• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

February 1, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ბულინგი მთავარ მოტივაციად აქცია, სურვილები – რეალობად. ცხოვრობს გზაში, რადგან ხშირად უწევს გადაადგილება ქალაქიდან ქალაქში და ქმნის მუსიკას, რომელსაც საზღვრები არა აქვს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ საინტერესო მუსიკოსს, არტდირექტორს და იუთუბერს, სალი ბეთლს.

 

ბავშვობა…

დავიბადე სამტრედიაში, ჩემი ოჯახი კი აფხაზეთიდანაა. ბავშვობიდან მჯეროდა, რომ რასაც მიზნად დავისახავდი, ყველაფრის განხორციელებას შევძლებდი. მახსოვს, როდესაც ვამბობდი, ცნობილი გავხდები-მეთქი, სკოლაში დამცინოდნენ.

ძალიან მინდოდა სიმღერა პროფესიონალურ დონეზე მესწავლა და გადავწყვიტე პედაგოგთან მევლო. მასწავლებელმა დედას უთხრა, სმენა კი აქვს, მაგრამ ხმა არა აქვს ძლიერიო. რა თქმა უნდა, გული მეტკინა, მაგრამ დედამ გამამხნევა, ყველაფერს შეძლებ, თუ მოინდომებო. ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი სიმღერები სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა. ჩემი ყოფილი პედაგოგის შვილმა კი მომწერა, რომ ძალიან უყვარს ჩემი სიმღერები და ჩემი მუდმივი მსმენელია. ხოლო ის ადამიანები, ვინც სკოლის პერიოდში ირონიით ხვდებოდნენ ჩემს შემოქმედებას, დღეს ყოველი ახალი სიმღერის გამოსვლას გულშემატკივრობენ.

სიმღერა სწორედ იმის გამო დავიწყე, ჩემი ხმა ყველას გაეგონა და დამემტკიცებინა მარტივი ჭეშმარიტება: მთავარია გულით გინდოდეს და აუცილებლად მიხვალ იქამდე, სადაც დაგინახავენ. სწორედ ჩემი პატარა ქალაქიდან დავიწყე ამ მიზნის განხორციელებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა. რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ბევრია გასავლელი.

 

პირველი საავტორო სიმღერა…

თავდაპირველად, სანამ მუსიკას შევქმნიდი, ვწერდი ლექსებს, ნოველებს, მოთხრობებს და ერთ-ერთი მიზანი ამ ტექსტების სიმღერებად გადაქცევა იყო. პირველი საავტორო სიმღერა „სახლი ლურჯი ფანჯრებით“ 6 წლის წინ ჩავწერე, კომპოზიტორი – ზურა გოცირიძე. ჩემი სიმღერების ტექსტის ავტორი თავად ვარ. ეს კომპოზიცია ჩვენი ჯგუფის, „ბაბილონის“ სტუდიაში ჩაიწერა. ეს იყო ჩემი პირველი საავტორო სიმღერა, რომელსაც 6 თვეში 15 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა იუთუბზე. ამ სიმღერამ მოიცვა მთელი საქართველო და არა მარტო.

 

დღეს…

უპირველესად ვარ მუსიკოსი, პროფესიით ქართული ენის ფილოლოგი და ფსიქოლოგი. ვმუშაობ ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში არტდირექტორად. გარდა ამისა, ვარ ძალიან აქტიური სოციალურ პლატფორმებზე – ვარ იუთუბერი.

როგორი მრავალფეროვანი პროფესიებიც მაქვს, ისეთივე მრავალფეროვან მუსიკას ვქმნი, არ მაქვს განსაზღვრული ჩარჩო. განსაკუთრებით კომფორტულად თავს შემდეგ ჟანრებში ვგრძნობ: Rap, reggae, soul, jazz, bluez, ელექტრონული მუსიკა (house, melodic tech, tech house და ა.შ.). ჩემი მოსმენა შესაძლებელია ნებისმიერ მუსიკალურ პლატფორმაზე (Youtube, spotify, apple music, soundcloud). კონცერტებს წინასწარ ვაანონსებ სოციალურ ქსელებში.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებში პოპულარობას, ბევრმა ფაქტორმა განაპირობა – სიმღერებმა, ჩემმა მსმენელებმა, რომლებიც, როგორც კი ახალ მელოდიას მივაწვდი, არ იშურებენ დროს, გაავრცელონ თავიანთ სამეგობრო წრეში. ასევე, თვითონაც აქტიურად ვარ ჩართული საკუთარი შემოქმედების პიარში.

ჩემი ჯგუფის იუთუბარხს უკვე 100 მილიონი ნახვა აქვს, აქედან ყველაზე მეტი ნახვა (18,6 მილიონი) ჩემი და Miki Mo-ს საავტორო სიმღერას „შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან“ აქვს.

ვფიქრობ, ჩემი მუსიკით შემოვიკრიბე საკმაოდ დიდი რაოდენობის, სხვადასხვა ეროვნების, ასაკის თუ მრწამსის წარმომადგენელი. მიხარია, რომ შევძელი სხვადასხვა პროფესიის, წარმატებული თუ წარუმატებელი, მდიდარი თუ ღარიბი ადამიანების ჩემს სივრცეში გაერთიანება, სივრცეში, სადაც ყველა თანაბარი და თანასწორი ვართ. ბავშვობიდანვე მინდოდა ჩემი სიმღერები ყველას მოესმინა და დღემდე მჯერა, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევ.

 

 

შთაგონების წყარო…

როდესაც იქმნება მელოდია, ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – რა სად უნდა ვთქვა. შთაგონების წყარო ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუ რეპს ვწერ, ე.ი. მინდა მივიღო დიდი ენერგია მსმენელისგან და ამ დროს წარმოვიდგენ ახალ კლიპს, ჩემს კონცერტებს და იმ დრაივს, რაც რეპს მოაქვს.

თუ რომანტიკული სიმღერის შექმნის პროცესში ვარ, ჩემი წარმოსახვები იქ არის, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ენატრებათ, სჭირდებათ. უდიდესი ინსპირაციაა, როდესაც წარმოვიდგენ, რომ ვიღაც ძილის წინ ყურსასმენებში მისმენს და თან საყვარელ ადამიანზე ფიქრობს. იმის გაფიქრება, რომ მნიშვნელოვან დღეებში რინგის ან თამაშის წინ ჩვენი სპორტსმენები ჩემს მუსიკას უსმენენ სხვადასხვა ქვეყანაში, უდიდეს ენერგიას მაძლევს. მიხარია, თუ ჩემი მუსიკა ვიღაცისთვის მოტივატორია.

 

მოტივაციას მაძლევს…

გამიმართლა, რომ ჩემი მშობლები და ოჯახი ყოველთვის მაძლევდნენ ძალას, არ დავნებებულიყავი. ჩემი მთავარი მოტივატორები არიან დედა და ჩემი 5 წლის შვილი ნოა, რომელიც ყველაზე აქტიური მსმენელი და გულშემატკივარია. ასევე, თინეიჯერები, ბავშვები, ზრდასრულები ხშირად მწერენ, რომ ჩემმა სიმღერებმა აპოვნინეს ძალა და გადარჩნენ. მთელი ეს უდიდესი წრე არის ყველა სიმღერის შექმნის მიზეზი.

 

წინა წლის შეჯამება…

2022 წელს დავარქვი აღმოჩენა. აღმოვაჩინე: თუ საკუთარ თავს შეიყვარებ და დაიჯერებ იმას, რომ შენშია მთელი სამყარო, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. დავრწმუნდი, რომ შრომა მაბედნიერებს, ბევრ მავნე ჩვევაზე ვთქვი უარი, გავფილტრე სამეგობრო წრე, დავსახე მკაფიო მიზნები და მივხვდი, რომ დეპრესიის დრო აღარ არის. და თუკი მაინც იქნება უმიზნო დღეები, ვეცდები თუნდაც პატარა რამით შევცვალო უკეთესობისკენ.

 

მუსიკით ვამბობ, რომ….

ჩემი მუსიკით ბევრი რამის თქმა მინდა. რეპით ჩემს მსმენელს ვაძლევ მოტივაციას, იყვნენ მეტად ძლიერები. რომანტიკული სიმღერებით ვახსენებ, რომ უნდა გვიყვარდეს.

ნებისმიერ სათქმელს ადამიანი ისე გაიგებს, როგორც იმ კონკრეტულ მომენტში მას თავად სჭირდება, ამიტომ თავისუფალი არჩევანის საშუალებას ვაძლევ.

 

სამომავლო გეგმები…

სამომავლო გეგმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გავაგრძელებ ჩემს დაწყებულ საქმეს და მიზნამდე მივალ. ერთ-ერთი უდიდესი სურვილია ქართული სიმღერით „გრემი“ მოვიპოვო.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს
ინტერვიუ

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში
ინტერვიუ

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! მოთხრობები სკრინინგზე
OK! Doctors

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025
#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი
OK! Business

#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პანდემია ქართულად…

#OK! პანდემია ქართულად…

May 2, 2022
#OK! ორსული რიანა Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანს ამშვენებს

#OK! ორსული რიანა Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანს ამშვენებს

April 12, 2022
#OK! ,,ორბელიანი საქართველო”- მოძებნე #მეტისიკეთე შენი ქალაქის ქუჩებში

#OK! ,,ორბელიანი საქართველო”- მოძებნე #მეტისიკეთე შენი ქალაქის ქუჩებში

November 15, 2022
#OK! Madonna Madame X-ის პრემიერაზე! მომღერალი Gucci-ს სამოსით!

#OK! Madonna Madame X-ის პრემიერაზე! მომღერალი Gucci-ს სამოსით!

April 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

August 7, 2025
#OK!    ბადრი ვადაჭკორია: ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული

#OK! ბადრი ვადაჭკორია: ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული

August 7, 2025
#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი

#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი

August 7, 2025
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები