• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! თამაში თანასწორობისთვის

July 8, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ლანჩხუთი, ჭიათურა, მარნეული და ყაზბეგი – ასეთი იყო ივნისის განმავლობაში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ გეოგრაფია. ამ მოგზაურობის მიზანი სპეციალურად ახალგაზრდებისთვის შემუშავებული ღონისძიებების სერია „თამაშები თანასწორობისთვის“ გახლდათ, რომელსაც მთლიანობაში ასამდე მოზარდი დაესწრო. აღნიშნული აქტივობა ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად და მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად დაიგეგმა. ღონისძიებების მთავარი მიზანი იყო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება და ადგილობრივი საკითხების გადაჭრაში, სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკური ცხოვრებაში მათი მეტი ჩართულობის წახალისება.

 

 

„ცნობიერების ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია თანასწორი, ინკლუზიური და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობისთვის, სადაც ყველა ადამიანს, ქალსა თუ კაცს, ხანდაზმულსა თუ ახალგაზრდას, შეუძლია თავისი შესაძლებლობებისა და მისწრაფების სრულად რეალიზება. ჩვენი სამაგიდო თამაში ეხმარება ახალგაზრდებს სწორად შეაფასონ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები და საკუთარ თავში მოძებნონ მათი დაძლევის სუპერძალა“, – აღნიშნავს ია დადუნაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის მენეჯერი.

ღონისძიებების მთავარი აქტივობები თანასწორობის თემაზე საჯარო ლექციები და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სპეციალურად შექმნილი სამაგიდო თამაშის, „ქალები საქართველოდან“ გუნდური თამაში იყო.

 

 

ლექციების სერიას ჟურნალისტი და მწერალი, დათო გორგილაძე უძღვებოდა, რომელიც საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს: „ადგილობრივ ახალგაზრდებთან თანასწორობაზე, სქესთა თანაბარ უფლებებსა და მეტ შესაძლებლობებზე ვისაუბრე, რაც თანამედროვე საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს წარმოადგენს. რეგიონში მცხოვრებ მოზარდებთან შეხვედრებმა უაღრესად საინტერესოდ ჩაიარა, ყველაზე ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ვიმუშავეთ დიალოგის და არა მონოლოგის რეჟიმში, რასაც ცოცხალი უკუკავშირიც ახლდა. ერთად ვცდილობდით გაგვეხსენებინა მაგალითები ლიტერატურიდან, კინოდან, ჩვენი პირადი გამოცდილებიდან, რაც განსახილველ თემებს უფრო მკაფიოდ და საინტერესოდ აქცევდა. ამ ყველაფრის ერთობლიობა, ამ ნათელი გონების მქონე ადამიანებთან საუბარი, ჩემთვისაც სასარგებლო და მეტად დასამახსოვრებელი იყო და, იმედი მაქვს, მათთვისაც“.

 

 

„ქალები საქართველოდან“ ანტიდისკრიმინაციული ხასიათის სამაგიდო თამაშია, რომლის მთავარი მიზანია, ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციის გზით, მოთამაშეებს ცნობიერების ამაღლებაში დაეხმაროს. თამაშისას თორმეტიდან ერთ-ერთ პერსონაჟად გარდაიქმნებით, მოირგებთ საქართველოში მცხოვრები ქალების როლს და  ამ როლის თანმდევ ყველა წინააღმდეგობასა და სტერეოტიპს გაიზიარებთ. ამავდროულად, გაითავისებთ მათ სურვილებსა და მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევ გზებს დასახავთ. თამაში ნაბიჯ-ნაბიჯ განიხილავს იმ ძირითად რეალურ სიტუაციებს, როდესაც ქალებს სტერეოტიპებისგან განთავისუფლებისა და დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ხშირად უხდებათ  თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლა.

 

 

თუმცა ნუ გგონიათ, რომ თამაშისას ვერ გაერთობით, ან ვერ იმხიარულებთ. „ქალები საქართველოდან“, პირველ რიგში, ერთმანეთის გაცნობასა და უკეთესად გაგებას გთავაზობთ; ის ერთ-ერთი საშუალებაა არა მხოლოდ ახალი ადამიანები დაიმეგობროთ, არამედ ძველი მეგობრებიც უკეთესად გაიცნოთ. ეს კი, ახლის შემეცნებასთან ერთად, ყოველთვის სასიამოვნო პროცესია.

 

 

თამაშის დაფა ე.წ. ნაბიჯებისგან შედგება, რომლებიც მოთამაშემ კამათლის გაგორების შედეგად უნდა გაიაროს და ასე გადალახოს სტერეოტიპებისა და მიზნებისგან შემდგარი გზა. სწორედ, ამ გზას გაივლიან ქალები საქართველოდან: პოლიტიკოსი თამარი, შეფმზარეულობაზე მეოცნებე სამი შვილის დედა მარიამი, აზერბაიჯანელი მოზარდი გულგუნი, ეტლით მოსარგებლე ნათია და სხვები. მათ ინდივიდუალურ ბარათებზე მითითებულია თითოეულის მიზანი და, რაც მთავარია, სუპერძალა, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაეხმაროს მასაც და სხვებსაც, მანამდე კი მკაფიოდ და ხმამაღლა თქვას საკუთარი სათქმელი. მათი სუპერძალები იწყება ჩიტების ენის ცოდნისა თუ აზრების წაკითხვის შესაძლებლობით და გრძელდება ადამიანების გაძლიერების, ენერგიის შემატებისა და ნებისმიერი წინაღობის დაძლევის უნარებით. ამ ყველაფერს კი, მოთამაშეები, გავრცელებული გენდერული ჩარჩოების დასამსხვრევად იყენებენ.

როგორც კი მოთამაშეები დაფას გაივლიან, დასახულ მიზანსაც მიაღწევენ: გახდებიან დეპუტატები, ადამიანთა უფლებების დამცველები, წარმოების გასაფართოებლად მიიღებენ დაფინანსებას, შექმნიან ოჯახს ან რობოტიკის სკოლას უხელმძღვანელებენ. მოკლედ, შეუძლიათ განურჩევლად სქესისა აკეთონ ყველაფერი რასაც თვითონ მოისურვებენ.

 

 

თამაშის პროცესს ხელმძღვანელობდა „წიბახას კლუბის“ დამაარსებელი, გიგა წიბახაშვილი: „სამაგიდო თამაშების ტიპის აქტივობა ძალიან კარგი საშუალებაა არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის სხვა მხრიდან დასანახად და შესაფასებლად. „ქალები საქართველოდან“, თავისი თემატიკიდან გამომდინარე, გაძლევთ საშუალებას, ცოტა ხნით ჩვენი საზოგადოების წევრი ქალების ცხოვრება გაითავისოთ და უკეთ გაიგოთ მათი პრობლემების, სურვილებისა და სწრაფვის შესახებ; ასევე, მათი თვალსაზრისით აღიქვათ საზოგადოების მხრიდან წამოსული კრიტიკა, უნდობლობა თუ სტერეოტიპული დამოკიდებულებები. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ბიჭი მოთამაშეების რეაქციებზე დაკვირვება, მათი მხრიდან თანატოლი გოგონების პრობლემების გაზიარება და ისიც, თუ როგორ იხსნებოდნენ თამაშისას გოგონები, როგორ იცვლებოდნენ და, რაც მთავარია, როგორ ხარობდნენ, როდესაც დასახულ მიზანს აღწევდნენ“.

 

 

18 წლის ლალი ბურდული ყაზბეგიდანაა. ლალისთვის ეს შეხვედრები იმ მხრივ აღმოჩნდა საინტერესო, რომ თანასწორობის თემაზე მეტად დააფიქრა, კონკრეტული საკითხების გააზრებაში დაეხმარა და პრობლემებთან გამკლავების გზებიც დაანახა: „ამ თამაშისას გავიგე, თუ რისი გაკეთება შემიძლია, როცა უსამართლობას გადავაწყდები. მეც მაქვს სქესის ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებული გამოცდილება, რომელიც, საბედნიეროდ, კარგად დასრულდა. ამისთვის კი დამჭირდა ბევრი შრომა, რათა დამემტკიცებინა, რომ ქალი ვარ, მაგრამ კონკრეტული საქმის კარგად გაკეთება შემიძლია. ამ ზამთარს, ხევში,   კვალიფიკაციის მქონე ერთადერთი ქალი ინსტრუქტორი გავხდი. ჩავაბარე თეორიული და პრაქტიკული გამოცდები და უკვე შემიძლია მსურველებს ვასწავლო, თხილამურებზე უსაფრთხოდ სრიალი. თავიდან ეჭვის თვალით მიყურებდნენ, თუმცა ჩემი შრომითა და ცოდნით ყველა საპირისპიროში დავარწმუნე. ახლა აბიტურიენტი ვარ, გამოცდებისთვის ვემზადები. ვგეგმავ, თეატრალურში, სამსახიობოზე ჩავაბარო, თუმცა გულით მაინც ყაზბეგში დაბრუნება, აქ ცხოვრება და ინსტრუქტორობა მინდა“.

 

 

მარნეულის მკვიდრ 19 წლის ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ პროფესიულ საქმიანობაში გენდერული სტერეოტიპები არ უნდა არსებობდეს და ქალებსა და კაცებს იმ საქმის გაკეთება უნდა შეეძლოთ, რომელიც მოსწონთ და კარგად გამოსდით.  „ჩემი კურსელი გოგო სამშენებლო კომპანიაში მხოლოდ სქესის გამო არ აიყვანეს და უპირატესობა ბიჭს მიანიჭეს, არადა მგონია, რომ ის გოგო გაცილებით კვალიფიციური იყო. ამ ტიპის სტერეოტიპებზე ინფორმაციის გასავრცელებლად მსგავსი აქტივობები ძალიან კარგი საშუალებაა. თამაში ყოველთვის სასიამოვნო პროცესია და გართობის პარალელურად შემეცნების საშუალებასაც გაძლევს“.

პროექტი ხორცილდება გაეროს განვითარების პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიზრუნოთ ერთად“ მიერ შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

 

ასევე გაეცანი

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია
OK! News

#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

September 25, 2026
#OK! ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის ახალი კამპანიის სახეა – ქართველი ფეხბურთელი SPZL F.C.-ის კოლექციას წარადგენს
OK! News

#OK! ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის ახალი კამპანიის სახეა – ქართველი ფეხბურთელი SPZL F.C.-ის კოლექციას წარადგენს

September 25, 2026
#OK! “ოჯახი განადგურებულია” – ახალი დეტალები სინდი კროუფორდის შვილის, პრესლი გერბერის გარდაცვალების შესახებ
OK! News

#OK! “ოჯახი განადგურებულია” – ახალი დეტალები სინდი კროუფორდის შვილის, პრესლი გერბერის გარდაცვალების შესახებ

September 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

July 6, 2021
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 22, 2022
#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

September 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები