როგორც გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ რუსთავი 2-დან მრავალწლიანი მუშაობის შემდგომ გადაცემა “პროფილი” და “შორენას ეფექტი” TV პირველზე გადავიდა.
რამდენიმე საათის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ 5 თვიანი თანამშრომლობის შემდეგ TV პირველზე მაია ასათიანის და შორენა ბეგაშვილის გადაცემები საბოლოოდ დაიხურა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა დაადასტურა.
“ვადასტურებ, რომ ტვ პირველი მე და ჩემმა გუნდმა დავტოვეთ. ასეთი იყო პროფილის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. უდიდესი მადლობა ტვ პირველის გუნდს გულთბილი დახვედრისთვის და ღირსეული მასპინძლობისთვის. ეს არასდროს დამავიწყდება. ტვ პირველში ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები მუშაობენ და ყოველთვის ვიქნები ამ ტელევიზიის გულმხურვალე გულშემატკივარი.”
შეგახსენებთ, რომ TV პირველზე მაია ასათიანმა პირველი სეზონი 4 აგვისტოს დახურა და მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ტელეწამყვანმა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად TV პირველი ოფიციალურად დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ არხზე გაგრძელდება “ახალი პროფილის” გადაცემა.