• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! რობერტ ბოში – ინტერვიუ „რობერტ ბოშის“ კავკასიის რეგიონული ოფისის გენერალურ დირექტორ მიხეილ ჩიქოვანთან

November 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

შპს „რობერტ ბოში“ საქართველოში 2012 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა ელექტრო სამშენებლო ხელსაწყოები. „ბოში“ ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და მის მიზანს წარმოადგენს, შექმნას მომხმარებლის საჭიროებებსა და მაღალ სტანდარტს მორგებული პროდუქცია. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა შპს „რობერტ ბოშის“ კავკასიის გენერალურ დირექტორს, მიხეილ ჩიქოვანს.

გვიამბეთ „რობერტ ბოშის“ შესახებ.

„რობერტ ბოშის“ კავკასიის სათავო ოფისი წარმოდგენილია საქართველოში, რომელიც ემსახურება კავკასიის სამ ქვეყანას − საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ამდენად, ამ სამი ქვეყნის ბაზრისთვის პროდუქციის მიწოდება სწორედ საქართველოდან ხორციელდება. რაც შეეხება მისი შექმნის ისტორიას, „რობერტ ბოში“ საქართველოში 2012 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ წამყვან პოზიციებს იკავებს ინდუსტრიაში.

 

 

გაგვაცანით თქვენი მომსახურების სფერო.

ჩვენს ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტები. პროდუქციით ვამარაგებთ დიდ სამშენებლო კომპანიებს. ამასთან ერთად, „რობერტ ბოშის“ კავკასიის წარმომადგენლობა თანამშრომლობს ე.წ. დილერებთან − კომპანიებთან, რომლებიც ფლობენ „ბოშის“ პროდუქციის რეალიზების ოფიციალურ ნებართვას. შეიძლება ითქვას, ჩვენ სადილერო კომპანიებს ვაწვდით პროდუქციას, ისინი კი მომხმარებლისათვის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

 

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ დეველოპერულ კომპანიებს?

წარმოდგენილი გვაქვს ელექტრო სამშენებლო ინსტრუმენტების ფართო ასორტიმენტი, რომელიც აერთიანებს 4 ძირითად პროფესიულ მიმართულებას: პროფესიული ხელსაწყოები, აქსესუარები (იგივე სახარჯი მასალები), საზომი ტექნიკა და სარემონტო ნაწილები.

მთავარი ნიშა, რომელიც „ბოშის“ სამშენებლო ინსტრუმენტებს გამოარჩევს…

„ბოშის“ სამშენებლო პროდუქცია, უპირველეს ყოვლისა, გამოირჩევა ხარისხითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სამშენებლო ინსტრუმენტის გამოყენებისას, ერთი მხრივ, მომხმარებელი იყოს მაქსიმალურად დაცული, ხოლო მეორე მხრივ შედეგით დარჩეს კმაყოფილი.

გვესაუბრეთ კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს ბაზარზე მიმდინარე პროცესებსა და მომხმარებლის საჭიროებებს, რათა დროულად შევთავაზოთ მათ ინტერესებზე ორიენტირებული პროდუქცია. „ბოშისთვის“ უცვლელი რჩება მიზანი − მიაწოდოს მომხმარებლებს პროდუქტი, რომელიც გაუმარტივებს სამუშაოს შესრულებას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შედეგს.

 

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

June 26, 2024
#OK! გამორჩეული ღონისძიებები Eventoryx-თან ერთად

#OK! გამორჩეული ღონისძიებები Eventoryx-თან ერთად

March 8, 2021
#OK! დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე მშობლები გახდნენ

#OK! დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე მშობლები გახდნენ

October 7, 2022
#OK! „ტრესორი“ – ყველაზე ​ბრჭყვიალა საახალწლო GIFT GUIDE  ქალბატონებისთვის

#OK! „ტრესორი“ – ყველაზე ​ბრჭყვიალა საახალწლო GIFT GUIDE ქალბატონებისთვის

December 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 8, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

October 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები