• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დიაბეტის საერთაშორისო დღე – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ ნინო ჩარკვიანთან

November 2, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

14 ნოემბერი დიაბეტის საერთაშორისო დღის სახელით არის ცნობილი. ამ დროს ექიმები განსაკუთრებით მოუწოდებენ თავიანთ პაციენტებს, შეამოწმონ შაქრის რაოდენობა სისხლში, ვინაიდან აღნიშნული დაავადება იწვევს სერიოზულ გართულებებს და მოითხოვს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. ისინი აგრეთვე გასცემენ რეკომენდაციებს დიაბეტის პრევენციისთვის და ურჩევენ ადამიანებს, დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა ენდოკრინოლოგ ნინო ჩარკვიანს.

გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მე გახლავართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი.

დიაბეტის საერთაშორისო დღე ახლოვდება. რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამ დაავადების შესახებ?

არსებობს ორი ტიპის შაქრიანი დიაბეტი: ტიპი 1, რომელიც მუდმივად საჭიროებს ინსულინით მკურნალობას და უპირატესად გვხვდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში, და ტიპი 2, რომელიც შედარებით ასაკოვან პირებში არის გავრცელებული, რომლის მკურნალობა ძირითადად ხდება შაქრის დამწევი ტაბლეტების გამოყენებით. მათი გამოვლინებაც და დასაწყისიც განსხვავებულია. ტიპი 1 დიაბეტი იწყება მწვავედ: წონის კლებით, ძლიერი საერთო სისუსტით, წყურვილითა და გახშირებული შარდვით. ამდენად, თუკი ახალგაზრდებს ასეთი სიმპტომები აწუხებთ, უმჯობესია მიმართონ ექიმს. რაც შეეხება ტიპი 2 დიაბეტს, უპირატესად გვხვდება ჭარბწონიან პირებში. ამ ტიპის დიაბეტი საწყის ეტაპზე ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, იწყება დუნედ. ხშირად ეს განაპირობებს დაავადების დაგვიანებულ დიაგნოსტირებას. აქედან გამომდინარე, ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ჭარბი წონა, ან თუ მათ წინაპრებს ჰქონიათ ეს დაავადება, და ქალებს, რომლებმაც იმშობიარეს 4 კგ-ზე მეტი წონის ნაყოფით, მიზანშეწონილია პერიოდულად შეამოწმონ შაქრის რაოდენობა სისხლში.

 

როგორია დიაბეტით დაავადებული ადამიანის კვების რაციონი?

დიაბეტით დაავადებულ თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს კვების ინდივიდუალური გეგმა, რომელსაც მას უდგენს მკურნალი ექიმი. გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს მისი წონა, ასაკი, რა სახის საქმიანობას ეწევა − გონებრივი სამუშაოს შესრულების დროს, ნაკლებ კალორიული საკვების მიღებაა რეკომენდებული, ხოლო ფიზიკურის დროს − შედარებით მეტი. როგორც უკვე აღვნიშნე, ტიპი 1 დიაბეტის დროს შეინიშნება წონაში კლება, რა დროსაც კვების რაციონში იზრდება კალორია, ხოლო ტიპი 2-ის დროს, როდესაც პაციენტს მკვეთრად გამოხატული ჭარბი წონა აქვს, მისი კვების რაციონი ნაკლებ კალორიული უნდა იყოს. ამ დაავადების დროს, აუცილებელია დღის განმავლობაში 3-4-ჯერ კვება. როდესაც ჩვენ, ენდოკრინოლოგები ამგვარ პაციენტებს რჩევებს ვაძლევთ, ყოველთვის აღვნიშნავთ იმასაც, რომ მათი რაციონის 70-75% უნდა იყოს ნახშირწყალი, 10-15% ცილა და 10-15% ცხიმი. რაც შეეხება გლუკოზას, იგი მთლიანად ამოღებულია კვების რაციონიდან.

რას ურჩევდით ჩვენს მკითხველსა და თქვენს პაციენტებს?

თითოეულ ადამიანს მოვუწოდებ იკვებონ სწორად, დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით. ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელსაც ექიმები აქტიურად უწევენ პროპაგანდას, მიიღწევა დღეში დაახლოებით 45-წუთიანი სიარულით, ვარჯიშით და დაბალანსებული კვებით.

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! შეიგრძენით დაუვიწყარი გემოები „თბილისის კონდიტერთან“ ერთად

#OK! შეიგრძენით დაუვიწყარი გემოები „თბილისის კონდიტერთან“ ერთად

March 14, 2022
#OK! AHT − ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი, საექთნო სამსახური

#OK! AHT − ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი, საექთნო სამსახური

October 8, 2022
#OK! ორსული რიანას მორიგი მოდური გამოჩენა – ვარსკვლავი Alaïa-ს სამოსს ირგებს

#OK! ორსული რიანას მორიგი მოდური გამოჩენა – ვარსკვლავი Alaïa-ს სამოსს ირგებს

April 8, 2022
#OK! Knauf − უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე მოპირკეთება

#OK! Knauf − უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე მოპირკეთება

May 5, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

January 6, 2026
#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

January 8, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები