• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! სასტუმრო „არგოს“ შენარჩუნებული ავთენტური გარემო და განსხვავებული კონცეფცია

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

თუკი ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ჩაივლით, №51 -ში აუცილებლად შეამჩნევთ გამორჩეულ და მიმზიდველ შენობას, დღეს ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. მე-19 საუკუნის მიწურული – ამ თარიღიდან იწყება შენობის ისტორია, რომელშიც უკვე 9 წელია სასტუმრო „არგო“ ფუნქციონირებს. ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ იდეალურად არის შენარჩუნებული ყველა ძველი დეტალი, ფერებიც კი. ახალი ნაწილიც იდეალურად ერწყმის ძველს. კედლების, ჭერის თუ ფასადის ხიბლი სწორედ მის სიძველესა და აღდგენილ იერსახეშია. ექსტერიერითა და ინტერიერით მოხიბლულ ადამიანებს სასტუმროს კონცეფციაც და სტუმარმასპინძლობაც აღაფრთოვანებთ, ამიტომ „არგოში“ ერთხელ სტუმრობა საკმარისი არასდროსაა. ჟურნალი „OK! ქუთაისი“ „არგოს“ მენეჯერს, ნათია კახიანს ესაუბრა, რომელიც სასტუმროსთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო დეტალს გვიმხელს.

 

ნათია, უპირველესად, გაგვაცანით სასტუმრო „არგო“. რამდენი ხანია, რაც ქუთაისის ბაზარზე გამოჩნდა?

„არგო“ 2015 წლის ნოემბერში გაიხსნა და კოვიდ-19-მდე წარმატებით ფუნქციონირებდა. პანდემიის შემდეგ სასტუმრომ 2023 წლის ივნისში განაახლა მუშაობა და ჩვენთვის წელს უკვე პირველი სრული სეზონია.

 

 

რა არის „არგოს“ კონცეფცია? რა გამოარჩევს სასტუმროს?

სტატუსიდან და, რა თქმა უნდა, მატერიალური ბაზიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ „არგოს“ სახით ქალაქს გაცილებით უფრო საინტერესო და ფუნქციური ობიექტი შეიძლება ჰქონოდა, ვიდრე მხოლოდ ღამისთევის ობიექტია. ამიტომ დღეს სასტუმრო „არგო“ არის ადგილი, სადაც კარგი სტუმარმასპინძლობის გარდა, წარმოდგენილია თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები. მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის პრეზენტაცია, აპრილში სასტუმრომ რიგით მეორე გამოფენას უმასპინძლა. განსაკუთრებული პატივით მინდა აღვნიშნო, რომ დედაენის დღესთან დაკავშირებით ქალბატონ ნინო ჩაკვეტაძის პერსონალურ გამოფენას ვუმასპინძლეთ.

„არგო“ გახლავთ „სამოქალაქო თეატრის“ დაბადების ადგილი. გვახარებს, რომ გარკვეული წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი საამაყო თანაქალაქელების წამოწყებაში და გვერდით დავუდგეთ მათ. პირველი, საკმაოდ წარმატებული პრემიერა ოქტომბერში გაიმართა. შემდგომი პერფომანსისა და სპექტაკლისთვის მზადება მიმდინარეობს. ასევე სიამაყით მინდა ვთქვა, რომ „არგო“ გახლავთ ახალდაარსებული პრემიის „თავისუფალი“ რეგიონული პარტნიორი.

მოვიპოვეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით დოკუმენტური ფილმების ჩვენების ოფიციალური უფლება. 8 მარტს, ფონდ „სოხუმთან“, „ჩაიხანასა“ და kinedoc-თან ერთად გავმართეთ „ანას პროცესის“ ჩვენება. ვემზადებით შემდეგი ჩვენებისთვის.

 

Boutique Hotel Argo – რატომ ეს სახელწოდება? ასევე, გვიამბეთ გარემოსა და გუნდზე, რომელიც ადგილზე მოსულ სტუმრებს ხვდებათ.

„არგოს“ უკავშირდება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოგზაურობის ისტორია…

„არგოს“ გუნდი ერთი დიდი ოჯახია, ერთმანეთის გვერდით მდგომი. ჩვენ ყველას ერთი მიზანი და საზრუნავი გვაქვს, სტუმარს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, პირობა და განწყობა, რომ აქ კვლავ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს.

 

რას სთავაზობთ მომხმარებლებს და რა ხიბლავთ მათ ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად რაც სტუმარს ხიბლავს, შენარჩუნებული ავთენტური გარემოა, სადაც ქალაქის ესთეტიკა, კულტურა, გემოვნება და ისტორია იკითხება.

 

რამდენი და რა ტიპის ნომრებისგან შედგება სასტუმრო?

სასტუმროს 23 ნომერი აქვს ამ ეტაპზე, სტანდარტული ნომრები, ლუქსი და ნახევრად ლუქსი. ასევე 100 სტუმარზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახი.

 

როგორ შეაჯამებდით 2023 წელს? რა სიახლეები შესთავაზეთ საზოგადოებას?

2023 წელი იყო ჩვენთვის განახლების და თავიდან ფეხის ადგმის წელი. სიახლე გახლდათ სასტუმროს კონცეფცია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

 

როგორც ვიცით, ბევრი საინტერესო სამომავლო გეგმა გაქვთ. გაგვიმხილეთ…

სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, გვაქვს როგორც მატერიალური ბაზის, ასევე მომსახურების გაზრდის მიმართულებით. თანამშრომლობა შევთავაზეთ რამდენიმე კომპანიას, რომლებიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ წინადადებაზე. სასტუმროს სახელიდან გამომდინარე, მიზანი გვაქვს, „არგოდან“ დაიწყოს ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხო ქვეყნის სტუმრებისათვის.

 

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა
OK! Business

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ბალენსიაგა” მსოფლიოს ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკავებს

#OK! “ბალენსიაგა” მსოფლიოს ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკავებს

April 27, 2022
#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

July 4, 2025
#OK! „შენ რა ქალი ხარ, ბავშვები დაყარე“ – გიორგი ყიფშიძე ენი გასიევაზე!

#OK! „შენ რა ქალი ხარ, ბავშვები დაყარე“ – გიორგი ყიფშიძე ენი გასიევაზე!

July 18, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! TF1-მა ლუვრის ძარცვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

#OK! TF1-მა ლუვრის ძარცვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

January 19, 2026
#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

January 23, 2026
ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

January 23, 2026
#OK!  შავი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში გადავიდა – რა უნდა იცოდეთ

#OK! შავი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში გადავიდა – რა უნდა იცოდეთ

January 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები