• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „თოდუას კლინიკა“ ვერაზე

September 6, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„თოდუას კლინიკას“ უკვე 30 წელია ყველა კარგად ვიცნობთ − რეგიონის მასშტაბით მუდმივი ნოვატორი, დიაგნოსტიკის ახალი სტანდარტის დამფუძნებელი, მუდმივად მაღალი ხარისხის სერვისით გამორჩეული და პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი კვლავ განაგრძობს განვითარებას და უახლოეს მომავალში კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს: „თოდუას კლინიკა ვერაზე! რით იქნება გამორჩეული და საინტერესო „თოდუას კლინიკა ვერაზე?“ − ამის შესახებ OK! ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრის ვერის ფილიალის გენერალურ მენეჯერს, მედეა ანთელავას ესაუბრა.

გზა სამედიცინო მენეჯერობისკენ…

მედიცინა ჩემი მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. ექიმების ოჯახში გაზრდილს, ბავშვობიდან მესმოდა მომავალი საქმიანობის განმსაზღვრელი მთავარი მოტო: თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია, ამიტომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ადამიანებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, მუდმივად სიახლეების ძიება და განვითარებაზე ფიქრი იქცა ჩემი პროფესიის არჩევისა და საქმიანობის ლოგიკურ გაგრძელებად. კლინიკურ კვლევებში ჩავერთე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ შეხება აღნიშნულ სფეროსთან და უკვე 12 წელია ამ განყოფილებაში ვარ, რომელიც, თავის მხრივ, უკონკურენტო გარემოს ქმნის გამოცდილ ექიმთა გუნდით, მაღალ დონეზე ორგანიზებული ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციისა და პროცედურის ჩატარებით, და რაც მთავარია, პაციენტთა წარმატებული მკურნალობის უზრუნველყოფით. „ექიმმა ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდება პაციენტს“, − ასე სჯეროდა ბატონ ფრიდონ თოდუას და ამ პათოსს ვიზიარებთ მთელი გუნდი. ალბათ, სწორედ ჩემი, როგორც ექიმისა და ამავდროულად, კვლევებში ჩართული მენეჯერის, გამოცდილების თანხვედრა გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც კლინიკის მენეჯმენტს ჩემი მომავალი პოზიცია განასაზღვრინა.

 

როგორი იქნება „თოდუას კლინიკის“ ვერის ფილიალი?

ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი სანდო, კვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფაა. კლინიკის წარმატება, რასაკვირველია, უპირველესად, პროფესიონალი ექიმების გუნდითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით განისაზღვრება. პაციენტი ჩვენ გვირჩევს, გვანდობს მისთვის ყველაზე ძვირფასს − ჯანმრთელობას, და ჩვენც ვალდებულები ვართ, ზუსტი, დროული დიაგნოზითა და თანამედროვე მკურნალობის ტაქტიკით, მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი. სწორედ ამ ღირებულებით შეიქმნა 30 წლის წინ „თოდუას კლინიკა“ და ამავე ფასეულობით იწყებს ვერის ფილიალიც ფუნქციონირებას.

ყველაზე რთული ეტაპიც ეს გახლდათ − ექიმების გუნდი ძალიან დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით შეირჩა. პროცესში უშუალოდ ჩართული იყო კლინიკის მენეჯმენტი და დღეს უკვე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ „თოდუას კლინიკა ვერაზე“ დაკომპლექტდა უმაღლესი კვალიფიკაციის, მოტივირებული, თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული პროფესიონალებით, რომლებიც იზიარებენ ჩვენს უმთავრეს დევიზს: დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას!

აუცილებლად აღსანიშნავია კლინიკის თანამედროვე და დახვეწილი ინტერიერი, რომელიც მყუდრო, კომფორტულ გარემოს ქმნის.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია მომსახურების კომპონენტი; პაციენტები ყოველთვის ამჩნევენ უმნიშვნელო დეტალსაც კი. სიახლეების, ახალი სერვისების დანერგვაში, მათი სურვილები და მოთხოვნები გავითვალისწინეთ. უცხოეთის წამყვან კლინიკებში ვიზიტები ემსახურებოდა სწორედ იმ მიზანს, რომ დაგვეხვეწა და დაგვენერგა მომსახურების ევროპული სტანდარტი, რომელიც სრულად გამართავს საოპერაციო მენეჯმენტს და სერვისებზე ხელმისაწვდომობას მაქსიმალურად გაამარტივებს.

რატომ ვერაზე?

ჩვენ ვუსმენთ პაციენტებს და მათ სურვილებს ყოველთვის ვითვალისწინებთ. გამოიკვეთა მოთხოვნა, რომ ქალაქის ცენტრში, იქ, სადაც ადამიანები იოლად გადაადგილდებიან, შესძლებოდათ მრავალპროფილური ამბულატორიული სერვისის მიღება.

უზარმაზარი ნაკადი, რომელიც ერთ ადგილას იყრიდა თავს, ახლა გადანაწილდება ორ სივრცეში. აღნიშნული მოდელი განსაკუთრებულად ეფექტურს გახდის „თოდუას კლინიკის“ მომსახურებას, რადგან ორი კლინიკა მჭიდროდ იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაც კიდევ უფრო გაფართოებული, მულტიდისციპლინური მიდგომით იქნება გადაწყვეტილი.

„თოდუას კლინიკა ვერაზე“ რვა სართულზეა განაწილებული. ყველა სართული მთლიანად იქნება ათვისებული სხვადასხვა პროფილის სამედიცინო სერვისით.

მსურს რამდენიმე სიახლე სიამოვნებით დავაანონსო:

მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც კლინიკა პაციენტებს უმზადებს, პედიატრიული განყოფილებაა. მიმართულება, რომელზეც ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნა იყო. სერვისი, რომლის მიღება მხოლოდ ვერის ფილიალში იქნება შესაძლებელი!

უმნიშვნელოვანესი სიურპრიზი გვაქვს მათთვისაც, ვინც ესთეტიკურ სიახლეებს მუდმივად ეცნობა და აინტერესებს:

სპეციალური აპარატი, რომლის საშუალებით პაციენტს წინასწარ ეცოდინება ის, თუ როგორი ვიზუალი ექნება მას პლასტიკური ოპერაციის შემდეგ. ტექნოლოგია 3D-განზომილებაში სრულად დაგათვალიერებინებთ თქვენი ვიზუალის მოსალოდნელ შედეგს. ამ პროცედურით იოლდება გადაწყვეტილების მიღება და რაც მთავარია, თავს ვიზღვევთ არასასურველი შედეგისგან.

უკვე ბევრისთვის კარგად ნაცნობი ჩვენი სერვისი − check-up-ის პროგრამა, რომელიც პრევენციული ხასიათის კომპლექსური დიაგნოსტიკის პაკეტებია. იგი პაციენტებს საშუალებას აძლევს ერთ დღეში სრულფასოვანი გამოკვლევები ჩაიტარონ და შეაფასონ საკუთარი ჯანმრთელობა. გაზრდილი მომართვიანობის გამო, გადავწყვიტეთ სრული ერთი სართული გამოვყოთ ახალ ფილიალში და კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი პრევენციულ გამოკვლევებს, უფრო მეტად დავნერგოთ პერიოდული შემოწმებების კულტურა, გართულებების თავიდან ასაცილებლად.

როგორ გაჩნდა „თოდუას კლინიკის“ ვერის ფილიალის გახსნის იდეა?

იდეის ავტორი კლინიკის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძეა. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენი კლინიკისთვის ყველაზე ფასეული პაციენტების მიერ გამოხატული ნდობაა. სწორედ მათმა ერთგულებამ მოგვცა სტიმული, წინ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ და პაციენტებს შევთავაზოთ ახალი ტიპის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი!

„თოდუას კლინიკაში“ გაზრდილია მომართვიანობა უცხოელი პაციენტებისგან. ამან კიდევ უფრო დაგვაჩქარებინა ახალ იდეაზე მუშაობა, რასაც „თოდუას კლინიკა ვერაზე“ ჰქვია. მიმდინარე პანდემია, ისევე, როგორც ყველასთვის, ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი დაბრკოლება იყო, თუმცა ამაყი ვარ იმ ადამიანებით, კოლეგებით, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავდაუზოგავად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და ჩვენ ერთად ვაქციეთ ეს ნაბიჯი რეალობად. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ყველა ექიმს, რომლებმაც განუზომელ შრომას, თავდადებას, პროფესიონალიზმს იჩენენ Covid-19-თან ბრძოლაში. ერთად დგომით, საერთო იდეით გაერთიანებულები, იმედი მაქვს, მალე დავასრულებთ პანდემიას.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ აღნიშნა კენდალ ჯენერმა 26-ე დაბადების დღე (ფოტოები)

#OK! როგორ აღნიშნა კენდალ ჯენერმა 26-ე დაბადების დღე (ფოტოები)

November 5, 2021
#OK! www.morebeauty.ge – თმის სწორი მოვლა ზაფხულში

#OK! www.morebeauty.ge – თმის სწორი მოვლა ზაფხულში

July 2, 2022
OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები დემი ლოვატოს შესახებ!

OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები დემი ლოვატოს შესახებ!

August 20, 2021
#OK! ანჯელინა ჯოლი მეფუტკრე ქალების მხარდასაჭერად

#OK! ანჯელინა ჯოლი მეფუტკრე ქალების მხარდასაჭერად

June 17, 2021

კვირის ჰიტები

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

January 8, 2026
#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

January 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები