• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია

January 30, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

Yesterday is gone. Tomorrow has not yet come. We have only today. Let us begin –

დედა ტერეზა

დრო სწრაფად გადის. ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელი სიურპიზი გველოდება, მათ შორის არასასიამოვნოც, თუმცა ეს ყველაფერი გვაძლიერებს და გვასწავლის, რომ რეალურად ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღე გვაქვს, რომელიც მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ და სხვებისთვის სიძლიერის მაგალითი ვიყოთ. ქალებს კი ეს ნამდვილად შეგვიძლია. შეგვიძლია ვიყოთ დედა, მეუღლე, გვქონდეს წარმატებული კარიერა და არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ წარმატებულ დედა-შვილს, თეა ადუაშვილსა და მარიამ ჩოქურს. მართალია მათ საკუთარი და განსხვავებული კარიერული გზა აქვთ, თუმცა მარიამისთვის დედის მაგალითი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია ცხოვრებაში. მან ნათლად დაინახა, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია დიდი სურვილი და დაუღალავი შრომა. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სწორედ დედაა მისთვის მთავარი მოტივატორი და ადამიანი, რომელიც მუდამ მის გვერდითაა.

 

გაეცანით ჩვენს მკითხველს..

(თეა ადუაშვილი): პირველ რიგში, ვარ ოთხი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია, საქართველოს აუდიტორული კომპანიის მმართველი პარტნიორი და საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი. საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC 2012 წელს სამმა ქალბატონმა დავაარსეთ, მე მმართველი პარტნიორი ვარ და დღემდე ვხელმძღვანელობ. ჩვენი კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

აუდიტორული მომსახურება ფინანსური თუ საგადასახადო მიმართულებით; ბუღალტრული მომსახურება; ფინანსური ანგარიშგების მომზადება; საკონსულტაციო მომსახურება საგადასახადო მიმართულებით; ბუღალტრული ბაზის აწყობა.

ასევე, ვხელმძღვანელობ საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციას, რომელიც ორმა ქალბატონმა პანდემიის დროს, 2020 წელს შევქმენით. ასოციაციაში გაწევრებულია 80-მდე ქალი. ასოციაციის ძირითად მიზნებს წარმოადგენს წევრების პროფესიული განვითარება, ასევე აქტიურად ვართ ჩართული ქალი მეწარმეების ხელშეწყობის სხვადასხვა პროექტში და უკვე მესამე წელია წარმატებით ვახორციელებთ პროექტს „100 მეწარმე ქალის მხარდაჭერა“, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოში ქალთა ეკონომიკურად გაძლიერების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ასოციაციამ გააფორმა მემორანდუმი სხვადასხვა ასოციაციასთან, ეს ყველაფერი კი საშუალებას გვაძლევს, ჩავერთოთ საერთაშორისო პროექტებში და პროფესიული მიმართულებით განვავითაროთ ასოციაციის წევრები.

 

(მარიამ ჩოქური): ამჟამად ვარ კომპანია „ამბოლის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი და საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი. „ამბოლი“ საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბდა. ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს რებრენდინგი, რაც გულისხმობს 100%-ით მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებული მომსახურების კონცეფციის დანერგვას. გვსურს შევცვალოთ არსებული წარმოდგენა ავტომობილის მოვლის შესახებ მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების მიწოდებით. ეს მისია კი ავტომობილების მოვლის გამარტივებაა, რათა ადამიანებს მიეცეთ საშუალება, მეტი დრო და ენერგია დაუთმონ პირად ცხოვრებას.

 

გვესაუბრეთ, როგორი იყო თქვენი გზა წარმატებამდე, გაიხსენეთ კარიერის პირველი ნაბიჯები…

(მარიამი): ყოველთვის მინდოდა დავხმარებოდი ადამიანებს. სწორედ ამიტომ პროფესიად ფსიქოლოგია ავირჩიე. სწავლის პარალელურად დავიწყე სტაჟირება Hr-ის მიმართულებით, ჩემს მოვალეობაში ძირითადად გასაუბრებები, ატესტაციები და მარტივი ადმინისტრაციული საკითხები შედიოდა, თუმცა მახსოვს, ამ ყველაფერს დიდი მონდომებით და სიხარულით ვაკეთებდი. უდიდესი სურვილი მქონდა, სასიკეთო საქმე მეკეთებინა კომპანიისთვის და ამასთანავე, ახალი საქმეები შემესწავლა. შემდეგ ვიყავი ასისტენტი, სპეციალისტი, მენეჯერი… ფაქტობრივად, ჩემი მიმართულებით ყველა პოზიცია გავიარე, რათა გუნდის ლიდერი გავმხდარიყავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შემდგომ, როდესაც კომპანიის მენეჯმენტში მკვიდრდები, ძალიან კარგად გესმის ყველა პოზიციაზე მყოფი თანამშრომლების მოლოდინები და საჭიროებები.

 

თქვენი აზრით, რას მოაქვს წარმატება, რა თვისებები გიწყობთ ხელს საქმეში?

(მარიამი): წარმატება, პირველ რიგში, აუცილებლად დიდი შრომის შედეგად მოდის. ჩემს შემთხვევაში ძალიან რთული იყო სრულგანაკვეთიან სამუშაოსთან სწავლის შეთავსება. იყო დღეები, როდესაც დაძინებასაც ვერ ვასწრებდი, თუმცა ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, ვინაიდან, თუ მაქსიმალურად არ ვიხარჯები, მაშინ თავს პროდუქტიულად ვერ ვგრძნობ. ზოგადად, საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები, გაკეთებულ საქმეს რომ გადახედავ, არ უნდა დაგრჩეს განცდა, რომ უკეთესადაც შეგეძლო გაგეკეთებინა. რაც შეეხება თვისებებს, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, ემპათიურობა, პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, ოპტიმისტური განწყობა არის ის, რაც ძალიან მეხმარება, რომ ჩემი საქმიანობა იყოს წარმატებული.

(თეა): მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, ჩემს შემთხვევაში დამეხმარა ლიდერული თვისებები, ასევე უზომო პასუხისმგებლიანობა საქმისადმი.

 

როგორ მივაღწიოთ ბალანსს – ერთდროულად ვიყოთ კარგი დედა და კარგი ხელმძღვანელი?

(თეა): საქმისა და ოჯახისადმი დიდი სიყვარული და პასუხისმგებლობა გაძლევს იმის საშუალებას, სწორად დააბალანსო დრო. საკმაოდ რთულია ოთხი შვილის დედობა, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა მთავარი და უპირველესი მაინც სიყვარულია… სიყვარული შვილებისადმი, შენი კომპანიისადმი, რომელიც მეხუთე შვილივით გიყვარს. როცა სურვილი დიდია, მაშინ ბალანსის დაცვასაც ახერხებ!

(მარიამი): ჩემი ბავშვობის მოგონებებში დედა ყოველთვის მუშაობასა და სამსახურთან ასოცირდება. ხშირად იყო შემთხვევები, როცა გვიან ღამემდე ვერ ბრუნდებოდა შინ, შესაბამისად, მისი წარმატება თავდაუზოგავი შრომის შედეგია. დღეს რომ ვფიქრობ და ვაკვირდები, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ მოახერხა ყოფილიყო თავის საქმეში ასეთი წარმატებული და თან დედა, რომელიც ყოველთვის მზად არის მხარი დაგიჭიროს და იმწამსვე გაჩნდეს იქ, სადაც გჭირდება.

 

რამდენად მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტის სწორად დაგეგმვა?

(თეა): უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს 21-ე საუკუნეში. ეს ჩემი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

(მარიამი): „Yesterday is gone. Tomorrow has not yet come. We have only today. Let us begin“ (დედა ტერეზა),დრო ისე სწრაფად გადის, უნდა ეცადო, სწორად და პროდუქტიულად გამოიყენო. მე მჯერა მოსაზრების, რომ თუ სწორად დაგეგმავ, ყველაფერს მოასწრებ და გააკეთებ. მქონდა პერიოდი, როცა დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ვერასდროს ვასწრებდი ვარჯიშს, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ გადავწყვიტე სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე ავმდგარიყავი და ეს დრო ვარჯიშისთვის დამეთმო. მას შემდეგ უკვე ერთი წელია ყოველდღე დილის 7 საათზე ვდგები, ნახევარი საათით ვვარჯიშობ იოგას და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

 

რა ან ვინ არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

(მარიამი): ჩემი მთავარი მოტივატორი დედაა, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას და თავისი დამოკიდებულებით მიბიძგებს, ვიყო წარმატებული და ძლიერი. ასევე, ჩემი შვილი, ოჯახი და გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებსაც თუნდაც მცირედით ვეხმარები, რათა
მათი ცხოვრება უკეთესი გახდეს.

(თეა): ჩემი მოტივატორები არიან ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი და ყველა ის ადამიანი, რომელიც მენდობა და იმედით შემომყურებს! ასევე, დიდი მოტივატორია ნდობა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან. მათ ნდობას უმაღლესი პასუხისმგებლობით ვეკიდები. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია კომპანიაში გუნდთან თანამშრომლობა, გუნდურად მუშაობა. ჩვენ ასეთი მიდგომა გვაქვს. ბანალური ფრაზაა, მაგრამ ზუსტად ასახავს ჩვენი მუშაობის პრინციპს – „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

(მარიამი): 2023 წელს ვხვდებით ახალი ენერგიით, შემართებით და გეგმებით. ვგეგმავთ საინტერესო პროექტებსა და სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, შეისწავლონ სხვადასხვა საქმიანობა და შემოუერთდნენ კომპანიას, სადაც დახვდებათ მეგობრული გუნდი და სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.

 

(თეა): მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ ასოციაციის საერთაშორისო მიმართულებით. ფაქტობრივად, ახლა დავიწყეთ 2023 წლის დაგეგმარება, თუმცა… რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად დამიდგინდა მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე. ამ ამბის გაგება ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისა და ახლობლებისთვის შოკის მომგვრელი იყო. 49 წლის ასაკში, პროფილაქტიკის მიზნით, ყოველ 6 თვეში ერთხელ ხდებოდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ეს შედეგი მივიღეთ. ყველანი ძალიან განვიცდით ამ ამბავს, თუმცა იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებ და მომავალში ჩავწეროთ ინტერვიუ ამის შესახებ! ვარ იმედიანად, შემართებით და გამარჯვების მოლოდინით.

მჯერა, რომ დაამარცხებთ სიმსივნეს! ამაზე კი სულ სხვა ინტერვიუში ვისაუბროთ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე
OK! კულტურა

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! გაზაფხულის დღესასწაული L’OCCITANE -ში

#OK! გაზაფხულის დღესასწაული L’OCCITANE -ში

March 14, 2023
#OK! ცნობილი ტელეწამყვანები და მათი უნიკალური სტილი

#OK! ცნობილი ტელეწამყვანები და მათი უნიკალური სტილი

October 1, 2021
#OK! იყავით გამორჩეული „მარიამორთან“ ერთად

#OK! იყავით გამორჩეული „მარიამორთან“ ერთად

October 1, 2021
#OK! ნიკოლ კიდმანმა 2,78 მილიონ დოლარად სიდნეიში მდებარე პენტჰაუსი შეიძინა!

#OK! ნიკოლ კიდმანმა 2,78 მილიონ დოლარად სიდნეიში მდებარე პენტჰაუსი შეიძინა!

July 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები