• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! ხმა, რომელიც სიყვარულად იქცა – თამთა ხუხუნაიშვილი

December 16, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

„მე და ბათუმი ერთი მთლიანობა ვართ“, – ამბობს ის და მისი ხმა ზუსტად იმ ქალაქის ტემპით ისმინება, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ სცენაზე ყველაზე გულწრფელია, რომ თითოეული ნოტი მის სულს ჰგავს – ცოცხალს, მგრძნობიარეს და ძლიერს. მუსიკა მისთვის აღმოჩნდა გზა, რომელმაც არაერთი სირთულისგან იხსნა და უკან, საკუთარ „მე“-სთან დააბრუნა. სიყვარული კი, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, დღეს მისი შემოქმედების მთავარი ინსპირაციაა.

ჟურნალ OK! ბათუმის საშუალებით, მუსიკოსი თამთა ხუხუნაიშვილი გვესაუბრება მუსიკაზე, ქალაქზე, რომელიც მის სულს ასხივებს, და იმ სიყვარულზე, რომელიც ყოველ ბგერაში იგრძნობა, როგორც სიმშვიდე, სიხარული და სიცოცხლე.

 

ხშირად ამბობთ, „მე და ბათუმი ერთი მთლიანობა ვართ“. როგორ დაიწყო ამ შინაგანი კავშირის მძაფრად გააზრება ქალაქთან, რომელმაც შენში უნიკალური ხმა შექმნა?

კი, ნამდვილად ხშირად ვამბობ. ეს კავშირი იწყება ბავშვობიდან, იმ წამიდან, როცა ადამიანი იბადება. პირველი ნაბიჯებიდან – იზრდები, სწავლობ ქალაქთან ერთად. ასევე, სწავლობ თვით ქალაქს, ხასიათს, იმას თუ რა სწყინს, რა უხარია, როგორ უნდა მოექცე. ბათუმი ჩემთვის უბრალოდ ქალაქი არ არის, ის ჩემი არსებობის ნაწილია. ამ ქალაქს განსაკუთრებული ენერგია აქვს – სითბო, სიმშვიდე და თავისუფლება. რაც არ უნდა გავაკეთო, ყოველთვის ვგრძნობ, რომ არასოდეს მიმატოვებს, რომ ჩემი ფესვები, სული, ჩემი მელოდია აქედან იწყება… რამდენჯერაც მეკითხებიან ბათუმის შესახებ, ყოველთვის ზღვა ემოციები მოდის ერთდროულად. ყველაფერზე საუბარი მინდა და მაინც ბოლოს ვხვდები, რომ რამდენიც და რაც არ უნდა ვისაუბრო, მაინც მრჩება სულში რაღაც ამოუწურავი, ის, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ და ბოლოს მაინც ვჩუმდები, ჩემთვის მეღიმება – ალბათ, ეს ჩუმი ღიმილია ბათუმი. როცა მის სახელს გაიგებ და ჩუმად გაგეღიმება. ადგილია, სადაც ყველაფერი იწყება და ბოლომდე მეკუთვნის. ეს ქალაქი ჩემში ცხოვრობს, არაფერია დამძიმებული და ყველაფერი გულწრფელია. აქედან მოდის ჩემი სიმშვიდე და ენერგია. ეს არის ქალაქი სადაც სული სუნთქავს და გული მშვიდად ფეთქავს. ამიტომ ვამბობ, რომ ერთი მთლიანობა ვართ.

 

როცა სცენაზე ხართ, ბევრს უჩნდება შეგრძნება, თითქოს სხვა სამყაროში გადადიხართ, როგორია ეს მდგომარეობა თქვენთვის?

ჩემთვის ეს მდგომარეობა ყველაზე გულწრფელი და შიშველია. ყველაფერი ქრება. მეუფლება აუხსნელი ენერგია, ემოცია, მდგომარეობა. ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ – უბრალოდ, ვგრძნობ. ყველაფერი უკან რჩება. ფიქრები, ხმაური, ვრჩებით მხოლოდ მე და ის სამყარო, რომელიც იმ დროს, იმ წამს იბადება. სცენა ის ადგილია, სადაც ყველაზე დიდი, ფასდაუდებელი სიმართლეა – გრძნობა ჩემსა და ღმერთს შორის, ეს მდგომარეობა ჩემთვის თავისუფლების ყველაზე ნამდვილი ფორმაა.

 

იყო თუ არა ისეთი მომენტი, როცა სიმღერამ გიხსნათ ან დაგაბრუნათ საკუთარ თავთან?

კი, იყო და არაერთხელ. ძალიან ბევრჯერ გადამარჩინა. იყო დრო, როცა თითქოს დავიკარგე… გარედან ყველაფერი თითქოს ნორმალურად ჩანდა, მაგრამ შიგნით სიჩუმე იყო, შიში იყო… სწორედ მაშინ მომკიდა ხელი უხმოდ და უკან დამაბრუნა – ჩემს თავთან. მიმიყვანა ისევ იქ, იმ სიმშვიდეში, რაც მხოლოდ მუსიკაში მხვდება. ზოგჯერ ერთი ნოტი, ერთი ფრაზაც კი საკმარისია, რომ ისევ ვისწავლო სუნთქვა ახლიდან. ასე რომ, მუსიკა ჩემთვის ყველაფერია.

 

„მხოლოდ ქართულში“ გამარჯვებამ რა შეცვალა თქვენს ხედვაში, როგორც მუსიკოსში და როგორც ადამიანში?

„მხოლოდ ქართულის“ პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო ურთულესი გზა. ყოველთვის ვამბობ – ეს არ იყო კონკურსი, ეს იყო გამოცდა, როგორც მუსიკალურად, ისე ადამიანურად. ძალიან გამზარდა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა, პირველ რიგში კი საკუთარი თავის რწმენა. დამანახვა, რომ როცა გულწრფელად აკეთებ რაღაცას, ამას ყოველთვის გრძნობენ. მასწავლა მოთმენა, მასწავლა ის, რომ ყველაფერი თავის დროზე მოდის. ძალიან გამაძლიერა როგორც ადამიანურად, ასევე მუსიკალური კუთხით. ეს გამარჯვება იმ პერიოდში და ახლაც ჩემთვის არ არის კონკურსში გამარჯვება, ეს ცხოვრებაზე, სირთულეებზე და საკუთარ თავზე გამარჯვებაა.

 

თქვენ და მუსიკოსი აჩიკო გოგიტიძე ბავშვობიდან მეგობრობდით, შემდეგ კი სიყვარულმა სხვა ფორმა მიიღო… როგორ მიხვდით, რომ ეს უკვე „ის“ იყო?

ნამდვილად არ ვიცი ეს როგორ მოხდა… გვიყურა ღმერთმა ორივეს ცალ-ცალკე და ასე გადაწყვიტა. ესენი ერთმანეთს უშველიანო. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კავშირი, ეს იყო სითბო, რომელიც არ გაქრა და შინაგანი სიმშვიდე, როცა ერთად ვიყავით. უკვე რაღაც დანაკლისის გრძნობა, როცა ერთმანეთს ვშორდებოდით. რაღაცნაირი სულის აფორიაქება. ნელ-ნელა მივხვდით, რომ ეს რაღაც მეგობრობაზე მეტი და ბევრად ღრმა გრძნობა იყო. ორივეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მუსიკამ უდიდესი როლი ითამაშა, სიტყვები ჩვენ არ დაგვჭირვებია – მხოლოდ მუსიკა. ნამდვილად არ გვეგონა რომ ჩვენი მეგობრობა სიყვარულად გადაიქცეოდა, მაგრამ როცა ადამიანი შენს სამყაროს, შენს გრძნობებს ისე გრძნობს როგორც შენ, ეს უკვე სხვა რამეა. ბუნებრივად დავინახეთ, რომ ერთმანეთში ვიპოვეთ ის სიმშვიდე და სითბო, რომელმაც მიგვიყვანა სიყვარულამდე.

 

სცენაზე გთხოვათ ცოლობა – ემოციურად, ალბათ, ძალიან ძლიერი წამია… შეგიძლია გაიხსენო, რა იგრძენი იმ წამს, როცა ეს მოხდა?

⁠ვაიმე, არ ვიცი, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ემოციური მომენტი. ისეთი შოკირებული ვიყავი, ისეთი დაბნეული, თან გახარებული. სიხარული, სითბო, სიმშვიდე, სიგიჟე ყველა გრძნობა ერთად მოდიოდა. ძალიან ემოციურია ეს დღე ჩემთვის, ახლაც, როცა ვიხსენებ, ყველა ის გრძნობა თავიდან მოდის, რასაც მაშინ ვგრძნობდი. თითქოს  დრო გაჩერდა და ვიცოდი, რომ ეს მომენტი სამუდამო იყო.

 

როგორია თქვენი ყოველდღიურობა, როცა ოჯახშიც და სცენაზეც მუსიკა ცხოვრობს?

ეს არის კითხვა, რომელზეც ვერ შევძლებ ამომწურავად, ვრცლად პასუხის გაცემას, იმიტომ რომ არც ერთი დღე არ ჰგავს წინა დღეს, ყველა დღე განსაკუთრებულია. წინა დღესაც კი არ ვიცი რა იქნება, მიახლოებით მაინც. რაც საქმეც არ უნდა  მქონდეს დაგეგმილი წინასწარ, ყველა დღე იმაზე გიჟური, განსაკუთრებული და ემოციურად დატვირთულია, ვიდრე წინა. მუსიკა კი, რა თქმა უნდა, ყოველ წამს, ყოველ წუთს და ყოველ დღეა – ეს არის ჩემი ცხოვრება.

 

როგორ გეხმარება სიყვარული შემოქმედებაში?

ყოველთვის მეტყობა სიყვარული… ყოველთვის მეტყობა როგორ ვარ. ის ჩემთვის სიმსუბუქის, ენერგიის, სიხარულის, სიძლიერის წყაროა, რომელიც ნოტებში, სიტყვებში, ზოგადად მუსიკაში ირეკლება. ემოციები პირდაპირ გადადის ჩემს საქმეში. თითოეულ ფრაზას, სიტყვებს რაღაც განსაკუთრებულ გრძნობას და სიღრმეს აძლევს. არაფერი არ არსებობს ჩემთვის სიყვარულის გარეშე და ყველაფერი არსებობს სიყვარულით.

 

 

ამბობენ, რომ სიმღერა გულიდან მოდის და როცა გიყვარს, ხმა სხვანაირად ჟღერსო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

კი, ვეთანხმები, თუმცა ჩემთვის სულიდან მოდის ჯერ და არა გულიდან. ჩემთვის სიმღერა და ხმა სულის ამოძახილია. აი, როგორ მდგომარეობაშიც გაქვს ადამიანს სული რა დროსაც მღერი, ისეთი ხმა აქვს შენს სულს და ბგერას.

 

როგორი ემოციაა, როცა საკუთარ ქალაქში გამოდიხარ სცენაზე და ის ხალხი გისმენს, ვინც შენი ცხოვრების ნაწილია?

სუფთა, ნამდვილი, გულწრფელი და ნდობით სავსე – „ბათუმური“ ემოციაა ეს ყველაფერი. თითქოს ერთ დიდ ოჯახში ვარ და ყველას ერთად ვგრძნობ. განსაკუთრებული გრძნობაა.

 

რას ნიშნავს შენთვის სიტყვა „სცენა“, ადგილი, სადაც გისმენენ, თუ სივრცე, სადაც შენ უსმენ საკუთარ გულს?

პირველ რიგში, სცენა ჩემთვის სივრცეა, სადაც ყველაზე ახლოს ვარ ღმერთთან. ასევე სცენა ჩემთვის ორივეა – ადგილი, სადაც გისმენენ, და სივრცე, სადაც თავად უსმენ საკუთარ გულს. როცა იქ ვარ, ვგრძნობ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ჩემი და მაყურებლის ენერგია. ეს არის ყველაზე ნამდვილი კომუნიკაცია – როცა შენს გულს უსმენ და ამავე დროს სხვებიც მას გრძნობენ. სარკეა, სადაც გული საკუთარ თავს ელაპარაკება. თითქოს სამყაროს ხმაურს ვთიშავ და ვრჩები მხოლოდ იმ ნოტთან, იმ ემოციასთან, რაც შიგნიდან მოდის. ის არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც მე მისმენენ, ეს არის სივრცე, სადაც მე ვუსმენ საკუთარ სულს, და ის ხმა უკვე მაყურებლამდე მიდის.

 

როგორია დედის ამპლუაში თამთა ხუხუნაიშვილი. რა შეცვალა მისმა მოვლინებამ შენს სამყაროში?

დედის ამპლუაში თამთა ის არის, რაც ყოველთვის იყო, მაგრამ გაათმაგებული შეგრძნებებით. ჩემი ანამარია მართლა ღმერთის საჩუქარია, ყველაზე დიდი რაც მიმიღია ცხოვრებაში. ჩემი სულის, სხეულის, ყველაფრის ნაწილია. ეს ის თემაა, რომელზეც მართლა მიჭირს საუბარი. ჩემთვის ძალიან ემოციურია დედობა და ის კავშირი რაც ჩემი შვილის მიმართ მაქვს.

 

როგორია, თქვენი, როგორც მუსიკოსის სამომავლო გეგმა. რა სასიამოვნო სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

ბევრი სამომავლო გეგმა მაქვს, თუმცა ყველაზე მთავარი ჩემი სოლო კონცერტია, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. დანარჩენ დეტალებზე, უფრო ვრცლად, ძალიან მალე ვისაუბრებ.

 

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე
OK! ბათუმი

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025
#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია
OK! ბათუმი

#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როუზი ჰანტინგტონი ფეხსაცმლის საკუთარი ხაზის ახალი კოლექციისთვის პოზირებს

#OK! როუზი ჰანტინგტონი ფეხსაცმლის საკუთარი ხაზის ახალი კოლექციისთვის პოზირებს

May 28, 2021
#OK! 49 წლის ჰაიდი კლუმის თვალისმომჭრელი გამოჩენა Zuhair Murad-ის კაბით კანის კინოფესტივალზე

#OK! 49 წლის ჰაიდი კლუმის თვალისმომჭრელი გამოჩენა Zuhair Murad-ის კაბით კანის კინოფესტივალზე

May 25, 2023
#OK! შონ მენდესი და კამილა კაბელო: წყვილი კალიფორნიის ქუჩებში!

#OK! შონ მენდესი და კამილა კაბელო: წყვილი კალიფორნიის ქუჩებში!

May 26, 2021
#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული კადრები St Barts-ის სანაპიროდან

#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული კადრები St Barts-ის სანაპიროდან

May 31, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Nail Draw Gallery – სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში

#OK! Nail Draw Gallery – სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში

December 13, 2025
#OK! დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი მოდელზე ქორწინდება

#OK! დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი მოდელზე ქორწინდება

December 16, 2025
#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

December 17, 2025
#OK! საახალწლო რიტუალი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის

#OK! საახალწლო რიტუალი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის

December 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები