• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! World Logistics – სრული ლოგისტიკური მომსახურების ჯაჭვი ჩინეთიდან, ევროპიდან და თურქეთიდან

April 15, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

World Logistics-ი ქართული კომპანიაა, რომელიც სატრანსპორტო სფეროში წარმატებით მოღვაწეობს 2022 წლიდან. ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება კომპანიის მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა და მომხმარებელს სთავაზობს შერეული ტვირთების ტრანსპორტირების სრული ლოგისტიკური მომსახურების ჯაჭვს ჩინეთიდან, ევროპიდან და თურქეთიდან. კლიენტი ერთ სივრცეში იღებს საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე. გათვალისწინებულია მომხმარებლის მიზნებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე. ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს World Logistics-ის დირექტორთან, ეკა დიღმელაშვილთან.

 

 

 

უპირველესად, გაგვაცანით კომპანია. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებს?

საქართველოს სატრანზიტო ველი საკმაოდ გაიზარდა, შესაბამისად, გაზრდილია მოთხოვნა ჩინეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზეც. ამ შესაძლებლობების კვალდაკვალ ბაზარზე გამოჩნდა კომპანია World Logistics-ი, რომელიც წარმოადგენს სერვისოპერატორს ჩინეთის სახმელეთო ხაზის მიმართულებით, სადაც გადაზიდვა მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით ხორციელდება, რაც სატრანზიტო ვადის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს.

2022 წლიდან სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, ვინაიდან საჰაერო გადაზიდვის ღირებულება იზრდებოდა თვიდან თვემდე. სახმელეთო გადაზიდვის ტარიფი კი ბევრად დაბალი და სტაბილურია საჰაეროსთან შედარებით. მომხმარებლებს სურდათ პირდაპირი კომუნიკაცია მენეჯერებთან, რათა უპრობლემოდ მიეღოთ ტვირთის შესახებ სტატუსები და მარტივად მიეკვლიათ, ფაქტობრივად, მათ ესაჭიროებოდათ სრული სერვისი კარიდან კარამდე. სწორედ ამიტომ შეიქმნა კომპანია World Logistics-ი, რომელიც დაკომპლექტდა მცოდნე მენეჯერებით, პროფესიონალი კადრებით. გუნდს აქვს 12-წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროსა და სატრანსპორტო საოპერაციო მენეჯმენტში.

რას მოიცავს World Logistics-ის საქმიანობა?

დღეს World Logistics-ი მოწინავე კომპანიაა ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების სფეროში საქართველოს ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს გადაზიდვების გამჭვირვალე პროცედურას, რაც ნდობის საკითხს უფრო მეტად ზრდის. World Logistics-ი ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელიც 20 დღის ვადაში ახორციელებს ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებას. ამას ხელს უწყობს საკუთარი ავტომობილები, საკუთარი საწყობები ჩინეთის ორ ქალაქში (გვანჯოუ და ივუ), საკუთარი თანამშრომლები ყველა გამშვებ პუნქტზე, რა გზასაც სატვირთო გაივლის.

კლიენტების მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა გაეზარდა არეალი და მიმართულებები, რათა მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა სერვისი არა მხოლოდ ჩინეთზე, სადაც უშუალო გადამზიდები ვართ, ასევე ევროპასა და თურქეთში. აქედან გამომდინარე, 2024 წელს კომპანიამ გაზარდა მიმართულებები. შესაბამისად, World Logistics-ი ახლა უკვე არამხოლოდ ჩინეთის, ასევე ევროპისა და თურქეთის მიმართულებით ემსახურება კლიენტებს.

ჩვენ ვფლობთ ორ საწყობს სტამბულის ევროპულ და აზიურ ნაწილში, რაც გვაძლევს საშუალებას, კონკურენტუნარიანი ტარიფები გვქონდეს ბაზარზე. სატრანზიტო ვადა შეადგენს 3-4 სამუშაო დღეს. თურქეთიდან კვირაში 2 ნაკრები ტვირთების მანქანა გამოდის. გვყავს პარტნიორები ევროპაში და ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან შეგვიძლია შერეული ტვირთის ტრანსპორტირება. საწყობები მდებარეობს: იტალიაში, გერმანიასა და ბულგარეთში. საშუალოდ სატრანზიტო ვადა ევროპის შემთხვევაში შეადგენს 14-17 დღემდე.

 

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა World Logistics-ი? რა უპირატესობებით სარგებლობს კომპანია?

დღეს კომპანია ჩინეთიდან ამუშავებს თვეში 2000-2500 კუბამდე ტვირთს, რაც წარმოადგენს დაახლოებით 15-18 მანქანას თვეში. შესაბამისად, World Logistics-ის მომხმარებლებს შეუძლიათ დაგეგმონ თავიანთი შესყიდვები და მიიღონ ტვირთი ყოველკვირეულ, უწყვეტ რეჟიმში. კომპანია ნებისმიერი სირთულის ამანათისა და ტვირთის ტრანსპორტირებას ახდენს სასურველ ლოკაციამდე. კლიენტებს ხელს უწყობს ჩინეთში ნივთის შეძენის პროცესის გამარტივებაში და სთავაზობს მორგებულ ფასებს. სისტემატური დატვირთვა, გამოსვლები ჩინეთის საწყობიდან, გვაძლევს საშუალებას, მომხმარებლებს ჩავაბაროთ ტვირთი დროულად და დათქმულ ვადაში.

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა მთელ რეგიონში. საერთაშორისო გადაზიდვები უშუალოდაა დაკავშირებული თანამედროვე სავაჭრო ბრუნვასთან. აზიის განვითარების ფონდის ინიციატივაში „ერთი სარტყელი და ერთი გზა“, ჩართულია არაერთი ქვეყანა და წამყვანი ორგანიზაცია, ამ გზას ეძახიან ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმსხვილეს პროექტებს. კომპანია დღეს უკვე წარმოადგენს ლიდერს ჩინეთ-საქართველოს სახმელეთო მიმართულებით და ნამდვილად არ აპირებს დათმოს პოზიცია.

2024 წელს ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა ტრანზიტულ ქვეყნებზე, ესენია: აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. ჩინეთიდან იმპორტირებული ტვირთები გავიტანეთ მეზობელ ქვეყნებში, განხორციელდა რამდენიმე მსხვილი პროექტი და დღემდე აქტიურად ვახდენთ ამ მიმართულებით გადაზიდვებს. დაინტერესება დიდია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სატრანსპორტო კომპანიებთან და უახლოეს პერიოდში ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესო პროექტში ჩავერთვებით მეზობელი ქვეყნების სატრანსპორტო კომპანიებთან.

2025 წელს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იგეგმება სატრანზიტო დროის შემცირება, პირველ რიგში, გზების ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და ასევე, ზრდადი მოცულობებიდან. კიდევ რამდენიმე რეისი დაემატება კვირაში, შესაბამისად, იმპორტიორები უფრო მალე შეძლებენ შეკვეთილი პროდუქციის მიღებას საქართველოს საწყობებში. 2025 წელს ტვირთის ტრანსპორტირება ჩინეთიდან მოხერხდება 10-12 დღეში.

ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი მოთხოვნაა. ჩვენ გთავაზობთ ეფექტიან, ინოვაციურ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს. World logistics-ი ითვალისწინებს თქვენს მიზნებს, სურვილებს, საჭიროებებს და გთავაზობთ შესაბამის მომსახურებას.

რა ვადებში ხორციელდება ტვირთის ადრესატამდე მიტანა?

World Logistics-ი წარმოადგენს სერვისოპერატორს ჩინეთის, ევროპის, თურქეთის, საქართველოს სახმელეთო ხაზის მიმართულებით, სადაც გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით, რაც წარმოადგენს ვადის მინიმუმამდე შემცირებას, კერძოდ, ჩინეთიდან, მომხმარებლები ტვირთს იღებენ 20-25 დღემდე ვადაში. თურქეთიდან –  3-5 დღეში, ევროპიდან – 14-17 დღეში. კომპანია საკუთარი მანქანებით უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველომდე. სახმელეთო გადაზიდვის სერვისი მოიცავს: ზუსტ სატრანზიტო ვადებს, კონკურენტუნარიან ტარიფებს, დასაწყობებას და მარკირებას, ტვირთებისთვის საბაჟო ფორმალობების უზრუნველყოფას, ტვირთების დაზღვევას.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად Self Portrait-ის ღონისძიებაზე

#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად Self Portrait-ის ღონისძიებაზე

October 31, 2022
#OK! Burberry-ის მაღაზიაში საშოპინგოდ მიმავალი ნაომი კემპბელი: სუპერმოდელის ქუჩის სტილი

#OK! Burberry-ის მაღაზიაში საშოპინგოდ მიმავალი ნაომი კემპბელი: სუპერმოდელის ქუჩის სტილი

April 8, 2021
#OK! თათია ახალაია “ზუჰაირ მურადის” ჩვენებაზე გამოვიდა – ქართველი მოდელის მორიგი წარმატება

#OK! თათია ახალაია “ზუჰაირ მურადის” ჩვენებაზე გამოვიდა – ქართველი მოდელის მორიგი წარმატება

January 26, 2023
#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია სამხრეთ საფრანგეთში

#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია სამხრეთ საფრანგეთში

October 6, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები