• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 24, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

სოხუმიდან პარიზამდე განვლილი გზა, დევნილობის ტკივილი და ემიგრანტობა – ეს ყველაფერი შემოქმედებაში გამოხატა.  ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია იტალიური მოდის სახლის, Gucci – ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა, მაგრამ სანამ მისი ცხოვრების ახალ ეპიზოდზე გადავალთ, დავიწყოთ იქიდან, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

 

 

1981 წელს სოხუმში დაიბადა. მას შემდეგ, რაც 1990 წელს რუსეთმა აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, დემნასა და მისი ოჯახის წევრებს საცხოვრებლის იძულებით შეცვლა მოუწიათ.

 

„ომი და მიგრაცია ჩემი მემკვიდრეობის ნაწილია. ეს არასდროს გაქრება და არც უნდა გაქრეს. ის მეხმარება დავინახო, რას განიცდის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა“ –  Demna Gvasalia for Vogue (2022).

 

საზღვარგარეთ წასვლამდე დემნამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და  მცირე ხნით ჟურნალისტად “საქართველოს ტელევიზიაშიც” მუშაობდა. მაგისტრატურა ეკონომიკის მიმართულებით უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა და  დიზაინერმა გადაწყვიტა ანტვერპენში, ხელოვნების აკადემიაში ჩაებარებინა. პირველი კურსის ბოლოს 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში, მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან წელიწადნახევარი მუშაობდა. შემდეგ საკუთარი ნამუშევრები საფრანგეთში გააგზავნა და  პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela – ში განაგრძო კარიერა.

 

„მარჯიელაში მუშაობა აკადემიის გაგრძელება იყო. იქ მივხვდი, რომ ჩემი მიმართულება ნივთების ახლიდან გადააზრებას და იმაზე ფიქრს წარმოადგენდა, როგორ შეიძლება ყოველდღიურ საგნებს ახალი სიცოცხლე მივცეთ“ – Interview with Highsnobiety, 2016

 

 

2013 წელს ის Louis Vuitton – ში გადავიდა, სადაც ნიკოლა ჟესქიერთან მუშაობდა.

 Vetements

2014 წელს ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად შექმნა ბრენდი Vetements – ეს იყო ირონიული  განაცხადი  და სტანდარტების ამოტრიალება. მისმა DHL მაისურმა კრიტიკოსები და ქუჩის სტილის მიმდევრები ერთ სივრცეში მოაქცია.

 

 

2019 წელს დემნამ Vetments დატოვა, რათა მთელი ყურადღება ბალენსიაგასთვის დაეთმო, ხოლო  ბრენდის კრეატიული დირექტორი გურამ გვასალია გახდა.

 

ბალენსიაგა

 

2015 წელს ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, რომელიც ავანგარდულ და პროვოკაციულ ბრენდად გარდაქმნა. გააერთიანა მაღალი მოდა (haute couture)  და ქუჩის სტილი (streetwear). 2021 წელს haute couture კოლექცია დააბრუნა.

 

 

 

2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მთავარ თემად მიგრაცია, იძულებითი გადაადგილებისა და ომის თემები იყო. შოუზე მოდელები გადიოდნენ ყინულზე, ხელში ეკავათ ჩანთები და მათი ჩაცმულობა სიმბოლურად დემნას პირადი ისტორიის ხელოვნებაში გადმოტანას გულისხმობდა.

 

 

დემნამ  მოდა წარმოაჩინა, როგორც სოციალური სარკე და მისი მეშვეობით ბალენსიაგა ახალი სახით დაიბადა  სამყაროში

 

„დავიბრუნე თავი, გავთავისუფლდი შიშებისგან. აღარ მაინტერესებს, რას იტყვიან სხვები – მხოლოდ ის მაინტერესებს, ვის ვარ მე“ – The Cut, 2021
პირადი ცხოვრება

 

პირად ცხოვრებაზე ხშირად არ საუბრობს, თუმცა ცნობილია მისი ურთიერთობა მომღერალ ლოიკ გომეზთან. ისინი 2016 წელს დაინიშნნენ და ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ.  პირველად „ვეტმანის“ შოუს წინ შეხვდნენ, სადაც დემნამ 2016 წლის ჩვენებისთვის სიმღერის ჩაწერა სთხოვა.  ლოიკი BFRND-ის სასცენო სახელით მოღვაწეობს და ძალიან წარმატებული კარიერა აქვს. მომღერალი ხშირად ქმნის მუსიკას დემნას ჩვენებებისთვის.

 

 

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალია 2025 წელს იტალიური მოდის სახლის, Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. სადებიუტო კოლექცია სექტემბერში, მილანში ჩვენებისთანავე გამოვა და ერთდროულად 50 მაღაზიაში განთავსდება.

„ძალიან მიხარია, რომ Gucci-ის ოჯახს შევუერთდი, ბრენდის რომელსაც დიდი ხანია ვეთაყვანები“ – ამბობს დიზაინერი.

გაიგე მეტი: #demna gvasaliaBalenciagaGucciბალენსიაგაგუჩიდემნა გვასალია

ასევე გაეცანი

#OK! ჯენიფერ ენისტონი შეყვარებულია
OK! News

#OK! ჯენიფერ ენისტონი შეყვარებულია

July 15, 2025
#OK! ნუ ითვლი წლებს, ითვალე თავგადასავლები – ნინჩო ჯიბლაძე
Slider Area

#OK! ნუ ითვლი წლებს, ითვალე თავგადასავლები – ნინჩო ჯიბლაძე

July 15, 2025
#OK! ვინ არის ბირკინის ორიგინალი ჩანთის ახალი მფლობელი?
OK! Men

#OK! ვინ არის ბირკინის ორიგინალი ჩანთის ახალი მფლობელი?

July 14, 2025
#OK! ჩემი ნაოჭები განვლილი ცხოვრების ნახატებია – ნინო ბურდული
Slider Area

#OK! ჩემი ნაოჭები განვლილი ცხოვრების ნახატებია – ნინო ბურდული

July 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! სტივენ კინგი და მისი იდუმალებით მოცული  ლიტერატურული სამყარო

#OK! სტივენ კინგი და მისი იდუმალებით მოცული ლიტერატურული სამყარო

October 12, 2022
#OK! ბათუმის სამედიცინო აკადემია – განათლება, პროფესიონალიზმი და ადამიანური ღირებულებები

#OK! ბათუმის სამედიცინო აკადემია – განათლება, პროფესიონალიზმი და ადამიანური ღირებულებები

June 11, 2025
#OK! ქეით მიდლტონი Alexander McQueen-ის ელეგანტური სამოსით გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი Alexander McQueen-ის ელეგანტური სამოსით გამოჩნდა

May 25, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვინ არის ბირკინის ორიგინალი ჩანთის ახალი მფლობელი?

#OK! ვინ არის ბირკინის ორიგინალი ჩანთის ახალი მფლობელი?

July 14, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025
#OK! 40+ ქალის ცხოვრების ახალი ეტაპი  ინტერვიუ ნინო მუსერიძესთან

#OK! 40+ ქალის ცხოვრების ახალი ეტაპი ინტერვიუ ნინო მუსერიძესთან

July 15, 2025
#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი

#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი

July 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები