• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ცვალებადი ნიშნები

July 10, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

 

„ცვალებადი ნიშნები“ ახალი ქართული სერიალია, რომელიც სტუდენტების ცხოვრებასა და მათ თავგადასავლებზე გვიყვება. სერიალი „კავეა პლუსისა“ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, გაუს თანამშრომლობით შეიქმნა. სერიალი მეგობრობაზე, სიყვარულზე, თავისუფლებაზე, წარმატებისკენ სწრაფვაზე, ახალგაზრდების პრობლემებსა და ბევრ ისეთ მნიშვნელოვან თემაზეა, როგორიცაა ბოდი შეიმინგი, ჰომოფობია, მშობლებისა და შვილების დაპირისპირება, ემიგრაცია.  კომედიური ჟანრის სერიალის მიღმა იმალება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომლებზე დაფიქრებაც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და როგორც ერთ-ერთმა მსახიობმა, ანუკიმ მითხრა, ძალიან მნიშვნელოვანია, სერიალს არა მხოლოდ ახალგაზრდებმა, არამედ უფროსმა თაობამაც უყუროს, რათა უკეთ დაინახონ თავიანთი შვილების პრობლემები. გთავაზობთ ინტერვიუს სერიალის რეჟისორ სოსო ბლიაძესა და მთავარ გმირებთან.

 

 

სოსო ბლიაძე – რეჟისორი

ორი სრულიად განსხვავებული პროფესია

კინოსადმი სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და, მიუხედავად იმისა, რომ სულ ხელოვნება მაინტერესებდა, სკოლის დამთავრების შემდეგ მაინც გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარე. ისე გამოვიდა, რომ ოჯახის ხაზს გავყევი, ზუსტად იგივე ფაკულტეტი აქვს დამთავრებული მამაჩემსა და ჩემს ძმას. ამის შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და ვიყავი უბედნიერესი. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა და, მით უფრო ხელოვანმა, აკეთოს ის, რაც გულით სურს.

კინო სულ იყო ჩემში, სულ რაღაცას ვიღებდი. თეატრალურში სწავლის დროსაც ყველაზე მეტი ფილმი მაქვს გადაღებული, მაგრამ ერთიმეორეზე უარესი იყო ეს ფილმები. ჩემი სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ყველაზე ძვირფასი“, ალბათ, ყველა დანარჩენს სჯობდა. ამ ფილმმა გახსნა გარკვეული კარი ჩემს ცხოვრებაში, შემდეგ იყო კიდევ 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ოთარის სიკვდილი“. ბოლოს კი „ ჩემი ოთახი“.

„ოთარის სიკვდილსაც“ და „ჩემს ოთახსაც“ ძალიან მრავალფეროვანი და საფესტივალო ცხოვრება ჰქონდათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფილმისთვის.

კინოდ ქცეული გამოცდილება

რეჟისურა არის გამოცდილება და გემოვნება. რაც უფრო იზრდები, უფრო დიდი შანსია, რომ კარგი ფილმი გადაიღო. რაც უფრო გემატება გამოცდილება, მით უკეთესად ახერხებ შენი გამოცდილების ეკრანზე გადმოტანას. შენი სათქმელის უკეთესად თქმას. მაგალითად, ახლა, როცა ვიღებ სერიალს 19 წლის ახალგაზრდებზე, ეს გაცილებით ადვილია, რადგან ეს პერიოდი თავად უკვე გავლილი მაქვს და, ასე თუ ისე, მესმის მათი. სხვანაირად იღებ 22 წლის ასაკში და სხვანაირად – 30 წლის შემდეგ. გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენად მნიშვნელოვანია აღიარება და ის ჯილდოები, რაც შენს ფილმებს აქვს მიღებული?

პირველ ეტაპზე ყველა ჯილდოს, პრიზს, დადებით შეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს არის შესაძლებლობა, დაამყარო ახალი კავშირები, ხალხმა გაგიცნოს. ახლა შედარებით ნაკლები ემოციით ვხვდები ჯილდოებს, რა თქმა უნდა, მიხარია, თუმცა არა ისე, როგორც კარიერის დასაწყისში.

აღიარება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თუ ფილმს არ აქვს საფესტივალო ცხოვრება, ნაკლებია შანსი, რომ გაიყიდოს და როდესაც ფილმი მიდის ფესტივალებზე, შემდეგ გაცილებით დიდია დაინტერესება. ჩემს შემთხვევაში გამიმართლა, როგორც „ოთარის სიკვდილზე“, ასევ „ჩემს ოთახზე“, ძალიან ბევრ ფესტივალზე მოხვდა და ბევრი პრიზი აიღო.

 

როგორ დაიწყო „ცვალებადი ნიშნები“?

მას შემდეგ, რაც „კავეა+“ შეიქმნა, სულ იყო სერიალზე მუშაობის მოლაპარაკებები. როდესაც ეს სცენარი და იდეა გაჩნდა, ძალიან მომეწონა, ყოველთვის მომწონდა სერიალები სტუდენტებზე. როდესაც 19, 18 წლის ვიყავი, ვგიჟდებოდი ჰოლივუდურ სტუდენტურ სერიალებზე, ძალიან საინტერესოა სამუშაო პროცესი, საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც აქამდე გამიკეთებია. ძალიან მომწონს, კომედიაა და კომედიის გადაღება ძალზე სახალისოა, რაც ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაცაა.

რა არის სერიალ „ცვალები ნიშნების“ მთავარი სათქმელი?

სერიალი არის ახალგაზრდებზე, დღევანდელ დღეზე, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაზე, თავისუფლებაზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე. დღევანდელ ახალგაზრდებს ეკუთვნით, იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ თავიანთი სერიალი. ეს არ არის მარტო გასართობი სერიალი, მის მიღმა ძალიან მნიშვნელოვან თემებს ვეხებით, როგორიცაა ბულინგი, ჰარასმენთი, ბოდიშეიმინგი, ჰომოფობია, ემიგრაცია, მშობლებისა და შვილების დაპირისპირება. სერიალში იქნება ძალიან ბევრი მომენტი, როცა ტირილამდე იცინებთ და ბევრი მომენტი, როცა იტირებთ.

 

ირაკლი კვირიკაძე – მსახიობი

ჩემი პერსონაჟი არის ალექსანდრე, პროგრამირების ლექტორია და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტ გაუში ამერიკიდან ჩამოდის ლექციების წასაკითხად. ერთი შეხედვით მსუბუქი და სასიამოვნოდ საურთიერთო ადამიანია, თუმცა ნელ-ნელა გამოჩნდება მისი პრობლემები, სტრესები, ის, რის გამოც დათანხმდა და ჩამოვიდა ამერიკიდან, ამ ყველაფერს თანდათანობით გაეცემა პასუხი, რაც ძალიან საინტერესოს ხდის პერსონაჟს. სერიალში პირველად ვთამაშობ, რაც საინტერესო გამოწვევა და გამოცდილებაა. ჩემს პერსონაჟზე მუშაობისას ვგრძნობ გარკვეულ პარალელებსაც და ბევრ სხვაობასაც. ჩემი გმირი უფრო თავდაჯერებულია, უფრო განათლებული, მეოცნებეა და სიყვარულის ძიებაშია. მისგან განსხვავებით, მე სიყვარული 7 წლის წინ ვიპოვე და, ამ მხრივ, გაცილებით სტაბილური ვარ.

 

ნია გუგავა – მსახიობი

ჩემი პერსონაჟი ნატა ძალიან პრინციპული, შრომისმოყვარე, სამართლიანი და მრავალფეროვანი გოგოა, რომელიც ცდილობს მოიპოვოს დამოუკიდებლობა და მყარად იდგეს ფეხზე. ნატა და ნია არ ჰგვანან ერთმანეთს, განსხვავებული ხასიათი და განსხვავებული გადაწყვეტილებები გვაქვს, ერთადერთი საერთო რაც არის, ესააა ბოდი შეიმინგის საკითხი, რომელსაც პირველივე სერიაში ვხვდებით. იმავეს მსხვერპლი ვიყავი მეც, რა გზაც მე გავიარე, ამ კუთხით იმავე გზას გადის ახლა ჩემი გმირიც. მე ეს გზა საკმაოდ რთულად გავიარე, დაახლოებით 12, 13 წლის ასაკიდან ინტენსიურად წამოვიდა კომენტარები ჩემს გარეგნობაზე, წონაზე და გარდატეხის ასაკი, ამ მხრივ, ჩემთვის რთული იყო. დღეს ვფიქრობ, რომ როგორიც არ უნდა იყო, რა იდეალებშიც არ უნდა ჯდებოდე, საზოგადოების წნეხის ქვეშ მაინც ხვდები და მაინც გიწევს სტერეოტიპებთან ბრძოლა. მივხვდი, რომ მთავარია შენ გრძნობდე თავს კომფორტულად შენს სხეულში, ყველასთვის მოსაწონი ვერასოდეს იქნები.

 

გივიკო ბარათაშვილი

მე ძირითადად თეატრში ვთამაშობ და ეს არის ჩემი პირველი გამოცდილება, აქამდე არც კინოსა და არც სერიალში არ მითამაშია. ჩემი გმირი ძალიან საინტერესო პერსონაჟია, რომელსაც ასევე ძალიან საინტერესო განვითარება აქვს. ჯერჯერობით ერთადერთი უარყოფითი პერსონაჟია და ესეც საინტერესოა.

ინტროვერტი, პედანტი, ცოტა გათამამებული, ფულიანი მამიკოს ბიჭია, რომელსაც ტოქსიკური ურთიერთობა აქვს თავის შეყვარებულთან, რომელიც არც ვიცი, უყვარს თუ არა, ალბათ, თავისებურად უყვარს კიდეც.

ძალიან საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო პროცესია ჩემთვის ამ სერიალში თამაში.

სერიალი არის სტუდენტურ მხიარულ ცხოვრებაზე, რომელიც ეხმიანება ძალიან ბევრ ისეთ პრობლემას, რაც ჩვენს თაობას აწუხებს და ამ მხიარულების მიღმა იმალება.

 

ანუკი ბუბუტეიშვილი

 

 

ჩემი გმირი ნენე ინტროვერტი, ჩაკეტილი ადამიანია, თუმცა ძალიან საინტერესო შინაგანი სამყაროთი.

როდესაც როლზე ვმუშაობდი, ვიხსენებდი ჩემს თავს 19 წლის ასაკში და მეც მქონდა იგივე პრობლემები და მეც გავიარე ის გზა, რასაც ჩემი გმირი ახლა გადის.

ვფიქრობ, რომ ნენეს პერსონაჟში ბევრი იპოვის საკუთარ თავს.

სერიალის მთავარი თემა ალბათ ის არის, რომ ოთხივე მთავარი გმირი და სხვა პერსონაჟებიც ცდილობენ საკუთარი თავის აღმოჩენას, დამკვიდრებას, შეცნობას. მეგობრობაზეა, სიყვარულზეა, თავისუფლებაზეა, წარმატებისკენ სწრაფვაზეა.

რაც უფრო მეტი სერია გამოვა, მით უფრო მიხვდება მაყურებელი, რამდენი მნიშვნელოვანი თემაა გაშლილი. იქნება ეს კლასობრივი სხვაობები, დოგმები, ბოდი შეიმინგი, ჰომოფობია, ემიგრაციის თემაა ძალიან აქტიური. ჩემს პერსონაჟთან ყველაზე ახლოს არის საკუთარ ცხოვრებაზე ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოპოვება და მშობლებთან სეპარაციის პროცესი, რაც ამ ასაკში ყველას გვიწევს.

ახალგაზრდა მაყურებლის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ სერიალს უფროსმა თაობამაც უყუროს და გარედან დაინახონ თავიანთი თავი, შესაძლოა ასე უფრო მეტი გაიგონ შვილების პრობლემების შესახებ.

 

 

 

ფოტო: ნანო თენოშვილი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ვიზაჟი: სოფიო საენკო

ტექსტი: სალომე სიხარულიძე

ლოკაცია: IQ Studio

გაიგე მეტი: ცვალებადი ნიშნები

ასევე გაეცანი

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე
ინტერვიუ

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

May 6, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ტესტი: Met Gala Quizz – ხარ თუ არა მოდის გურუ?
OK! ტესტები

#OK! ტესტი: Met Gala Quizz – ხარ თუ არა მოდის გურუ?

May 3, 2025
#OK! “ლალიკო”- ქართული რესტორნის პირველი ნაბიჯი ამერიკაში!
OK! News

#OK! “ლალიკო”- ქართული რესტორნის პირველი ნაბიჯი ამერიკაში!

May 1, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდი ბრიტანული Vogue-ის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

#OK! ბელა ჰადიდი ბრიტანული Vogue-ის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

July 20, 2022
#OK! მეგან მარკლსა და პრინც ჰარის მეტი შვილი აღარ ეყოლებათ

#OK! მეგან მარკლსა და პრინც ჰარის მეტი შვილი აღარ ეყოლებათ

July 15, 2021
#OK! “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი მეისი უილიამსი ახალი იმიჯით Porter magazine-ის გარეკანზე

#OK! “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი მეისი უილიამსი ახალი იმიჯით Porter magazine-ის გარეკანზე

April 19, 2022
#OK! “პრინცესა დაიანა და პრინცი უილიამი” – უახლესი კადრები ფილმ Spencer-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! “პრინცესა დაიანა და პრინცი უილიამი” – უახლესი კადრები ფილმ Spencer-ის გადასაღები მოედნიდან

April 1, 2021

კვირის ჰიტები

OK! მასპინძელი – ლემონსი

OK! მასპინძელი – ლემონსი

May 6, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

May 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები