• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “კინოინდუსტრიაში მომუშავე ქალი პროდიუსერებისთვის მუშაობა ძალიან რთულია” – მარგო რობი

October 22, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ეკრანზე როგორც შეუპოვარი და ენერგიული სუპერვილენი, ცხოვრებაში კი ოსკაროსანი მსახიობი, გამბედავი და მიზანდასახული პროდიუსერი, მარგო რობი გამუდმებით ცდილობს ჰოლივუდში არსებულ პროვოკაციულ პირობებშიც კი ქალის როლი უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახადოს.

ზოგიერთი კინომოყვარული მას ნაომი ლაპალიას სახელით იცნობს The Wolf of Wall Street-იდან, ზოგი ჰარლი ქუინის სახელით Suicide Squad-იდან, ზოგიც კი “Maggot”-ის ზედმეტსახელით საშუალო სკოლიდან. არ აქვს მნიშვნელობა მის შესახებ ინფორმაციას საიდან ფლობთ, ფაქტია, რომ მარგო რობი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული გარეგნობის მქონე მსახიობი ქალია.

ხშირად ადამიანების უმეტესობა მიზანს ვერ აღწევს, რადგან ზუსტად არ იციან ცხოვრებაში რა სურთ. 31 წლის ავსტრალიელი ვარსკვლავი შესანიშნავად ახერხებს საკუთარი სურვილების ვიზუალიზაციას და ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა. მარგო რობი დიდი სიხარულითა და კმაყოფილებით იხსენებს განვლილ გზას და აღნიშნავს, რომ მიზნის მისაღწევად არსებული დროის მაქსიმალურად გამოყენება აუცილებელია.

MARGOT-ROBBIE.COM on Twitter: "📷 Additional outtakes from Margot's photoshoot for USA Today - https://t.co/vIiJMLEwEg #MargotRobbie… "

“თუ რამე მინდა, აუცილებლად ვიბრძვი მის მისაღებად. წარმოიდგინეთ, რომ სანაპიროზე ძალიან სწრაფად გარბიხართ, თუ მიმართულებას შეიცვლით და მარჯვნივ ან მარცხნივ წახვალთ, აფეთქდებით, ხოლო თუ ქვას დაადგამთ ფეხს, მაინც იგივე მოგივათ. ამიტომ მოგიწევთ საკუთარ გზაზე იაროთ და თქვენი მიმართულებიდან არსად გადაუხვიოთ.”

მარგო რობიმ შეძლო და 31 წლის ასაკისთვის შეიქმნა ისეთი წარმატებული კარიერა, როგორიც ხშირად მასზე ორჯერ დიდი ასაკის მქონე მსახიობებს არ აქვთ. როგორც იტყვიან კარგი გეგმა კარგი გადაწყვეტილებების ტოლფასია, სწორად გადადგმული ნაბიჯები კი ხშირად ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებების ახდენაში გვეხმარება. მარგო რობის შემთხვევაშიც სწორედ ასეა, რადგან ის ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ყოველთვის ითხოვენ იმას, რაც სურთ.

17 წლის ასაკში, როდესაც დამწყები მსახიობი Neighbours-ის გადაღებებში იღებდა მონაწილეობას, პარალელურად Subway-ში მუშაობდა.

“რამდენიმე თვე ისე დავდიოდი გადაღებებზე, ვერც კი ვაანალიზებდი, რომ გუნდის სხვა წევრებს დამატებითი სამსახურები არ ჰქონდათ. ძალიან მიკვირდა და ვფიქრობდი: “როგორ ახერხებთ ამას? ნუთუ ეს შესაძლებელია?”. ეს ჩემთვის ერთგვარი ეპიფონია იყო, რადგან მეც მინდოდა სრული განაკვეთით მუშაობა, საკუთარ თავს შევპირდი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა და ამ უკანასკნელის შესრულება დავისახე მიზნად.”

2016 წელს მარგო  Suicide Squad-ის გადაღებებში იღებდა მონაწილეობას. DC-ის ანტიგმირებზე შექმნილი პირველი სერია მსახიობისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შემსრულებელმა ჰარლი ქუინის როლი მოირგო. “პროფესიონალი ფსიქოფატი” და ჯოკერის ყოფილი შეყვარებული Suicide Squad-ის შემდეგ მაყურებელმა Birds of Prey-ში იხილა. დამოუკიდებელი ფილმი, რომელიც 2020 წელს გამოვიდა მთლიანად ჰარლი ქუინის საინტერესო თავგადასავლებით სავსე ისტორიას ეთმობა.

The Suicide Squad's James Gunn confirms star-studded cast

“ფილმის გადაღებების დროს არის სცენები, სადაც ჩემს გარშემო ყველაფერი ფეთქდება, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლსასროლი იარაღები ნამდვილი არ არის, ორგანიზმი გამოყოფს ადრენალინს და  ფიქრობ, რომ ომის ზონაში ხარ.”

მსახიობის განცხადებით მასსა და ჰარლი ქუინის პერსონაჟს შორის დიდი განსხვავებაა, თუმცა ამ როლმა მას  საშუალება მისცა ეთამაშა ქალი, რომელიც მისი “პიროვნული მე”-სგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მრავალმხრივ ნიჭიერმა ავსტრალიელმა მსახიობმა თავზეხელაღებული ბოროტმოქმედის როლი იმდენად კარგად მოირგო, რომ ჰარლის ქუინის საკულტო პერსონაჟის ნაწილი მასში დღემდე არსებობს.

ამჯერად მარგო საკუთარი საპროდიუსერო კომპანიის LuckyChap Entertainment-ის მენეჯმენტითაა დაკავებული. კომპანია, რომელიც მსახიობმა ამჟამინდელ მეუღლესთან ტომ აკერლისთან და პარტნიორებთან ჯოზი მაკნამარასთან და სოფია კერთან ერთად 2014 წელს დაარსა, ქალი შემარულებლების მხარდაჭერასა და მათი ისტორიების ეკრანზე მოყოლას ისახავს მიზნად.

„ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა ჰოლივუდში უფრო მეტი მრავალფეროვნება, ბლოკბასტერებში კი უფრო მეტი ქალი მსახიობი მენახა.  ბიზნესის, ან სტატისტიკური თვალსაზრისით, ეს როლები მაღალანაზღაურებად სამუშაოებთან ასოცირდება, ამიტომ, სასაცილოა იმის თქმა, რომ ქალები ამ საქმიანობით დაინტერესებულები არ არიან.“

“კინოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ქალი პროდიუსერებისთვის, მუშაობა ძალიან რთულია. დრო არასდროს არ არის ჩვენს მხარეს, მაგრამ გარემოებები არ გვაძლევს იმის უფლებას რომ დავნებდეთ. როდესაც საკმარისი დრო არ გაქვს, უფრო მოწადინებული ხარ. მარტივად რომ ვთქვათ, დროის უქონლობა გვაიძულებს გავაკეთოთ საქმე, რომელიც შეიძლება დრო რომ უსასრულოდ გვქონოდა არც გაგვეკეთებინა. „ზეწოლის ქვეშ“ ადამიანს გენიალური რაღაცების შექმნა შეუძლია, მთავარია საკუთარი თავის რწმენა და მონდომება.”

კინოინდუსტრიაში ორ ათწლეულიანი წარმატებული კარიერის შემდგომ მარგოს ჭეშმარიტად ესმის თუ რას ნიშნავს დაიმკვიდრო საკუთარი ადგილი ჰოლივუდში და დაუმტკიცო ადამიანებს, რომ ხშირად პატარა წარმატებაც კი თავდაუზოგავ შრომასთან ასოცირდება.

“20 წელი ნიშნავს იმას, რომ ჩამოვაყალიბე კარიერა, რომელიც უფრო მეტ შრომას იტევს, ვიდრე გარედან ჩანს. ეს ნიშნავს იმას, რომ დავამტკიცე ჩემი ნიჭის, შესაძლებლობებისა და შრომისუნარიანობის არსებობა და შევძელი იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე წარმომედგინა. ახალი დეკადის დასაწყისი ჩემთვის ცოტაოდენ ემოციურობასთან ასოცირდება, მაგრამ ასაკის მატების არანაირი შიში არ მაქვს. ხშირად ვეკითხები ადამიანებს, თუ რომელია მათი ფავორიტი ასაკი. ალბათ გასაკვირი არც არის, რომ მხოლოდ ის ადამიანები ირჩევენ 20 წელს, რომლებიც კვლავ 20 წლისანი არიან. არასდროს არ უნდა შეწყვიტოთ ოცნება, რადგან ადამიანებს უსაზღვრო შესაძლებლობები გაგვაჩნია და მათი მოსინჯვა ნებისმიერ დროს შეგვიძლია.”

“ჩემი საათი საშუალებას მაძლევს რეალობის აღქმა შევინარჩუნო და თავი დავაღწიო ტექნოლოგიების სამყაროს. რაც უფრო დაკავებული ვარ, დრო მით უფრო სწრაფად გადის. საკუთარი თავის დატვირთვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 10 წლის ასაკში უკვე ბევრ რამეს ვაკეთებდი, 20 წლის ასაკში დატვირთვა გავზარდე, 30 წლის ასაკში კი ვცდილობ ვკონცენტრირდე ისეთი რაღაცების კეთებაზე, რაც რეალურად მინდა. ასეთ შემთხვევაში, დრო ტყუილად არ იხარჯება, ის სასიამოვნოდ გადის.”

“ხშირად ვფიქრობ ისეთ თემებზე, რომლებიც მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგჯერ მახსენდება მიმდინარე მოვლენები, საქმეები, რომლებიც მომდევნო დღეს მაქვს გასაკეთებელი ან თუნდაც უმნიშვნელო დეტალები და 7 წლის წინ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები. არ ვიცი ეს ყველაფერი რისი ბრალია, შეიძლება ასაკის მატების, ან შეიძლება იმის, რომ დღეს ჩვენმა ცხოვრებამ უცნაური სახე მიიღო. ზოგჯერ ოდნავ შიშს ვგრძნობ, მაგრამ საბოლოოდ ცხოვრებით და ჩემი მიღწევებით მაინც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ეს არის სასიამოვნო გრძნობა, რომელიც აქამდე არასდროს განმიცდია.“

 

გაიგე მეტი: მარგო რობიჰარლი ქუინი

ასევე გაეცანი

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?
Fashion News

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვლა
Hollywood News

#OK! ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვლა

April 2, 2025
#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინებაზე  პირველად ალაპარაკდა
Hollywood News

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინებაზე პირველად ალაპარაკდა

April 1, 2025
#OK! ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის მდიდრული ქორწილი
Hollywood News

#OK! ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის მდიდრული ქორწილი

March 29, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კორტნი კარდაშიანი დროს მეგობარ  მამაკაცთან ერთად ატარებს! ვარსკვლავი Mugler-ის ძვირადღირებული შარვლით!

#OK! კორტნი კარდაშიანი დროს მეგობარ მამაკაცთან ერთად ატარებს! ვარსკვლავი Mugler-ის ძვირადღირებული შარვლით!

March 21, 2021
#OK! ASADO Steakhouse – სტეიკების ახალი ისტორია

#OK! ASADO Steakhouse – სტეიკების ახალი ისტორია

April 23, 2021
#OK! ლაშა ტალახაძე – 19 კილო რომ ავწიე, მეგონა ეგ არის! მსოფლიო ჩემია

#OK! ლაშა ტალახაძე – 19 კილო რომ ავწიე, მეგონა ეგ არის! მსოფლიო ჩემია

September 1, 2021
#OK! ჯენიფერ ლოპესი სპორტულ სამოსს Max Mara-ს სათვალეს და Hermes-ის ჩანთას უხამებს!

#OK! ჯენიფერ ლოპესი სპორტულ სამოსს Max Mara-ს სათვალეს და Hermes-ის ჩანთას უხამებს!

June 27, 2021

კვირის ჰიტები

OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

May 6, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! მასპინძელი – მონტიჩელო თბილისი

#OK! მასპინძელი – მონტიჩელო თბილისი

May 6, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები