საკუთარი ხელით შევარჩიეთ და საქართველოში ჩამოვიტანეთ. რასაც მოჰყვა იმავე ლოკაციაზე პიცერიის გახსნა, რომელიც პირველი გასტრონომიული მაღაზია-რესტორანი გახლდათ თბილისში. პანდემიის პერიოდში გადავწყვიტეთ შეგვექმნა მეორე ფილიალი ჭოველიძეზე, რაც განპირობებული იყო მომხმარებლის ჭარბი რაოდენობით.

 

 

რას გვეტყვით თქვენი მენიუს სპეციფიკურობასთან დაკავშირებით?

რესტორნის გახსნიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით იტალიელ შეფთან ერთად, რომელმაც არაერთი საინტერესო რეცეპტი შემოგვთავაზა. შემდეგ უკვე მე შევმატე რამდენიმე მათგანი და საბოლოოდ, მივიღეთ ის მენიუ, რომელიც საზოგადოებამ ძალიან მოკლე დროში შეიყვარა.

რამდენიმე სიტყვით, თქვენთან წარმოდგენილი ღვინის ფართო ასორტიმენტის შესახებ…

ჩვენი სტუმრები ყოველთვის უსვამენ ხაზს ჩვენი ღვინის განსაკუთრებულობას. მომხმარებლებს ღვინოს ვურჩევთ მათივე შეკვეთიდან გამომდინარე, რათა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ ჩვენი კერძებისგან. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენთან მოსულ ადამიანებს ძალიან მოსწონთ ეს ე.წ. ექსპერიმენტები და პროდუქციის ფართო ასორტიმენტიდან გამომდინარე, ცდილობენ ახალ-ახალი კომბინაციების როგორც დაგემოვნებას, ისე შეკვეთა-შეძენას.

 

გვესაუბრეთ რესტორნის ინტერიერთან დაკავშირებით.

ინტერიერის იდეა სრულად მე მეკუთვნის. მსურდა შემექმნა გარემო, სადაც ადამიანები საკუთარ თავს შინ იგრძნობდნენ, იქნებოდა სიმშვიდე და უგემრიელესი კერძები. ამდენად, ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხი შინაური ატმოსფეროს შექმნა გახლდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ „ამბროზიანოს“ ორივე ფილიალი ერთმანეთისგან განსხვავდება ვიზუალური თვალსაზრისით. მეორე შედარებით სადაა, რაც კედლების სითეთრითა და მათზე დატანილი დახვეწილი და მინიმალისტური ნახატებით გამოიხატება, ეს კი მთლიანობაში ჰარმონიულადაა შერწყმული რესტორნის კონცეფციასთან.

 

გვიამბეთ „ამბროზიანოს“ სამუშაო გუნდის შესახებ.

ყოველთვის ვცდილობთ ახალგაზრდების დასაქმებას, ვინაიდან ისინი ნამდვილად გამოირჩევიან ახალი იდეებითა და მოტივირებულობით. სწორედ მათი დიდი ჩართულობით ვქმნით თითოეულ სიახლეს ჩვენი მომხმარებლებისათვის.

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

სამომავლოდ, ვფიქრობთ ერთთვიან კოლაბორაციას შეფთან. მანამდე ჩვენც ვაპირებთ გარკვეული ცვლილებების მენიუში შეტანას. გარდა ამისა, გვსურს, შევქმნათ ჩვენივე პასტის ხაზი და სხვადასხვა სოუსი. ამასთან, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ხელს შეგვიწყობს, ვგეგმავთ მესამე ობიექტის გახსნას.

 

რესტორნის საკონტაქტო ინფორმაცია:

Instagram: ambrosiano.tbilisi

558 02 55 20

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025
#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ
Gastro

#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ

July 27, 2025
#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?
Gastro

#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?

July 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოჩენა ლოს-ანჯელესში

#OK! ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოჩენა ლოს-ანჯელესში

July 16, 2021
#OK! ქართული ბრენდი „მიმა“,  რომელმაც უამრავი ახალი ტრენდი დაამკვიდრა

#OK! ქართული ბრენდი „მიმა“, რომელმაც უამრავი ახალი ტრენდი დაამკვიდრა

September 14, 2021
#OK! ქალი, რომელთან ღალატსაც ალექს როდრიგესს მიაწერენ, მისი და ჯენიფერის დაშორებაზე კომენტარს აკეთებს

#OK! ქალი, რომელთან ღალატსაც ალექს როდრიგესს მიაწერენ, მისი და ჯენიფერის დაშორებაზე კომენტარს აკეთებს

April 16, 2021
#OK! “მხოლოდ სიხარული და არანაირი კომპრომისი” – ბრიტანული ვოგის 2022 წლის თებერვლის ნომრის ვარსკვლავები

#OK! “მხოლოდ სიხარული და არანაირი კომპრომისი” – ბრიტანული ვოგის 2022 წლის თებერვლის ნომრის ვარსკვლავები

January 14, 2022

კვირის ჰიტები

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025
#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

October 3, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები