• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ზღვისპირა სასტუმროების კომპლექსი Orbi Hotels – საუკეთესო სივრცე თქვენი კომფორტისთვის

August 2, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ორბის“ სასტუმრო ბათუმში თითოეული დამსვენებლისთვის საყვარელი ადგილია, რაც განპირობებულია მისი პრემიუმხარისხის აღჭურვილობით, მდებარეობითა და ხედებით. ყოველივე ეს სრული კომფორტისა და იდეალური დასვენების გარანტიას იძლევა. აქ მოსულ თითოეულ სტუმარს დახვდება პროფესიონალთა გუნდი და შესთავაზებს მაღალი ხარისხის მომსახურებას. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „ორბი ჯგუფის“ სასტუმროების მართვის ხელმძღვანელს, დავით პოლს.

გვიამბეთ თქვენი სასტუმროს შესახებ.

ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური პროექტი სანაპიროს პირველ ზოლში, ბათუმის ცენტრში, თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სანამ სასტუმროზე გადავალ, აღვნიშნავ, რომ ეს არის საერთაშორისო ჰოლდინგი, უმსხვილესი დეველოპერი ევროპასა და საქართველოში, არსებობის 22-წლიანი გამოცდილებით. ამ დროისთვის, 21 დასრულებული პროექტი, „ორბი ჯგუფის“ სასტუმრო კომპლექსები, ბათუმისა და საქართველოს სავიზიტო ბარათები გახდა. მხოლოდ „ორბი სითი“ 9000 ერთეულზე მეტ სასტუმრო ნომერს ითვლის და ფაქტობრივად, ეს გახლავთ სამომავლო პროექტი „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით. 7 სასტუმრო კომპლექსი ბათუმში, ერთი ბაკურიანში და მიმდინარე ყველაზე სერიოზული პროექტი ბახმაროში.

 

გვესაუბრეთ სასტუმროს ნომრების შესახებ.

სასტუმროს თითოეული ნომერი გამოირჩევა ზღვისა და ქალაქის საოცარი ხედებით. ბაკურიანის კომპლექსის განსაკუთრებულობა კი, ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ პრაქტიკულად ყველა ნომრიდან მთის ზღაპრული ხედი იშლება. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ თითოეული ნომერი ყველა სასტუმრო კომპლექსში კეთილმოწყობილია და თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.

მთავარი ნიშა, რომელიც თქვენს სასტუმროს გამოარჩევს…

ბაკურიანის სასტუმრო კომპლექსში საცურაო აუზისა და გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრის გარდა, მდებარეობს არაჩვეულებრივი რესტორანი. მათ, ვინც ბავშვებთან ერთად გეგმავენ დასასვენებლად წასვლას, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან აუზის, რესტორნისა და სპაცენტრის გარდა, Orbi Palace Bakuriani-ში განთავსებულია საბავშვო გასართობი ოთახებიც, და რაც მთავარია, ეზო, სადაც ასევე მშვიდად და თავისუფლად შეგიძლიათ ათამაშოთ პატარები. სწორედ ეს ყველაფერი ერთად, ქმნის სრული კომფორტისა და იდეალური დასვენების გარანტიას.

ადგილმდებარეობა და ხედი გახლავთ ის, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოარჩევს ჩვენი სასტუმროს კომპლექსებს სხვებისგან. ასევე, მომსახურების დონე, რომელიც უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენთვის. ნებისმიერი სტუმარი, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა ჩვენთან, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. ამის გარანტიას კი სწორედ მაღალი მომსახურების დონე იძლევა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ფასიც, რაც კომფორტთან შედარებით, საკმაოდ ხელმისაწვდომია.

 

გაგვაცანით სასტუმროს დაჯავშნის ფორმალური მხარე.

დროსთან ერთად ვვითარდებით, უფრო და უფრო გავზარდეთ პლატფორმების სია, სადაც ვაცნობთ და ვაძლევთ ადამიანებს საშუალებას, დაჯავშნონ ნომერი ნებისმიერ ჩვენს სასტუმრო კომპლექსში. აქტიურად მუშაობს ჩვენი სოციალური მედია, რაც დღეისათვის საუკეთესო სივრცეა ნებისმიერი სერვისის გასაყიდად. ზაფხულის სეზონზე, რა თქმა უნდა, უმჯობესია წინასწარ აარჩიოთ სასურველი სასტუმრო, რადგან დატვირთულობის გამო, დიდი ალბათობაა იმისა, რომ სასურველი ნომერი დაკავებული დაგხვდებათ. გვყავს რეზერვაციების რამდენიმე აგენტი, რომლებიც ასევე აქტიურად ჯავშნიან სატელეფონო ზარების მეშვეობით. დაჯავშნის პროცესი ძირითადად, წინასწარი გადახდების გარეშე ხდება.

სასტუმროს სამომავლო გეგმები.

როგორც უკვე აღვნიშნე, დროსთან ერთად ვცდილობთ განვვითარდეთ და გავაუმჯობესოთ ხარისხისა და მომსახურების დონე, თუმცა, გარდა ამისა, დროსთან ერთად ვიზრდებით და ვამატებთ კიდეც ობიექტებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მომავლის პროექტია სწორედ ბახმარო. ასევე, „სითი“, რომელიც უბრალო აპარტ-ოტელიდან უახლოეს მომავალში გრანდიოზულ „ქალაქი ქალაქში“ პროექტად გარდაიქმნება. Orbi City-ში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, კაფე, აუზი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრები. ერთი სიტყვით, თამამად უპასუხებს ყველა თანამედროვე გამოწვევას. ამ ყველაფერთან ერთად, მალევე დაიწყება თბილისის პროექტის მშენებლობა. ჩვენს საცხოვრებელ-სასტუმრო პროექტებს, კიდევ ერთი გრანდიოზული, თანამედროვე ტიპის შენობა დაემატება. ჩვენი სასტუმროების კომპლექსები გამუდმებით განვითარების ფაზაშია − როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხის თვალსაზრისით.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: მალხაზ ნატრიაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბუკინგემის სასახლემ კიმ კარდაშიანს უარი უთხრა – ელიზაბეტ II-ის მეფობის პლატინის იუბილის აღსანიშნავად გამართულ წვეულებას რეალითი შოუს ვარსკვლავი ვერ დაესწრო

#OK! ბუკინგემის სასახლემ კიმ კარდაშიანს უარი უთხრა – ელიზაბეტ II-ის მეფობის პლატინის იუბილის აღსანიშნავად გამართულ წვეულებას რეალითი შოუს ვარსკვლავი ვერ დაესწრო

June 3, 2022
#OK! მარგო რობის განსხვავებული იმიჯი: მსახიობი ფილმ Babylon-ის გადასაღებ მოედანზე!

#OK! მარგო რობის განსხვავებული იმიჯი: მსახიობი ფილმ Babylon-ის გადასაღებ მოედანზე!

September 29, 2021
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

#OK! მოაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები ART TRAVEL-თან ერთად

February 6, 2023
#OK! თავრიელი – ქართული ხელნაკეთი პროდუქცია

#OK! თავრიელი – ქართული ხელნაკეთი პროდუქცია

April 14, 2023

კვირის ჰიტები

#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

July 10, 2025
#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
#OK! სადღესასწაულო კომპანია Event Room-ი – ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა

#OK! სადღესასწაულო კომპანია Event Room-ი – ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა

July 12, 2025
#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

July 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები