ზოგიერთ ადამიანს ტანსაცმელების შეძენის პროცესი ხელოვნების დონემდე ჰყავს აყვანილი, ზოგისთვის ეს ნადირობაა, ზოგისთვის კი ფსიქოთერაპია. ამ პროცესის მოყვარული ადამიანებისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც სახლში უამრავი ნივთით დაბრუნებულებს კმაყოფილების შეგრძნება არ უჩნდებათ. ამის მიზეზი კი ეიფორიაში მყოფი მყიდველის მიერ დაშვებული შეცდომებია, რომლის გამოსწორებაც თქვენი ყიდვის პროცესის ეფექტიანობას საგრძნობლად გაზრდის.
1. სხვადასხვა ბრენდის მაღაზიაში შეძენილი ნივთები
თქვენ საყიდლებისთვის მთელს დღეს გამოყოფთ, რათა ყველა მაღაზიის გულმოდგინედ დათვალიერება მოასწროთ. თუმცა, როგორც წესი, მოდური ადამიანები რამდენიმე ფავორიტ ბრენდს ირჩევენ და მხოლოდ მათ მაღაზიებში მიემართებიან მიზანმიმართულად. შეიძლება ეს ცოტა მოსაწყენად მოგეჩვენოთ, თუმცა ერთი და იგივე დიზაინერის სამოსი ძალიან კარგად ეხამება ერთმანეთს.
2. ძალიან ბევრ ფულს ხარჯავთ ძირითად ნივთებზე
სიმართლე რომ ვთქვათ, კაბის ფასს შორის სხვაობას 100-დან ერთი ადამიანი თუ შეამჩნევს. ამიტომ ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ნივთი შეიძინოთ და არა ერთი და „ღირებული“, იმისთვის, რომ სახლში დაბრუნებულებს უკმაყოფილების და იმედგაცრუების შეგრძნება არ გაგიჩნდეთ.
3. სათანადოდ არ აფასებთ დემოკრატიულ ბრენდებს
თანამედროვე ბრენდებს აქვთ ერთი განსაკუთრებულობა – მათ შეუძლიათ დააფიქსირონ მსოფლიო მოდის ტრენდები და შემდეგ ყოველდღიურობაში ოსტატურად გადმოიტანონ ისინი. თუ დღეს Prada ახალ, 60-იანი წლების კოლექციას წარადგენს, მეორე დღეს ჩვენ მსგავს კოლექციას Zara-ს მაღაზიაში წავაწყდებით. ეს არ არის პლაგიატი, ეს თანამედროვე დიზაინერების გენიალური ჩანაფიქრია.
4. არჩევთ სამოსს, რომელიც ერთმანეთს არ ეხამება
სამოსის ყიდვისას კარგად დაფიქრდით მოგეპოვებათ თუ არა გარდერობში ისეთი ტანსაცმელი, რომელიც თქვენს ახალ ნივთს მოუხდება. თუ აღმოაჩენთ, რომ ახალი შარვლისთვის შესაფერისი მაისური არ გაქვთ შერჩეული, მაშინ დაიწყეთ ასეთი მაისურის ძებნა. ამ შეცდომის გამო ჩვენ ხშირად წავაწყდებით გარდერობში ნივთს, რომელიც ძალიან მოგვწონს, მაგრამ ვერ ვიცვამთ, რადგან არ მოგვეპოვება სამოსი, რომელთან ერთადაც ამ ტანსაცმელს ჩავიცვამდით.
5. ყიდულობთ ტრენდულ ტანსაცმელს, რომელიც არ გიხდებათ
თუ თქვენ მოგწონთ 60-იანი წლების კაბები, და მასში ძალიან კომფორტულად გრძნობთ თავს, ესე იგი ასეთი კაბები თქვენს გარდერობში რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს. ჟურნალში ნანახი ყველა სამოსით აღფრთოვანება არ ღირს, რადგან დიზაინერები მხოლოდ ვარიანტებს გთავაზობენ, თქვენ კი შეგიძლიათ საერთოდ არ გააკეთოთ არჩევანი ამ ნივთებზე.
6. თქვენ არ ყიდულობთ სამოსს, რომელიც ძალიან მოგწონთ, მაგრამ ოდნავ გადაკეთებას საჭიროებს
რატომღაც, როდესაც საუბარი ძვირადღირებული კაბის გადაკეთებაზე მიდის, რომელსაც ერთხელ ან ორჯერ ჩაიცვამთ ეს პროცესი არავის ეზარება, მაგრამ, როდესაც საქმე ჩვეულებრივ ქვედაბოლოს ეხება, რომლის ჩაცმასაც მთელი სეზონის მანძილზე არც თუ ისე იშვიათად გეგმავთ, მაშინ ან ქვედაბოლოს გადაკეთება ყველას ეზარება. სინამდვილეში ეს უფრო მარტივი და გამოსადეგი საქმეა, რადგან, როდესაც სამოსი თქვენს ტანზე კარგად ზის, მაშინ ეს სამოსი ყველაზე ეფექტურია.
7. ეკონომიას აკეთებთ ჩანთებზე და ფულს აგროვებთ ფეხსაცმლისთვის
ჩანთები და ფეხსაცმელები – ეს მოდური ქალბატონების მთავარი სისუსტეა, თუმცა ხშირად გოგონები მზად არიან დიდი თანხა გადაიხადონ ფეხსაცმელში, ჩანთის შეძენისას კი ფულს ზოგავენ. რაოდენ ძვირფასიც არ უნდა იყოს ფეხსაცმელი, რამდენიმე სეზონზე მეტს მაინც ვერ გაგიძლებთ, ერთხელ ნაყიდმა ჩანთამ კი შეიძლება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაგამშვენოთ. ამიტომ ხარისხიან ჩანთაში ფულის გადახდა ბევრად უფრო რაციონალური გადაწყვეტილებაა.
8. ყიდულობთ ბევრ იაფფასიან სამკაულს, ერთი ძვირადღირებული სამკაულის ნაცვლად
ბიჟუტერია, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა სრულფასოვანი იმიჯის შექმნა მხოლოდ ხარისხიან სამკაულს შეუძლია. ამიტომ რამდენიმე იაფფასიანი სამკაულის ყიდვას, რომელიც ხელოვნური ქვებით არის გაფორმებული, სჯობს ერთი და კარგი სამკაულის შეძენა.
9. თქვენ თვლით, რომ ქამარს მხოლოდ ფუნქციური დანიშნულება აქვს
ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ქამარი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ, თუმცა ეს არასწორი შეხედულებაა, რაგდან ქამარიც ისეთივე აქსესუარია, როგორც სამაჯური, ჩანთა ან ყელსაბამი. ქამარი დაგეხმარებათ სამოსზე სწორი აქცენტების გაკეთებაში. ამიტომ ნუ შეიძენთ რამდენიმე იდენტური დიზაინის მქონე ქამარს – შეიძინეთ ლამაზი და მოსახერხებელი ქამრები.
10. თქვენ ყიდულობთ მხოლოდ იმ სამოსს, რომელიც თქვენი სხეულის ტიპს შეესაბამება
სავსებით შესაძლებელია, რომ, თუ თქვენი ტანის მოყვანილობა შეესაბამება „მსახლის“ კატეგორიას, თქვენ მოიხდინოთ სამოსი, რომელიც „ვაშლის“ კატეგორიაზეა გათვლილი. თქვენს გარეგნობაში არსებობს უმარავი დეტალი, რომელიც თქვენს სხეულს განსაკუთრებულად აქცევს, ამიტომ შეიძინეთ სამოსი, რომელიც მოგწონთ და ნუ შეიზღუდავთ თავს.