ძალიან მალე თბილისს კიდევ ერთი მასშტაბური, პრემიალური კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „კრწანისი გრანდე“ შეემატება − იდეალური სავანე ბინადრებისთვის, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა უბანში. ერთ ჰექტარზე გადაშლილი, იდეალურად მოწყობილი, ულამაზესი რეკრეაციული მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტის სრული დაცვით აშენებული, პრემიუმკლასის ბინები − ეს პროექტის მხოლოდ ზოგადი დახასიათებაა. „კრწანისი გრანდეზე“ სასაუბროდ „გრანდე ჯგუფის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ კანთელაძეს ვესტუმრეთ.
თამარ, ჩვენი საუბარი დავიწყოთ „გრანდე ჯგუფის“ მიერ განხორციელებული დიდი პროექტების შესახებ და მოგვიყევით იმ ძალიან დიდ პროექტზე, რომელზეც ახლა მუშაობთ.
„გრანდე ჯგუფი“ უკვე მრავალი წელია, რაც ქართულ სამშენებლო ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს, როგორც ძალიან სანდო და გამოცდილი სამშენებლო კომპანია. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი პროექტია BAKURIANI INN − ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბაკურიანში 200 აპარტამენტით. ასევე, განხორციელებული გვაქვს GUDAURI INN და სხვა არაერთი დიდი პროექტი, რომლებზე საუბარიც შორს წაგვიყვანს. ახლა ვმუშაობთ მასშტაბურ სამშენებლო კომპლექსზე, სახელწოდებით „კრწანისი გრანდე“, რომელიც იქნება პრემიალური კლასის, დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა უბანში − კრწანისში.
უფრო დეტალურად მოგვიყევით, რას მოიცავს პროექტი „კრწანისი გრანდე“?
მოგეხსენებათ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება თანამედროვე ადამიანების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრიორიტეტად იქცა. ყველასათვის უმნიშვნელოვანესია მყუდრო და კომფორტული სახლი, სადაც ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში ბედნიერად იცხოვრებენ. „კრწანისი გრანდეს“ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს, რომლითაც ის განსაკუთრებით მომხიბლავია ბინადრებისთვის. ეს გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო, უმაღლესი ხარისხის მასალითა და საერთაშორისო სტანდარტის სრული დაცვით შესრულებული მშენებლობა, მართლაც საოცარი, წარმტაცი, პანორამული ხედები და ადგილზე მიწოდებული ყველა ის სერვისი, რომელიც ადამიანების სრულყოფილ კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს.
რატომ კრწანისი?
კრწანისი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა უბანია. ჩვენ არ დავჯერდით წლების წინ ჩატარებულ კვლევებს და მშენებლობის პროცესშივე დავუკვეთეთ გარემოს დაცვის სამინისტროს კვლევა არსებული ეკოლოგიური გარემოს შესახებ. აღმოჩნდა, რომ ახლაც კი, შუაგულ მშენებლობის პროცესში, როცა ტერიტორიაზე ამდენი სამშენებლო ტექნიკა მოძრაობს და ჰაერი მშენებლობის მტვრითაა გაჯერებული, „კრწანისი გრანდეს“ ეკოგარემო აბსოლუტურად მდგრადია და მტვრის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე 40-ჯერ ნაკლებია. ცალკე ხაზგასასმელია ამ უბნის განსაკუთრებული სიმყუდროვე და სასიამოვნო სამეზობლო. მოგეხსენებათ, კრწანისი დიპლომატიური უბანია და საკონსულოების 90% სწორედ აქაა თავმოყრილი.
„კრწანისი გრანდეს“ ქალაქის ცენტრიდან მინიმალურ დაშორებაზეა. თუმცა ტემპერატურული სხვაობა ცენტრთან საკმაოდ შესამჩნევია. ზაფხულში აქ ყოველთვის მინიმუმ 3 გრადუსით უფრო გრილა. კოჯრის ხევი და კრწანისის გამორჩეული ლანდშაფტი ბუნებრივად უზრუნველყოფს ჰაერის ფილტრაციას და განსაკუთრებულ, ეკოლოგიურად სუფთა მიკროკლიმატს ქმნის.
კრწანისის კიდევ ერთი ღირსება, როგორც აღვნიშნე, მისი მოსახერხებელი მდებარეობა გახლავთ. სულ რაღაც 3-7 წუთია საჭირო ქალაქის ცენტრამდე, ძველ თბილისამდე მისასვლელად.
თამარ, გაგვაცანით ინფრასტრუქტურა, რომელიც კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი.
საცხოვრებელ სახლებთან ერთად, ერთ სივრცეში იქნება მოქცეული სრული ინფრასტრუქტურა, რაც ბინადრებს სრულყოფილ კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს შეუქმნის. ტერიტორიაზე იქნება სუპერმარკეტი, აფთიაქი, კვების ობიექტი, დიდი და კეთილმოწყობილი პარკინგი, ავტომობილების სამრეცხაო და რაც მთავარია, „კრწანისი გრანდეს“ მცხოვრებლებს კომპლექსის შიგნით ექნებათ არა მხოლოდ ეზო, არამედ უზარმაზარი, 1 ჰექტარზე გაშენებული საკუთარი პარკი, რომელიც მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის იქნება განკუთვნილი.
ჩვენ განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებულ მობინადრეებს. მათ კომპლექსის შიგნით ექნებათ სრულყოფილად აღჭურვილი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, ოლიმპიური ზომის ღია და დახურული აუზები, ფიტნეს და სატრენაჟორო დარბაზები, სპა-ცენტრები. რაც მთავარია, ამ ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას თავად „გრანდე ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
საინტერესოა, პანდემიის პერიოდმა რამდენად იქონია გავლენა თქვენს აქტიურ სამშენებლო პროცესზე? შეფერხება თუ გქონდათ?
პანდემია გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია, ყველაფერს შეეხო. თუმცა სახელმწიფომ მოგვცა საშუალება, რეგულაციების დაცვით გაგვეგრძელებინა მშენებლობა, არ გავჩერებულიყავით და პირველი ტალღის ყველაზე კრიტიკული თვეები შედარებით რბილად გადავიარეთ. რაც ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის, „კრწანისი გრანდეს“ სრულად დაზღვეულია და არ არის დამოკიდებული მხოლოდ გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავლებზე. ამ ფაქტორმა მოგვცა საშუალება, არ გავჩერებულიყავით და სრული დატვირთვით გაგვეგრძელებინა მუშაობა.
ის, რომ მშენებლობის მთლიანი პროცესი თავიდან ბოლომდე დაზღვეულია, ცხადია, ჩვენი მომხმარებლების ჩვენ მიმართ ნდობის ხარისხზეც აისახა. მათ სრული გარანტია აქვთ, რომ „გრანდე ჯგუფის“ მიერ მიცემული ყველა პირობა ზედმიწევნით და დროულად შესრულდება. ამიტომ ჩვენი მომავალი ბინადრები მშვიდად, აუღელვებლად ელოდებიან დათქმულ ვადებში მშენებლობის დასრულებას.
როდის არის დაგეგმილი პროექტის ჩაბარება?
პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და მოიცავს 21 000 კვ.მ ტერიტორიის განაშენიანებას, სადაც ჯამში ოთხი საცხოვრებელი ბლოკი და 1 სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი შენდება. მშენებლობა ეტაპებად არის დაყოფილი და პირველი ფაზა უკვე ძალიან მალე, მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულება. პროექტის სრულად განხორციელების ვადა კი 5 წელია.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ბინადრებს განსაკუთრებულ კომფორტს ვთავაზობთ მშენებლობის ფაზებად განხორციელების პირობებშიც კი. ჩვენი დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ისე ვაშენოთ ყოველი მომდევნო ბლოკი, რომ უკვე დასრულებულ შენობაში შესახლებული ბინადრები არ შევაწუხოთ მომდევნო ბლოკების შენების პროცესით, არ გამოვიწვიოთ დისკომფორტი, არ დავურღვიოთ სიმშვიდე და შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები „კრწანისში გრანდეს“ ბინადრობის პირველივე დღეებიდან. შესახლებულ ბლოკებს ექნება თავისი მოპირკეთებული ეზო და გამოყოფილი იქნება მშენებარე ზონიდან. თუმცა პარკს და კომპლექსის სრულ ინფრასტრუქტურას საბოლოო სახე, ცხადია, პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ ექნება.
უფრო დეტალურად დაგვიხასიათეთ თქვენი არაჩვეულებრივი პროექტი.
სიამოვნებით. როგორც უკვე მოგახსენეთ, „კრწანისი გრანდეს“ პრემიალური ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც მცხოვრებლებმა სრულყოფილი საცხოვრებელი კომფორტი თუ ესთეტიკური სიამოვნება უნდა მიიღონ. შესაბამისად, ჩვენმა არქიტექტურულმა გუნდმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ულამაზესი ხედები დაისახა. პროექტი შემუშავდა ისე, რომ აბსოლუტურად ყველა ბინა ტერასული ტიპისაა, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება თბილისზე, პარკზე და მთის რეკრეაციულ ნაწილზე. ტერასები სივრცისა და ბუნებასთან სიახლოვის, სიმყუდროვის განსაკუთრებულ განცდას შესძენს ჩვენი კომპლექსის თითოეულ ბინადარს. მაღალი სართულის ბინების ვიტრაჟებიდან მხატვრის მიერ შესრულებული ულამაზესი პეიზაჟის მსგავსი ხედები ელოდება ჩვენს მცხოვრებლებს.
არქიტექტურულმა გუნდმა საგულდაგულოდ გათვალა ტერასებისა და აივნების სიღრმის ისეთი ზომები, რომელიც საზაფხულო ავეჯის განთავსების შემდეგ იდეალურ კომფორტს შეუქმნის მცხოვრებლებს. საზაფხულო ფართების გონივრული დაგეგმარება კიდევ უფრო პრიორიტეტული გახადა პანდემიამ და შეზღუდვებმა, რომელმაც უფრო ცხადად გამოავლინა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანების ცხოვრებაში კომფორტულად მოწყობილ, მყუდრო და ლამაზხედებიან გარე სივრცეებს.
ჩვენი საოჯახო ბინები მორგებულია ყველანაირი ცხოვრებისეული სტილისა და გემოვნების ადამიანებზე და ოჯახებზე. ბინების ფართები 60 კვ.მ-დან იწყება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მომხმარებლების მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა დიდი ფართის ბინებზეცაა.
თამარ, რა არის თქვენი განსაკუთრებული ნიშა? რით გამოირჩევა „კრწანისი გრანდეს“ სხვა მსგავსი პროექტებისგან?
უპირველესად, ეს არის მშენებლობის პროცესის უმაღლესი ხარისხი, რაც სრული უსაფრთხოებისა და მაღალხარისხიანი შენობების მიღების გარანტია. მშენებლობისას ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალას. ჩვენი პარტნიორია „ჰაიდელბერგცემენტი“, რომლის წარმოებული ცემენტი და ბეტონი ბაზრის უპირობო ლიდერია. ასევე ვთანამშრომლობთ საყალიბე მასალების კომპანია „დოკასთან“, რომელიც საუკეთესო ხარისხის საყალიბე მასალებს აწარმოებს და იდეალური სიზუსტის კონსტრუქციების გაკეთების აბსოლუტურ შესაძლებლობას იძლევა. ვიყენებთ უკრაინულ არმატურას − ერთ-ერთ საუკეთესოს დღევანდელ სამშენებლო ბაზარზე; კარ-ფანჯრების ნაწილში ჩვენი პარტნიორი „ალუტექ ჯორჯია“ გახლავთ, რომელიც უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ კარ-ფანჯრებს და ვიტრაჟებს დაგვიმზადებს. აღსანიშნავია, რომ შენობები თავიდან ბოლომდე ენერგოეფექტურია და მაქსიმალურად დაცულია ხმის იზოლაცია. მშენებლობა უსაფრთხოების სტანდარტს სრულად, 100%-ით აკმაყოფილებს, რაშიც იგულისხმება ხანძარსაწინააღმდეგო, ბუნებრივი აირის გაჟონვის საწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემები და სხვ.
კომპლექსში გათვალისწინებულია ე.წ. ჭკვიანი სახლის ფუნქციებიც, როგორც უსაფრთხოების დამატებითი გარანტი. ამ მიმართულებით პროექტის პარტნიორი SMARTER. GE გახლავთ − ერთ-ერთი ყველაზე სანდო და თვალსაჩინო კომპანია ბაზარზე, რომელიც უზრუნველყოფს საერთო სარგებლობის სივრცეების ავტომატიზებული უსაფრთხოების სისტემებით მოწყობას.
უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ უზარმაზარ პარკზე − კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ მშვენებაზე. როგორ გაქვთ დაგეგმილი პარკის განაშენიანება და სივრცითი განაწილება?
პარკში მოეწყობა განსაკუთრებული რეკრეაციული ზონა, რომელზეც ლანდშაფტის უნიჭიერესი არქიტექტორ-დიზაინერები იმუშავებენ და სივრცის ვიზუალურ-ესთეტიკურ და ეკოლოგიურ მიმართულებებზე იზრუნებენ. „კრწანისი გრანდეს“ ულამაზესი პარკი სათუთად შერჩეული, მრავალფეროვანი ნარგავებისგან შეიქმნება. რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ლანდშაფტის არქიტექტორები იზრუნებენ ისეთი ხე-მცენარეების შერჩევაზე, რომელიც აბსოლუტურად ყველა მობინადრისთვის იქნება უსაფრთხო და სრულიად არაალერგიული.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარკი მორგებული უნდა იყოს „კრწანისი გრანდეს“ აბსოლუტურად ყველა მცხოვრებელზე, მათი ასაკის, მოთხოვნების, ცხოვრების სტილის გათვალისწინებით. ამიტომ ერთმანეთისგან იქნება გამიჯნული მოსასვენებელი, წყნარი სივრცეები, საბავშვო ზონა, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, იქნება სივრცე თინეიჯერებისთვის. ჩვენ ვიფიქრეთ შინაურ ცხოველებზეც − პარკში გავითვალისწინეთ განსაკუთრებული ზონა, სადაც წვიმიან ამინდში ძაღლების გასეირნების შემდეგ, ჩვენი ბინადრები თავიანთ ერთგულ ოთხფეხა მეგობრებს ფეხებს გაუსუფთავებენ და ისე აიყვანენ შინ.
კიდევ რა დამატებითი კომფორტი და ბენეფიტი დახვდება თქვენს მცხოვრებელს „კრწანისი გრანდეში“?
ხაზს გავუსვამდი ჩვენი საოჯახო ბინების ნათელ და მზიან მხარეს. შენობის ბლოკებს შორის საკმაოდ დიდი დისტანციებია გათვალისწინებული. შესაბამისად, არ არსებობს ბინა, სადაც დღის განმავლობაში მინიმუმ 3 საათით მაინც არ მოხვდება მზე. ჩვენთან მოსული ბინადარი თავისი სურვილით აარჩევს საცხოვრებელს იმის მიხედვით, თუ თავად როგორ ურჩევნია: დილის ამომავალ მზეს უყუროს თუ ჩამავალს, აისით დატკბეს თუ დაისით…
კომპლექსის საერთო სარგებლობის სივრცეები დამატებითი ელექტროგენერატორებით იქნება აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ელექტროსისტემის გათიშვის შემთხვევაშიც კი, „კრწანისი გრანდეს“ საერთო სივრცეების სრული ნაწილი მუდმივად განათებული იქნება.
კომპლექსის თითოეული ბლოკის სადარბაზოები ლობის სტილში იქნება წარმოდგენილი და ეყოლება მენეჯერ-ადმინისტრატორი. ეს იქნება საერთო სარგებლობის სივრცეები, რომელთაც შესაბამისი საჭიროებით გამოიყენებენ მობინადრეები.
რაც შეეხება პარკინგს, როგორი პარკინგი მოეწყობა „კრწანისი გრანდეს“ მობინადრეებისთვის?
კომპლექსის ყველა მცხოვრებლისთვის განკუთვნილია მიწისქვეშა, 3-დონიანი, კეთილმოწყობილი პარკინგი 3-მეტრიანი ჭერით, სადაც გათვალისწინებული გვაქვს ელექტრომობილების დამუხტვისთვის საჭირო წყაროები. ჩვენი გუნდი იაზრებს, რომ უახლოეს წლებში საქართველოს ავტოპარკში შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ელექტრომობილების რაოდენობა და ამის გათვალისწინებით, ჩვენი მობინადრეები უპრობლემოდ შეძლებენ თავიანთი ავტომობილების დამუხტვას პარკინგზე.
რამდეად იქნება უზრუნველყოფილი კომპლექსის ტერიტორიის დაცულობა? როგორც ვხვდებით, მთელი ამ მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით სარგებლობის უპირატესობა მხოლოდ მობინადრეებს ექნებათ. ასეა?
დიახ, „კრწანისი გრანდე“ დაცული იქნება 24/7 რეჟიმში, აღჭურვილი იქნება სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით, ადგილზე მუდმივად იმუშავებს უსაფრთხოების სამსახური და ტერიტორიაზე გარეშე პირების, სტუმრების დაშვება მხოლოდ მობინადრეების ნებართვით მოხდება.
ამგვარად, მცხოვრებლების თვალი და ყური ადგილზე მომუშავე უსაფრთხოების სამსახური იქნება.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პროექტის დასრულებისა და ჩაბარების შემდეგაც გაგრძელდება თქვენი ჯგუფისა და „კრწანისი გრანდეს“ მობინადრეების თანამშრომლობა…
დიახ, ნამდვილად ასეა. კომპლექსის ჩაბარების შემდეგ, არათუ არ სრულდება ჩვენსა და ჩვენს მცხოვრებლებს შორის ურთიერთობა, არამედ პირიქით − შემდეგ დავიწყებთ მრავალწლიან მეგობრობას, რადგან „გრანდე ჯგუფი“ მთლიანად უზრუნველყოფს შენობებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების პატრონაჟსა და მოვლას, ადმინისტრაციული, დასუფთავების თუ უსაფრთხოების სრული სერვისების მიწოდებით. ამიტომ. ახლავე ჩვენი თითოეული მობინადრისადმი განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, ვუსმენთ ყურადღებით, ყველანაირად ვცდილობთ მოვერგოთ მათ სურვილებს, საჭიროებებსა და მოთხოვნებს, რადგან გვესმის, რომ ეს ურთიერთობა რამდენიმეწლიან მეგობრობად და პარტნიორობად უნდა იქცეს. ეს კი აუცილებლად მყარ ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული − მრავალწლიანი თანაცხოვრება „კრწანისი გრანდეს“ გუნდსა და მის მობინადრეებს შორის.
ტექსტი: თაკო გვაზავა