Farmina ქართულ ბაზარზე გამოჩენის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცხოველის კვებისა და მოვლისადმი მათი მიდგომა სრულიად რევოლუციურია და მოიცავს არა მხოლოდ 100%-ით ნატურალურ პროდუქტებს, არამედ ნუტრიციოლოგის მომსახურებასაც. თქვენი ოთხფეხა მეგობრის ნუტრიციული საჭიროებების გაკონტროლება და თქვენი მუდმივი მხარდაჭერა მათი მთავარი დანიშნულებაა. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Farmina-ს მარკეტინგის მენეჯერ ნათია ჩიქოვანს.
გვიამბეთ Farmina-ს ბრენდის საქართველოში გამოჩენის ისტორია.
Farmina კატებისა და ძაღლების იტალიური ნუტრიციული კომპანიაა, რომელსაც აქვს 50-წლიანი გამოცდილება და რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში შეხვდებით. 2021 წლიდან კი, საქართველოში ჩვენ მათი ოფიციალური წარმომადგენლები გავხდით.
მე პირადად ძალიან მიყვარს Farmina-ს საქართველოში გამოჩენის ისტორია, რომელიც დაიწყო იმით, რომ ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელმა ოთხფეხა მეგობარი აიყვანა და მისთვის საუკეთესო საკვების მოძიებას შეუდგა. საქართველოში არსებული არჩევანით რომ ვერ დაკმაყოფილდა, მოკვლევა საერთაშორისო ბაზარზე განაგრძო და ასე აღმოაჩინა Farmina. მას შემდეგ, რაც შეისწავლა მათი პროდუქცია, შემადგენლობა, დამზადების უნიკალური ტექნოლოგიები და კომპანიის მუშაობის სტილი, მიხვდა, რომ საუკეთესო არჩევანს მიაგნო. „მაქსი“ უკვე დიდი ხანია, რაც Farmina-ს მიირთმევს, თუმცა იმისათვის, რომ საუკეთესო ხარისხის საკვების შეძენა სხვა ცხოველების პატრონებსაც შესძლებოდათ, იგი საქართველოშიც ხელმისაწვდომი გავხადეთ.
გვესაუბრეთ თქვენთან წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ.
Farmina-ს ორი ძირითადი ხაზი − N&D და Vet Life ჰიპერპრემიუმ კლასის, 100%-ით ნატურალურ პროდუქტებს მოიცავს.
- არის არაგენმოდიფიცირებული;
- არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ კონსერვანტს;
- იყენებს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ნედლეულს, შერჩეული მომწოდებლებისგან;
- შეიცავს 90-98%-მდე ცხოველურ ცილებს.
N&D − ეს არის სრულფასოვანი, დაბალანსებული, ძალიან მრავალფეროვანი მენიუსგან შემდგარი ხაზი. იგი როგორც სტანდარტულ, ასევე ფუნქციურ პროდუქტებსაც მოიცავს, რომლებიც გარკვეული საჭიროებების მქონე ცხოველებისთვისაა განკუთვნილი − მაგალითად, ბეწვის და კანის პრობლემების მხარდაჭერისთვის.
Vet Life კი პირველი სრულიად ნატურალური ვეტერინარული ხაზია. მისი ფორმულები შექმნილია სამეცნიერო კათედრებსა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, მრავალი კვლევის საფუძველზე. Vet Life სხვადასხვა დაავადების მხარდასაჭერად შექმნილ უნიკალურ პროდუქტებს აერთიანებს.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად ყველა ცხოველის პატრონს შევთავაზოთ მათზე მორგებული პროდუქტი, ბაზარზე ასევე სუპერპრემიუმ-ხაზის ორი ბრენდიც გვაქვს წარმოდგენილი, ეს არის Cibau ძაღლებისთვის და Matisse კატებისთვის.
მთავარი ნიშა, რომელიც Farmina-ს პროდუქციას გამოარჩევს…
ჩვენ არა მარტო საკუთარი უმაღლესი ხარისხის პროდუქტით ვამაყობთ, არამედ იმ უნიკალური სერვისითაც, რომელიც ნუტრიციოლოგის მომსახურებას გულისხმობს, ეს კი თითოეული ცხოველის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით (სქესი, ასაკი, ჯიში, წონა, ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ.) ჩვენი მრავალფეროვანი მენიუდან შერჩეულ კონკრეტულ პროდუქტში და ასევე, ინდივიდუალური კვების გეგმის შედგენაში გამოიხატება.
ნუტრიციოლოგის სერვისი ამით არ სრულდება. ჩვენი გუნდი მუდმივ კავშირზე რჩება ცხოველის პატრონთან და პერიოდულად ამოწმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, აკონტროლებს წონას და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებულ სხვა კომპონენტებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ აღნიშნული მომსახურება Farmina-ს ყველა მომხმარებლისთვის სრულიად უფასოა. ჩვენთვის ჯანსაღი და ბედნიერი ცხოველი მთავარი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ყველა ცხოველი იმსახურებს საუკეთესოს. შესაბამისად, ჩვენ მათ საუკეთესო პროდუქტსა და სერვისს ვთავაზობთ.
სად არის თქვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი?
ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ჩვენს Facebook-გვერდზე დაკავშირებით, რომლის შემდეგაც ნუტრიციოლოგთან გადამისამართდებით. ასევე, გვყავს პარტნიორი მაღაზიები და პლატფორმები − როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ. ჩვენი პროდუქტის შეძენა პარტნიორ მაღაზიებში შეგიძლიათ როგორც თბილისში, ასევე რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. ნებისმიერ დამატებით შეკითხვაზე კი დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ მომხმარებელთან ურთიერთობის ჩვენი მენეჯერები.
სამომავლო გეგმები.
ჩვენ გვსურს საქართველოში კომპანიონი ცხოველების მოვლის სტანდარტი ავამაღლოთ და მივცეთ ადამიანებს საჭირო რესურსები ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ ხედვაზე კონცენტრირდება. უფრო მეტს და უფრო დეტალურად კი, იმედი მაქვს, მალე შეიტყობთ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
www.farmina.ge
Facebook: Farmina Georgia
(+995) 579 270 270
ანა კოშაძე, ტელეწამყვანი
ოთხფეხა მეგობარი დიდი პასუხისმგებლობაა. უნდა მოუარო და მოუფრთხილდე ისე, როგორც ოჯახის წევრებს ვუფრთხილდებით. აუცილებელია გეგმურად ვეტერინართან ტარება. აღმოვაჩინე, რომ ჩემს კატას თურმე ხასიათიც აქვს. ჩემს შვილებს ძალიან უნდოდათ შინ ჰყოლოდათ კატა. უზომოდ ბედნიერები არიან ბავშვები, რადგან ფისოებს შეუძლიათ საოცრად დიდი სიყვარულის გამოხატვა. კატებს არ უყვართ მარტო ყოფნა, მუდამ სჭირდება ადამიანი.
რატომ მეტისი? მგონია, რომ ქუჩიდან აყვანილი ცხოველი ბევრად ჭკვიანი, თბილი და მადლიერია. სულ სხვა გრძნობა გაქვს, როცა მას უვლი და ზრდი. სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ქუჩის ძაღლებს ძალიან ცუდად ექცევიან. ვინც ამიერიდან გეგმავთ, გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი შინ, გირჩევთ − აუცილებლად აიყვანეთ ქუჩიდან, რადგან ამით იმ სტერეოტიპსაც დაამსხვრევთ, რომ ქუჩის ძაღლია. თან ძალიან დიდი მადლია და დამიჯერეთ, უფრო თბილია. თქვენს დიდ ოჯახში კი ის ძალიან ბედნიერი იქნება.
რჩევა Farmina-ს ნუტრიციოლოგისგან:
ბაბილინას აქტიური ცხოვრების სტილი აქვს. უყვარს ეზოში ნავარდი და ხშირი თამაში. სწორედ ამიტომ, Farmina-ს ნუტრიციოლოგებმა მისთვის N&D-ის პრაიმის ხაზიდან გარეული ტახისა და ვაშლის რეცეპტი შეარჩიეს, რომელიც ცილებისა და ცხიმების მაღალი შემცველობით გამოირჩევა და დღის განმავლობაში ბაბილინას დახარჯულ ენერგიებს სრულდ აანაზღაურებს.
ნიკა მანჯგალაძე, ტურისტული კომპანია TRAVEL SHOP, დამფუძნებელი
ჩემს ოთხფეხა მეგობარს ჰქვია „ბურძგლი“. ლაბრადორის ჯიშის ძაღლი ძალიან სანდოა, არასდროს შეგეშინდება, რომ ვინმეს უკბენს. ჩემი დღის განმავლობაში დილა და საღამო მას ეკუთვნის. როცა არ ვხედავ, მაშინაც კი ძალიან მენატრება.
ძაღლის პატრონობა, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, უდიდესი მხარდაჭერაა. მე მთელი ცხოვრება მყავდა სხვადასხვა ჯიშის ძაღლი, მათ გარეშე არ შემიძლია. არცერთ ცხოველს არ შეუძლია იმხელა სიყვარული გასცეს, რამდენსაც ძაღლი გასცემს.
რჩევა Farmina-ს ნუტრიციოლოგისგან:
ბურძგლა ამჟამად ზედმეტ წონას ებრძვის, შესაბამისად, მისთვის ჯანსაღი წონის მისაღწევად, ნუტრიციოლოგებმა N&D-ის მონათესავე მარცვლეულის ხაზი, კერძოდ კი პოზიცია „ლაითი“ შეარჩიეს. იგი გამოირჩევა ცხიმის დაბალი შემცველობით, ხარისხიანი ცხოველური ცხიმებითა და ბოჭკოთი.
ლიკა ევგენიძე, ტელეწამყვანი
ეს „ფშუტურაა“− შოტლანდიური ფოლდი. ჩემი სიყვარული ცხოველებისადმი ბავშვობიდან იწყება. მთელი ცხოვრების განმავლობაში მყავდა კატა, ძაღლი, ზაზუნაც მყავს. პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია, როდესაც ცხოველს შინ წავიყვანთ. მათ სჭირდებათ ბავშვებზე მეტი დრო, ენერგია და რესურსი. კატებს არ სჭირდებათ ხშირად ბანაობა. არსებობს სპეციალური სალონი, სადაც მიმყავს 6 თვეში ერთხელ და ვაწესრიგებ. რაც შეეხება საკვებს, მხოლოდ სპეციალური საჭმლით იკვებება.
რჩევა Farmina-ს ნუტრიციოლოგისგან:
„ფშუტურას“ ბეწვის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, Farmina-ს ნუტრიციოლოგებმა N&D-ის ქინოას ფუნქციური ხაზიდან კანისა და ბეწვის პოზიცია შეარჩიეს, ამასთანავე „ფშუტურამ“ საშარდე გზების პრობლემის მხარდასაჭერი, ურინალური სველი კვებაც მოირგო.
ჯაბა სიხარულიძე, PR-ის სპეციალისტი
„ლუის ალბერტო“, იორქშირული ჯიშის „ლუის ალბერტო“ 11 თვიდან ჩემი შვილია. ეს არის, ფაქტობრივად, ბავშვი ოჯახში, ნებისმიერი ასაკის, ზომას არ აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ პატარა. მას გამუდმებით სჭირდება ყურადღება, კომუნიკაცია, სითბო და სიყვარული.
შენ თავისუფალ დროს ფაქტობრივად მასთან ერთად ატარებ, დილით ასეირნებ, საღამოს ასეირნებ, და შუადღესაც, თუ შინ ხარ, მაშინაც კი.
თუ საზოგადოების დამოკიდებულება ქუჩის ძაღლებზე აგრესიული იქნება, არანაირ კანონს არ აქვს აზრი. ყველაფერი უნდა იყოს კომპლექსური − როგორც ადამიანების გულისხმიერება, ისე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება.
რჩევა Farmina-ს ნუტრიციოლოგისგან:
„ლუის ალბერტომ“ სულ ცოტა ხნის წინ თირკმლის კენჭების მკურნალობის კურსი დაასრულა. Farmina-ს ნუტრიციოლოგებმა, ვეტერინართან კონსულტაციის პარალელურად, ცხოველის ჯანმრთელობის საჭიროება გაითვალისწინეს და არჩევანი ვეტერინარული ხაზის Vet Life-ის სტრუვიტის კონტროლზე შეაჩერეს. აღნიშნული პოზიცია ხელს უშლის სტრუვიტის ქვების ხელახლა ფორმაციას და მისი გამოყენება რეკომენდებულია 6 თვემდე პერიოდში.
ირაკლი მაისურაძე, ჟურნალისტი
ჩემს დიდ ოჯახში 3 კატა და 2 ძაღლი ცხოვრობს. ჩემთვის ხუთივენი ოჯახის ოთხფეხა მეგობრები არიან.
ჩემს შვილებს განსაკუთრებით უყვართ ცხოველები და მათაც გააზრებული აქვთ, რომ ოთხფეხა მეგობარი შინ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რაც უნდა ბევრი პრობლემა გქონდეს სამსახურში, ეს მას თავზე არ უნდა მოახვიო, მასზე უნდა იზრუნო და ის აუცილებლად დაგიფასებს ყოველივეს. ოთხფეხა მეგობარი იმხელა ემოციას გაძლევს, რომ ნამდვილად იმსახურებს შენგან სიყვარულს.
სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. უამრავი კატა და ძაღლია ქუჩაში გამოყრილი − არა მარტო მეტისები, არამედ ბევრი ჯიშიანი ძაღლიც, და ეს ყველაფერი ჩვენი − ადამიანების ბრალია.
კანონია მისაღები, რომ ეს ყველაფერი უმკაცრესად გაკონტროლდეს.
რჩევა Farmina-ს ნუტრიციოლოგისგან:
„ნალა“ სტერილიზებული კატაა, შესაბამისად Farmina-ს ნუტრიციოლოგებმა მას N&D-ის გოგრის ხაზიდან ბატკნისა და მოცვის შემადგენლობის, სტერილიზებული კატებისთვის განკუთვნილი პოზიცია მოარგეს.
ნათია დუმბაძე, მომღერალი
ჩემი „ბაბი“, ჯუჯა პუდელია. რეალურად, „ბაბი“ ჩემი შვილების შვილია − მათ ძალიან უყვართ თავისი ოთხფეხა მეგობარი. „ბაბიმ“ მათ ასწავლა მზრუნველობა, სიყვარული, ხოლო ეგოისტობა, რომელიც ჩემს პატარა შვილს ჰქონდა, თითქოს გაუქრა კიდეც.
როდესაც შინ ოთხფეხა მეგობარი მოგყავთ, რეალურად, ოჯახს ემატება ახალი წევრი, რომელსაც ზუსტად იმდენივე ყურადღება უნდა, როგორიც ოჯახის თითოეულ წევრს. „ბაბის“ შინ ვერასდროს ვტოვებთ მარტო, რადგან ეშინია მარტო ყოფნის. ამ ჯიშის ძაღლებს სჭირდებათ განსაკუთრებული სითბო, სიყვარული და მზრუნველობა.
რჩევა Farmina-ს ნუტრიციოლოგისგან:
როგორც აღმოჩნდა, „ბაბის“ განსაკუთრებულად უყვარს თევზეული, Farmina-ს ნუტრიციოლოგებმა მისი გემოვნური სურვილებიც გაითვალისწინეს და N&D-ის ოკეანის ხაზიდან ორაგულის, ვირთევზასა და კანტალუპის ნესვის პოზიცია შეარჩიეს.