• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! კორსიკა – საფრანგეთის მარგალიტი

August 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ეგზოტიკის საპოვნელად ხანდახან შორს გამგზავრება სულაც არაა აუცილებელი. ძველ ევროპაში არსებობს კუნძულები, რომელთა შესახებ შესაძლოა ბევრი არაფერი ვიცოდეთ, სინამდვილეში კი იმაზე დიდ ეგზოტიკას გვთავაზობდეს, ვიდრე ზოგიერთი აზიური კურორტი. კორსიკა ხმელთაშუა ზღვის მაღალმთიანი კურორტია სარდინიის ჩრდილოეთით, რომელიც დამსვენებლებს ულამაზეს პლაჟებს, ხეობებს, მთებს და დიდებულ ტყეებში ბუდეებივით განთავსებულ სოფლებს სთავაზობს. იგი საფრანგეთის ავტონომიური რეგიონია, რომელიც 2 დეპარტამენტისგან − სამხრეთ კორსიკისგან და ჩრდილოეთ კორსიკისგან შედგება. კონტინენტური ევროპიდან კორსიკაზე ბასტიის აეროპორტში ჩამოფრენა შესაძლებელია ავიაკომპანიებით: Air France, Eurowings, Air Corsica, Easy Jet. აპრობირებულია კორსიკაზე საზღვაო ტრანსპორტით მოხვედრაც – მარსელის, ნიცასა და ტულონის პორტებიდან.

კუნძულის ფართობი 8,68 ათას კვადრატულ მეტრს, მოსახლეობა კი 305 000 შეადგენს, მათგან ძირძველი კორსიკელების რაოდენობა 50%-ზე ნაკლებია და ისინი იტალიური ენის კორსიკულ დიალექტებზე მეტყველებენ.

 

კორსიკა საფრანგეთს 1768 წლიდან ეკუთვნის, მანამდე კი გენუის იტალიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ალჟირის გათავისუფლების შემდეგ, იქ მცხოვრები ფრანგები, ე.წ. Pieds-Noirs ძირითადად კორსიკაში დასახლდნენ, რამაც კორსიკელ ნაციონალისტებს საბაბი მისცა, თავი საფრანგეთის კოლონიად მიეჩნიათ. შესაბამისად, ეს არის ადგილი, სადაც პირველსავე სტუმრობისას საფრანგეთისა და იტალიის კულტურათა საოცარ შერწყმას იგრძნობთ. ამას ის ფაქტორიც განსაზღვრავს, რომ კორსიკა მშობლიური საფრანგეთისგან 170 კილომეტრით, ხოლო იტალიისგან 11 კილომეტრითაა დაშორებული. კორსიკაზე საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტთან დაკავშირებულ ისეთ ღირსშესანიშნაობებს იხილავთ, როგორიცაა სახლ-მუზეუმი და ეკლესია, სადაც მონათლეს. ასევე აუცილებლად უნდა მოინახულოთ სკანდოლას ნაკრძალი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობებს შორის საპატიოს ადგილს იკავებს; ბონიფაციოს ციტადელი, კანიონები და კიდევ უამრავი ისტორიული ძეგლი თუ არქიტექტურა, რომელიც ფეხის ყოველ ნაბიჯზე მიიქცევს თქვენს ყურადღებას.

 

კუნძული ცნობილია ულამაზესი ბილიკებით, რომლებიც აუცილებლად უნდა მოიაროთ ფეხით, რადგან ყოველი მოსახვევი თუ ხედი კიდევ უფრო დაუვიწყარ პეიზაჟს გიმზადებთ. გზად უამრავი რესტორანი შეგხვდებათ, რომლებიც მრავალფეროვან და მართლაც უნიკალურ კერძებს შემოგთავაზებთ. მოინახულეთ აჯიკოოსა, პორტო ვეჩიო, ბასტიის ისტორიული ცენტრი და ლავეზის კუნძულები; ასევე დაკავდით მედიტაციით აგრიის უდაბნოში და დააგემოვნეთ კორსიკული ღვინის სახეობები.

თუ გადაწყვეტთ და მოინახულებთ კორსიკას, ისე არ უნდა დაბრუნდეთ იქიდან, რომ არ ეწვიოთ ლავეცის კუნძულს. ეს ის ადგილია, სადაც სუფთა ბუნებისა და წარმოუდგენელი ადგილობრივი პეიზაჟების მოსანახულებლად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ლავეცი უჩვეულო კუნძულია, რომელსაც გრანიტის უზარმაზარი ფილები ქმნის, ხოლო Cala Acciarino მისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, რომელიც გარშემორტყმულია კრისტალურად სუფთა პლაჟით, წვრილი, რბილი ქვიშით და უზარმაზარი ლოდებით. ეს უნიკალური რელიეფი შესანიშნავ პირობებს ქმნის წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის განვითარებისთვის, ამიტომ პლაჟზე დასვენებისა და კუნძულზე გასეირნების შემდეგ, შეგიძლიათ წყალქვეშ აკვალანგით იცუროთ და ლავეცის წყალქვეშა სამყარო უფრო ახლოს შეისწავლოთ. ასევე, აუცილებლად იმოგზაურეთ გემით, რათა კიდევ უფრო ღრმად შეიცნოთ კორსიკის მომაჯადოებელი ბუნება.

 

ასევე გაეცანი

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025
#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად
OK! News

#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად

August 12, 2025
#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კაილი ჯენერის 90-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

#OK! კაილი ჯენერის 90-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

June 30, 2021
#OK! “ევროვიზიის” გამარჯვებული ჯგუფი Måneskin რუსეთში ყველა კონცერტს აუქმებს

#OK! “ევროვიზიის” გამარჯვებული ჯგუფი Måneskin რუსეთში ყველა კონცერტს აუქმებს

March 24, 2022
#OK! OSCARS 2021: ბრედ პიტის შეუდარეებელი იმიჯი და ვარცხნილობა, რომელმაც გოგონების გული მოიგო

#OK! OSCARS 2021: ბრედ პიტის შეუდარეებელი იმიჯი და ვარცხნილობა, რომელმაც გოგონების გული მოიგო

April 26, 2021
#OK! Berluti-ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია/ Berluti FALL 2021 MENSWEAR

#OK! Berluti-ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია/ Berluti FALL 2021 MENSWEAR

April 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 10, 2025
#OK! HR Congress 2025

#OK! HR Congress 2025

October 7, 2025
#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

October 6, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები