• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ტყის პირველი ბაღი ღია ცის ქვეშ – „ბუნებარე“ თამაშის წესებს ცვლის

May 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

პირველი ქართული ტყის ბაღი „ბუნებარე“ პანდემიის დროს დაარსდა. მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო, ბავშვები ჩაკეტილი სივრციდან გარეთ გამოეყვანა. ბუნებასთან სიახლოვე − ტყეში ნანახი ზღარბები თუ ციყვები, მცენარეების მოვლა, თოვლ-ჭყაპში „ტალახის თამაშები“ და გირჩების შეგროვება − ეს ყველაფერი მათი ყოველდღიურობა გახდა. ეს არის ის, რაც თქვენს ბავშვებს გაჯეტებს ჩაუნაცვლებს და თავიდან აარიდებს ეკრანდამოკიდებულებას თუ სხვა პრობლემას. „ბუნებარეში“ მიიღებიან 2-დან 6 წლამდე ბავშვები. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი დღე ამინდივით მრავალფეროვანია. საქართველოს მასშტაბით ტყის პედაგოგიკის ერთადერთი პრაქტიკოსი, გარე ადრეული განათლების მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელი და „ბუნებარეს“ დამფუძნებელი − თამარ ჩაკვეტაძე #OK!-ის ესაუბრა ღია ცის ქვეშ საბავშვო ბაღის უპირატესობებზე.

რა იყო „ბუნებარეს“ შექმნის მთავარი მიზანი?

ტყის პედაგოგიკის, როგორც ალტერნატიული სწავლების, დაფუძნებას საქართველოში ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება უსწრებდა შიდა თუ დახურული ბაღების სივრცეში. ოთხ კედელში გატარებულმა მრავალმა წელმა დამანახა ტყის პედაგოგიკის „ვალი“ ადრეულ განათლებაში. ჩემი შვილიც, „დახურული სისტემიდან“ გამომდინარე, პასიურ განათლებაში გაიზარდა, როგორც ბავშვთა უმრავლესობა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჩემი შვილისთვის და სხვა ბავშვებისთვის მემეტება. პანდემია კი პირდაპირ ხელს შეუწყობდა ეკრანდამოკიდებულებას, მეტყველების შეფერხებას, ქცევით პატერნებს, ჰიპერაქტიურობას, სოციალიზაციის დეფიციტს, ციფრულ აუტიზმს და ა.შ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მშობლებისა და ბავშვების დახმარება. „ბუნებარემ“ მთავარ მიზნად დაისახა ბუნებაზე დაფუძნებული, გარე სწავლებით გენერალური მექანიზმი გამხდარიყო ბავშვთა ადრეული განათლების ეტაპზე, რათა ჯანსაღი ოკუპაციური განვითარებისთვის ხელი შეეწყო. „ბუნებარემ“ ადრეული ასაკის ბავშვებში გარეთ თამაში დააბრუნა!

ბაღი არის ადგილი, სადაც ბავშვის პიროვნებად ფორმირება იწყება. რა როლი აქვს გარე სივრცეს ამ დროს?

გერმანული ტერმინი Kindergarten ფრიდრიხ ფრობელმა შემოიღო, რაც მცენარეებით სავსე ბაღში ბავშვების თამაშს მოიაზრებდა. იგი მიხვდა, რომ თამაშით ბავშვები ცოდნასა და გამოცდილებას ასაკის შესაბამისად იღებდნენ. ბუნებაზე დაფუძნებული სწავლებით ტყის პედაგოგიკა წამყვანია ემოციური ინტელექტის განვითარების კუთხით. ძლიერი ემოციური ინტელექტი კი აკადემიური მოსწრების მთავარი იარაღია! მეტიც − პიროვნების ფორმირების საუკეთესო ვარიანტს გვთავაზობს. სკანდინავია, დანია, ბრიტანეთი და გერმანია ტყის პედაგოგიკის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სახელმწიფოებია.

 

გარე სწავლების უპირატესობები…

თამაში − ბავშვების მთავარი ოკუპაციაა, ხოლო ადრეული ასაკი გარეთ თამაშზე დაფუძნებულ სწავლებებს შესანიშნავად იყენებს უნარების გასაძლიერებლად. ტყის პედაგოგიკა ტყის თერაპიის დახმარებით ბავშვებს განსხვავებულ გამოცდილებას სძენს, ნებისმიერ სეზონსა და ამინდში. „ბუნებარემ“ წვიმაში, ქარსა და თოვლში თამაში ცოდნის მიღების საფუძვლად აქცია.

სენსორულად მრავალფეროვანი გარემოდან, ტყის პედაგოგიკა კარს უღებს ნებისმიერ ბავშვს და მხარს უჭერს ინკლუზიურ მიდგომებს − თანასწორობისთვის. არაერთი თერაპევტი თუ ფსიქოლოგი თანამშრომლობს ჩვენთან და რეკომენდაციას უწევს „ბუნებარეს“ მიდგომებს. ტყის პედაგოგიკის დახმარებით ბავშვებმა ისწავლეს სხვადასხვა სირთულესთან გამკლავება: ემოციების ბალანსი, ურთიერთდახმარება, დაბრკოლებების გადალახვა… ტყის პედაგოგიკა ჰოლისტურ განვითარებას ეფუძნება, აქ შეძენილი უნარები მთელი ცხოვრების განმავლობაში იჩენს თავს.

რა განსხვავებაა ღია ცის ქვეშ საბავშვო ბაღსა და დახურული სივრცის ფორმატს შორის?

პირველი განსხვავება სივრცეა. თუკი შიდა ბაღებში სივრცე ერთ ან რამდენიმე ოთახში ნაწილდება, ტყის პედაგოგიკაში „საკლასო ოთახი“ სრულიად ტყის მასივია. ბავშვები თავისთავად ხდებიან თამაშის არქიტექტორები. გარემო თავისთავად არის მრავალფეროვანი იმდენად, რომ წარმოსახვისა და კრეატივის დახმარებით განუსაზღვრელია. მეტიც − თუ აქტივობისას რაიმე უჩვეულოს გადავაწყდებით, რომელიც ბავშვების ყურადღებას იპყრობს, მაგალითად შევამჩნიეთ ზღარბები, ბავშვებს ვაძლევთ საშუალებას დააკვირდნენ ყველაფერს მათი ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე. შეეხონ სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმს.

ამავდროულად, ტყის პედაგოგიკაში აქტიური განათლების კურიკულუმია: ჩვენ მუდამ ვმოძრაობთ, ვცოცავთ, ვგორავთ, ვაძლიერებთ მსხვილ და ნატიფ მოტორიკას, ბალანსის შეგრძნებას, სხეულის მართვას და თვითრეგულაციას. რაც მეტად დაგვიმუშავდება კიდურები, მით უფრო გაგვიმარტივდება კალმის ხმარება, წერასა და კითხვას ბევრად სწრაფად ვსწავლობთ. და რაც ფასდაუდებელია, ვსწავლობთ ბუნებასთან, სამყაროსთან კომუნიკაციას, მის გაფრთხილებასა და რესურსის ჯეროვნად გამოყენებას.

უსაფრთხოება ზოგისთვის დახურულ სივრცესთან ასოცირდება. როგორ უზრუნველყოფთ ბავშვების უსაფრთხოებას?

თუ განზოგადებულად შევხედავთ, საფრთხე, როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეშიც შეიძლება არსებობდეს. ჩემთვის საფრთხე „სტერილური“, პასიური, მუდმივად შენობებში მყოფი ბავშვების მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობაა. ის, რომ გარეთ თამაში დაგვავიწყდა, როგორც ბავშვთა განვითარების აუცილებელი პროცესი, არის რეალური საფრთხე.

ცხადია, ტყის პედაგოგიკა იმთავითვე მოიაზრებს პირველადი დახმარების ცოდნას, რაც გვაქვს კიდეც. ტყის პედაგოგები რისკს ყოველდღე აფასებენ, მათ შორის ამინდის რისკს. გეგმურ რისკ-ფაქტორებზე თავად ტყის პედაგოგიკა იღებს ინიცირებას, რომ ბავშვებმა თავიდანვე ისწავლონ საფრთხის შეფასება. მაგალითად, სანამ ბოტებით შევლენ, გაზომონ გუბის სიღრმე.

 

ზამთარში გარეთ ყოფნა, აქტივობა, ბავშვებისთვის რამდენად კომფორტულია?

ტყის პედაგოგიკის ცნობილი სლოგანია: „არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს შეუსაბამო ტანსაცმელი!“ მთავარია, ამინდის შესაბამისად გვეცვას. მით უმეტეს, თბილისში საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით გაცილებით მაღალი ტემპერატურაა ზამთრის სეზონზე. ყინვაში ყოფნას ბავშვებშიც და მშობლებშიც ვახალისებთ. ბავშვები იძლიერებენ იმუნიტეტს, სწავლობენ კოცონთან ურთიერთობას, ჰაბიტატს. თოვლ-ჭყაპშიც კი „ტალახის თამაშები“ მათი უსაყვარლესი გასართობია − აქ არავინ აძლევთ შენიშვნას ტალახში სენსორული თამაშების გამო.

ვინ ქმნის „ბუნებარეს“? მოგვიყევით თქვენს გუნდზე…

„ბუნებარეს“ ვქმნით ტყის პედაგოგები. ადამიანები, რომელთა კომპეტენციაში შედის ბავშვთა ფსიქოლოგია, ფილოლოგია, ეკოლოგია, სატყეო მენეჯმენტი, მოლაშქრეობა და ადრეული გარე განათლება. თითოეული ჩვენგანი ერთი პრინციპით მუშაობს: ხელი შეუწყოს მდგრად განათლებას გარე სივრცეში, ადრეული განვითარების ეტაპზე. დავეხმაროთ მათ ემოციური თუ ეკოლოგიური ინტელექტის კუთხით.

სამომავლოდ გვინდა „ბუნებარეს“ ხელმისაწვდომობა სხვა ქალაქებშიც გავზარდოთ, რათა დავაბრუნოთ გარეთ თამაში ადრეულ განვითარებაში.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები