• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მიზანდასახულობა, ნდობა და ცოტა რისკი ციცო ფუტკარაძის წარმატების ფორმულა

February 6, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დღევანდელი ჩემი რესპონდენტი მიზანდასახული და ძლიერი ქალია. ის რეალობას არასდროს შეშინებია, პირიქით, ყველაფერი გააკეთა მის შესაცვლელად, თავდაუზოგავმა შრომამ და მიზნისკენ სვლამ შედეგი გამოიღო და წარმატებამაც არ დააყოვნა. გამოწვევებს დღესაც არ უშინდება, ცდილობს ახალ-ახალი იდეები განახორციელოს და ბევრი ქალისთვის მაგალითი იყოს.

 

ბავშვობა…

დავიბადე ქალაქ გორის სოფელ ზერტში. მამაჩემსა და დედაჩემს 6 შვილი ჰყავდათ, მე ყველაზე პატარა ვარ. მამა პრინციპული და მართალი კაცი იყო. ყოველთვის მინდოდა მამაჩემისნაირი ვყოფილიყავი, სხვების პატივისცემა დამემსახურებინა. დღესაც ასე ვფიქრობ, ადამიანი, პირველ რიგში, უნდა იყოს მართალი ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ სხვებთან.

სპორტით ვიყავი დაკავებული და შრომა არასოდეს მეზარებოდა, თუმცა მაშინ ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენს მივაღწევდი.

ძალიან მინდოდა თბილისში მქონოდა პატარა სახლი, თუმცა რეალობა ძალიან რთული იყო – ომი, უშუქობა, ეკონომიკური სიდუხჭირე. ცოტა ხნით საბერძნეთში წავედი და მივხვდი, რომ იქ მუდამ სტუმარი ვიქნებოდი. მოვაგროვე გარკვეული თანხა და უკან დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში. წასვლის დღიდან 21 წელი გავიდა და იქიდან მოყოლებული, რამდენიმე შპს-ს ვფლობ, რამდენიმე ტურისტულ ობიექტს, სასტუმროს და ამ 21 წელს რომ გადახედოთ, არცერთი წელი არ მაქვს უქმად გატარებული.

 

ოჯახი…

მყავს მეუღლე – ტარიელ ფუტკარაძე, ორი შვილი – მარტა და ოთარ ფუტკარაძეები და ორი შვილიშვილი – დემეტრე ბერიანიძე და ციცია ფუტკარაძე. ჩემმა ქმარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ბიზნესვუმენად ჩამოყალიბებაში, ის ყოველთვის გვერდში მედგა და ყველაფერს აკეთებდა ჩემი ბედნიერებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახის უსაზღვრო სიყვარულმა და თავდადებამ ყველაფერი შემაძლებინა.

 

 

ქალბატონო ციცო, როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?

შრომას, მიზანდასახულობას და ცოტა იღბალიც საჭიროა. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ყოფილა მომენტები, როცა ფორტუნამ ზურგი მაქცია, თუმცა არ დავნებებულვარ, ეს ტრაგედიად არ მიქცევია და მჯეროდა უფლის…. იმის, რომ ჩემი შრომა ადრე თუ გვიან დაფასდებოდა.

 

წარმოგვიდგინეთ Hotel Zerta Old Tbilisi

წლებია სასტუმროების ბიზნესში ვარ და მინდოდა შემექმნა განსხვავებული და განსაკუთრებული, ყოფილიყო ძველისა და ახლის სინთეზი. ვერ ვხატავ, თუმცა იდეები და ხედვა შეიძლება ითქვას, კარგი მაქვს, სწორედ ამ ხედვის გადმოცემა მინდოდა, შევეცადე და მის სისრულეში მოსაყვანად მხატვარ-დიზაინერები დამეხმარნენ. ნანუკა გოცაძემ, ზურა გვერდწითელმა, მაია ბოჭორიშვილმა, მარიამ მელაძემ, რეზო ჩაჩხიანმა და ლეილა მეფარიძემ ინდივიდუალურად იმუშავეს თითოეულ ოთახზე, სულ 12 ნომერია. ქართული თემატიკის ოთახებში იგრძნობა მე-19 საუკუნე, ის ყველაფერი, რითაც ეს საუკუნე იყო გამორჩეული – ფარდაგების ოთახი, ქართველი მეფეების, მწერლების. ამასთანავე, ეგვიპტური თემატიკის, კლეოპატრას ოთახი და სხვ.

ამას გარდა, „ზერტაში“ წარმოდგენილია კაფე-რესტორანი, სადაც დიდი სურვილი მაქვს, გაიმართოს საღამოები, ლიტერატურული თუ სხვ.

 

 

„ზერტას“ მთავარი უპირატესობა…

„ზერტას“ მთავარი უპირატესობა მისი გამორჩეული კონცეფციაა, ის არ ჰგავს სხვა სასტუმროებს. სრულიად განსხვავებული ხელნაკეთი ინტერიერი სულ სხვა ხიბლს სძენს მას და გვიყვება ისტორიას, რომლის ნაწილი თვითონ ის სტუმარიც ხდება, ვინც „ზერტას“ აირჩევს. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ტურისტები გვსტუმრობენ, ხშირად გვეკითხებიან ოთახების თემატიკაზე, ისინი ეცნობიან საქართველოს კულტურას და მიხარია, რომ ამ ყველაფერში ჩვენი წვლილი შეგვაქვს. „ზერტა“ ახალი გახსნილია და ჩემი გეგმებიც, ძირითადად, მას უკავშირდება. ვფიქრობ, თუ ერთხელ მაინც ესტუმრებით „ზერტას“, მეორედ, მესამედ და კიდევ ძალიან ბევრჯერ მოხვალთ.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

November 15, 2025
#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

April 30, 2021
OK! მიზანი, როგორც წარმატების საწინდარი – ინტერვიუ დალი კეკელიძესთან

OK! მიზანი, როგორც წარმატების საწინდარი – ინტერვიუ დალი კეკელიძესთან

May 15, 2024
#OK! მაია კნიაზევა – მოდის, თეატრისა და კულტურის სინთეზი

#OK! მაია კნიაზევა – მოდის, თეატრისა და კულტურის სინთეზი

June 12, 2026

კვირის ჰიტები

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

November 4, 2026
#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

November 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები