39 წლის ვარსკვლავი პრიანკა ჩოპრა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ის უამრავ ცნობილ ბრენდთან და გამოცემასთან თანამშრომლობს. ცოტახნისწინ ის ბრენდ Bvlgari-ს ამბასადორი გახდა. ახლახანს კი მან ინდური ვოგის გარეკანი მეთერთმეტეჯერ დაამშვენა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ უახლეს ფოტოებში ვარსკვლავს ბრენდ Acne Studios-ს სამოსი აცვია. აღსანიშნავია, რომ პრიანკამ რამდენიმე სხვადასხვა იმიჯი მოირგო და შესანიშნავად გამოიყურებოდა.













