• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! კვებითი აშლილობა, ბიზნესის გაკოტრება და დამალული ღიმილი – რა აღიარა ვიქტორია ბექჰემმა Netflix-თან?

October 12, 2025
საკითხავი დრო: 6 mins read

მას შემდეგ, რაც დევიდ ბექჰემმა Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში „Beckham“ ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა თითქმის ორი წელი გავიდა. Amjerad, Netflix-ის კამერების წინ ვიქტორია ბექჰემი აღმოჩნდა. სამნაწილიან დოკუმენტურ ფილმში „Victoria Beckham“ რომლის პრემიერა 9 ოქტომბერს, ლონდონის კინოთეატრში შედგა, Spice Girl-ის ყოფილ წევრი საკუთარი ცხოვრების შესახებ ყვება.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Spice Girls Net (@spicegirlsnet)

51 წლის მომღერალი და დიზაინერი მსოფლიომ 1990-იან წლებში, როგორც ჯგუფ Spice Girls-ის წევრი გაიცნო. წლების შემდეგ, ვიქტორიამ გაიხსენა, რომ ბავშვობაში, ჰერტფორდშირში სწავლის დროს თანატოლები დასცინოდნენ და თავს ყველასგან გარიყულად გრძნობდა.

„მე მოუქნელი და არც ისე კომუნიკაბელური ვიყავი, მაგრამ სცენა თითქოს სხვა ადამიანად გხდის. ძალიან მინდოდა, რომ სხვებს მოვწონებოდი,“ – ამბობს ფილმში ვიქტორია.

შეიძლება იყოს 6 ადამიანი, კოსტუმი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „NETFLIX TAR 物 R“ გამოსახულება

გოგონას ცეკვა იმდენად უყვარდა, რომ მშობლები იძულებული გახდნენ, ცეკვის სწავლის საფასურის გადასახდელად სახლი დაეგირავებინათ.
„კარგად ვიცოდი, რომ დიდი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა და ძალიან ბევრი უნდა მემუშავა,“ – აღნიშნავს ვიქტორია.

ცეკვის წრეზე გატარებულმა დრომ მომავალ ვარსკვლავს თავდაჯერება შემატა. სწორედ ეს დაეხმარა, რომ 19 წლის ასაკში Spice Girls-ის მოსმენაზე მისულიყო.

Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში ბექჰემმა აღნიშნა, რომ Spice Girls-ში მისი ზედმეტსახელი „Posh Spice“ იყო.  ჯგუფმა ის უფრო თავისუფალი და მხიარული გახადა და მიახვედრა, რომ საკმარისად კარგია იმისთვის, რომ იყოს ის, ვინც ნამდვილად არის.

The Spice Girls, Ranked By Net Worth (2025) - Parade


„
ყოველდღე ვეუბნები ჰარპერს – მიჰყევი შენს ოცნებებს კვალდაკვალ და იყავი ის, ვინც ხარ“ –  ამბობს ვიქტორია.

როდესაც Spice Girls-ის პოპულარობა ძალიან გაიზარდა, ჯგუფის წევრებს – მელ ბის, მელ სის, ემა ბანტონსა და ჯერი ჰოლიუელს ტანსაცმლის ბიუჯეტი დაუმტკიცდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ბიუჯეტით ყველაზე მეტად ვიქტორია  სარგებლობდა.

„იცით, რა მივიღე ბოლოს? 20 ფუნტი Oxfam-დან. ის კი ჩემს ფულს იპარავდა,“ — ამბობს ჯერი ჰოლიუელი ფილმში ღიმილით.

ვიქტორიამ ჯერის სიტყვები ასე განმარტა:

Geri Horner messages Victoria Beckham: 'I don't need you'

„გოგონებს მოდა არ აინტერესებდათ. ასე რომ, მე საკმაოდ დიდი ბიუჯეტი დამრჩა… და Gucci-ში წავედი. მანამდე დიზაინერული ტანსაცმელი არასოდეს მქონია, მერე კი მოდა მთელი ჩემი ცხოვრება გახდა.“

The Spice Girls' Next Project: An Animated Superhero Film (EXCLUSIVE)

Spice Girls 1994 წელს შეიქმნა და 2001 წელს დაიშალა. ამის შემდეგ ჯგუფის წევრები მხოლოდ ერთხელ, 2007 წელს, მსოფლიო ტურნეს მოწყობის მიზნით გაერთიანდნენ. ვიქტორია ჯგუფის პირველ გაერთიანებაში მონაწილეობდა, თუმცა 2019 წელს ტურში დაბრუნება აღარ ისურვა. მელ ბიმ, რომელიც გამუდმებით სცენაზე დაბრუნების სურვილს გამოხატავდა, ვიქტორია საჯაროდ გააკრიტიკა.

ოთხი შვილის დედა დოკუმენტურ ფილმში აღიარებს, რომ მელ ბის ერთმა კომენტარმა განსაკუთრებით გაანაწყენა.

„მელანიმ მითხრა – არ დაგავიწყდეს, საიდან მოდიხარ.  ეს არასდროს დამვიწყებია. Posh Spice პრეტენზიული, მაგრამ შესანიშნავი იყო.. უბრალოდ,  წინა ტურის დროს მივხვდი, რომ სცენა ჩემი ადგილი აღარაა და იმ ემოციას აღარ მაძლევს, რასაც ადრე“– აღიარა ვიქტორიამ.

Victoria Beckham's heartfelt message for Mel B on her wedding day | HELLO!

26 წელია, „Posh Spice“  გვერდითაა მისი მეუღლე და ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი. ის საყვარელი ქალის ოცნებებს ყოველთვის მხარს უჭერდა. დევიდი 2016 წელსაც მის გვერდით იყო, როცა ვიქტორიას ბრენდმა მილიონები დაკარგა და ფაქტობრივად, გაკოტრებამდე მივიდა.

„ვიქტორია მცენარეებს აღმერთებდა, რაც წელიწადში 70 000 ფუნტი (დაახლოებით 93 000 დოლარი) უჯდებოდა. გარდა ამისა, მორწყვისთვის დაქირავებულ ადამიანს 15 000 ფუნტს (დაახლოებით 19 000 დოლარი) უხდიდა – ამბობს Victoria Beckham Holdings -ის დირექტორი დევიდ ბელჰასენი, რომელიც ახალბედა ბიზნესმენს რთული ვითარებიდან გამოსვლაში დაეხმარა.

Виктория Бекхэм воплотила образ нежной садовницы в сказочном саду — Фото

ბელჰასენმა აღიარა, რომ ასეთი რთული სიტუაცია იშვიათია, ამიტომ ხარჯების შემცირება აუცილებელი იყო.

„მივედი მასთან და ვუთხარი – ვიქტორია, ყველაფერი უნდა შევცვალოთ. ბიზნესი თავიდან უნდა გადავაწყოთ და ეს მტკივნეული პროცესი იქნება.’

Netflix -ის დოკუმენტურ ფილმში იტალიელი დიზაინერი დონატელა ვერსაჩეც გამოჩნდა. მან გაიხსენა როგორ გაიცნო ვიქტორია 1997 წელს და აღნიშნა, რომ მისი ქალიშვილი „Spice Girls“-ის თაყვანისმცემელი იყო.

პირველი შეხვედრის დროს დონატელამ ვიქტორია თავის მაღაზიაში წაიყვანა, სადაც მომღერალმა შავი ტყავის კაბა შეარჩია, მაგრამ დიზაინერს თხოვა, მასში გარკვეული ცვლილებები შეეტანათ.

„ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ ეს გავაკეთე,“ – ამბობს ვიქტორია სიცილით.
„მე გავიფიქრე როგორ ბედავს“ – დაამატა დონატელამ, თუმცა საბოლოოდ აღიარა, რომ კაბას ვიქტორიას დიზაინი უფრო მოუხდა.

Donatella Versace David Beckham Victoria Adams Editorial Stock Photo - Stock Image | Shutterstock Editorial

2007 წელს ვიქტორია Marc Jacobs-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა, რომელიც გერმანელმა ფოტოგრაფმა, იურგენ ტელერმა გადაიღო. ის თავიდან ამ შესაძლებლობით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ამ ფოტოსესიამ სასაცილოდ აქცია და ამ ინდუსტრიაში  სერიოზულად არავინ აღიქვამდა.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „NETFLIX VICTORIA BECKHAM NETFLIX VICTORIA BECKH NETFLIX VICTORIA BECKHAM NETFLIX“ გამოსახულება

„როცა ეს ფოტოები ვნახე, შოკში ჩავვარდი. მათ უბრალოდ დამცინეს,“ — ამბობს ბექჰემი.

Netflix -ის ფილმში ვიქტორია პირველად საუბრობს იმაზე, რომ წარსულში „უაღრესად არაჯანსაღი“ კვებითი აშლილობა ჰქონდა.

„კვებითი აშლილობის დროს ადამიანი ძალიან დახელოვნებული მატყუარა ხდები. ამაზე არც მშობლებთან, არც საჯაროდ არასოდეს მისაუბრია“ -ამბობს ვიქტორია.

მისი მდგომარეობა განსაკუთრებით 1999 წელს გაუარესდა, როდესაც პირველი შვილის გაჩენიდან 6 თვის შემდეგ ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში აწონეს.

„გადაღების დროს ვიცინოდით და ვხუმრობდით, მაგრამ მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მწყინდა. მე ვერ ვაკონტროლებდი, რას წერდნენ ჩემზე, როგორ ფოტოებს იღებდნენ, ალბათ ამიტომ მინდოდა რაიმეზე კონტროლის მოპოვება – მაგალითად, ტანსაცმელზე ან წონაზე, მაგრამ ამას სრულიად არაჯანსაღად ვაკეთებდი.“

ბევრს აინტერესებს, რატომ არასოდეს იღიმება ვიქტორია ფოტოებზე, რასაც დიზაინერი  ფილმში ასე ხსნის:

„ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ როცა ვიცინი, მარცხენა მხრიდან ვიცინი, რადგან მარჯვენა მხრიდან გაცინება არ მიხდება. ასე რომ, მე შინაგანად ვიცინი, მაგრამ ეს არ ჩანს, ამიტომ ყველას ზედმეტად სერიოზული ვეჩვენები“ – აღიარებს ვიქტორია.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! 22 წელი ერთად: დევიდ და ვიქტორია ბექჰემების სიყვარულის ისტორია!

გაიგე მეტი: ვიქტორია ბექჰემი

ასევე გაეცანი

#OK! „ალ პაჩინოთი პირველივე დღეს მოვიხიბლე“ – დაიან კიტონის სამი რომანი და მარტოობა
OK! News

#OK! „ალ პაჩინოთი პირველივე დღეს მოვიხიბლე“ – დაიან კიტონის სამი რომანი და მარტოობა

October 12, 2025
#OK! სუხიშვილები – ლეგენდა, რომელსაც დრო ვერ მოერია
OK! News

#OK! სუხიშვილები – ლეგენდა, რომელსაც დრო ვერ მოერია

October 12, 2025
#OK! Best Achievement 2025 DEVELOR – საქართველომ მთავარი პრიზი მოიპოვა
OK! News

#OK! Best Achievement 2025 DEVELOR – საქართველომ მთავარი პრიზი მოიპოვა

October 12, 2025
#OK! მეგან მარკლს და პრინც ჰარის ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ჯილდო გადასცეს
OK! News

#OK! მეგან მარკლს და პრინც ჰარის ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ჯილდო გადასცეს

October 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა

#OK! ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა

October 5, 2023
#OK! ჯენიფერ ლოპესის საქორწილო კაბაზე 700 საათი მუშაობდნენ

#OK! ჯენიფერ ლოპესის საქორწილო კაბაზე 700 საათი მუშაობდნენ

September 8, 2022
#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ინტრავენურ თერაპიას მიმართავენ

#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ინტრავენურ თერაპიას მიმართავენ

December 29, 2022
#OK! კომფორტის ზონა – ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან

#OK! კომფორტის ზონა – ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან

July 14, 2025

კვირის ჰიტები

#OK! კვებითი აშლილობა, ბიზნესის გაკოტრება და დამალული ღიმილი – რა აღიარა ვიქტორია ბექჰემმა Netflix-თან?

#OK! კვებითი აშლილობა, ბიზნესის გაკოტრება და დამალული ღიმილი – რა აღიარა ვიქტორია ბექჰემმა Netflix-თან?

October 12, 2025
#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

October 7, 2025
#OK! ნიკოლ კიდმანი კიტ ურბანს 19 წლიანი სიფხიზლისთვის 11 მილიონს გადაუხდის

#OK! ნიკოლ კიდმანი კიტ ურბანს 19 წლიანი სიფხიზლისთვის 11 მილიონს გადაუხდის

October 10, 2025
#OK! არა სენს არსენისაგან  ცხოვრება აქ და ახლა – არსენ გვენეტაძე

#OK! არა სენს არსენისაგან ცხოვრება აქ და ახლა – არსენ გვენეტაძე

October 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები