• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! როცა მიზანი ამართლებს საშუალებას – ინტერვიუ საქართველოს ელჩთან უნგრეთში

December 2, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი მიზანდასახული და ძლიერი ქალია. ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში იცოდა, თუ რა პროფესია სურდა და როგორ უნდა მიეღწია ამ მიზნისთვის. 21 წლის ასაკში კი ვაშინგტონის იმ ქუჩაზე სეირნობისას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები იყო წარმოდგენილი, საკუთარ თავს მისცა პირობა, რომ გახდებოდა საქართველოს ელჩი და თავის წვლილს შეიტანდა, რომ ეს პატარა ქვეყანა მსოფლიოსთვის გაეცნო. ჟურნალი „OK! ბათუმი“ წარმოგიდგენთ თამარ ლილუაშვილს, საქართველოს ელჩს უნგრეთში.

 

თამარ, როგორი ბავშვობა გქონდათ? და როგორი იყო გზა ელჩობამდე?

საკმაოდ საინტერესო ბავშვობა და თინეიჯერობა მქონდა. 14 წლის ასაკში წავედი ამერიკაში, შტატ ჯორჯიაში, ქალაქ ატლანტაში, სადაც მე-9 კლასიდან ვსწავლობდი. სკოლის დასრულების შემდეგ  მივიღე სტიპენდია, სწავლა კი განვაგრძე ამერიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში.

მახსოვს, სტუდენტობის პერიოდში, ვაშინგტონში, იმ ქუჩაზე სეირნობისას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები იყო წარმოდგენილი, როგორ ვოცნებობდი ელჩობაზე. ზოგადად ვფიქრობ, თუ სურვილი დიდია და მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ გადაუხვევ, მაშინ ოცნებები აუცილებლად ახდება. მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებებს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უკვე საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრში დავიწყე მუშაობა, პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე. აღნიშნული ცენტრის საქმიანობა მოიცავდა საერთაშორისო დელეგაციებთან ურთიერთობას, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიების ორგანიზებას, სხვადასხვა ქვეყნის პრემიერებისა და პრეზიდენტების მასპინძლობას და სხვ. ასე დაიწყო ჩემი საქმიანობა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

2007 წლიდან კი საქართველოში დავბრუნდი და საინვესტიციო სააგენტოს invest in Georgia-ს დირექტორი გავხდი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ი იყო  და მისი მიზანი გახლდათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მსოფლიოსთვის გაცნობა. ასე ირიბად დავიწყე  დიპლომატიის მიმართულებით საქმიანობა. ასევე, ხშირად მიწევდა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში ვიზიტი, საქართველოს წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე და სხვ.

შემდეგ სამუშაოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავედი, ხოლო 2018 წლიდან ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დავინიშნე. ერთი წლის შემდეგ კი საქართველომ და ჩრ. მაკედონიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და პირველი ჩრ. მაკედონიაში საქართველოს ელჩი გავხდი.

 

 

როდის დაინიშნეთ უნგრეთში საქართველოს ელჩად? გვესაუბრეთ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

2023 წლის თებერვალში, ჩემი მეორე როტაციის წესით, უნგრეთში საქართველოს ელჩად დავინიშნე. ჩემთვის ელჩობა არის შინაგანი, გენეტიკური კოდი, რადგან რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა ვყოფილიყავი საქართველოს ელჩი. ჯერ კიდევ 1992 წელს, როდესაც ამერიკაში გავემგზავნე, გამიჩნდა პირველად ელჩობის სურვილი, რადგან სულ მიწევდა იმის ახსნა, თუ რომელი „საქართველოდან“ ვიყავი, ყველას შტატ Georgia-დან ვეგონე, რადგან მაშინ უმეტესობა არ იცნობდა ქვეყანა „Georgia“-ს. მახსოვს, ბავშვებს ვუხსნიდი და ვაცნობდი ჩემს ქვეყანას და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვესაუბრებოდი.

მიმაჩნია, რომ ელჩისა და დიპლომატის საქმიანობა არის ძალზე საინტერესო, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დიპლომატის მუშაობა, რათა ქვეყნებს შორის იყოს მშვიდი და დიპლომატიური ურთიერთობები, რაც თავის მხრივ, მსოფლიოში სიმშვიდის გარანტია. შესაძლოა დიპლომატის საქმიანობა ყოველდღიურად არ ჩანს, თუმცა მათი როლი უმნიშვნელოვანესია – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო სწორად და ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსოფლიოს მასშტაბით.

 

რა შედეგებს მიაღწიეთ ამ პერიოდის განმავლობაში? და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ინტენსიური მუშაობის შედეგად, ამ წლის ოქტომბერში, საქართველოსა და უნგრეთს შორის სამთავრობოთაშორისო სამიტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი საქართველოს ესტუმრა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს მხარდაჭერისთვის – ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების კუთხით. აღნიშნული ფაქტი კი ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევაა.

რა თქმა უნდა, ჩემი პრიორიტეტია ამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმოჩენა. გარდა ამისა, ჩემი ელჩობის პერიოდში მინდა ყურადღება დავუთმო ქართველ დიზაინერებს. მე პირადად ძალიან ხშირად მაცვია თაკო მექვაბიძის, ქეთი ჩხიკვაძის და სხვა ქართველი დიზაინერის სამოსი. ძალიან მომწონს გვანცა ჯანაშიას აქსესუარები, რომელსაც ჩემს ჩაცმულობას ვუხამებ. უნგრეთში ხშირად მაქვს გადაღება და ინტერვიუ სხვადასხვა ჟურნალთან და უკვირთ ხოლმე ახალგაზრდა და თან თანამედროვე ჩაცმის სტილის ელჩი.

სამომავლო გეგმები დიდია, მომავალ წელს სხვადასხვა ღონისძიება არის დაგეგმილი. იმის გათვალისწინებით, რომ ვარ ქალი ელჩი, მინდა ხაზგასმით და ნათლად ვუჩვენო საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ქალის როლი ჩვენს კულტურასა და ისტორიაში. ამ თემის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთი დაგეგმილი გამოფენა – ქართველი ქალი ხელოვნებაში, რომელიც გაზაფხულზე უნგრეთის ერთ-ერთ წამყვან გალერეაში გაიმართება. ასევე, მივიღებთ მონაწილეობას ღვინის ფესტივალზე და სხვ.

 

გაგვაცანით თქვენი ოჯახი…

მყავს მეუღლე, გოჩა ქათამაძე და ორი შვილი – 9 წლის ალექსანდრე და 6 წლის ანასტასია ქათამაძეები. სწორედ ჩემი ოჯახი მაკავშირებს აჭარასთან და ამიტომაც მიყვარს ეს კუთხე და განსაკუთრებით ქალაქი ბათუმი. ყოველ ზაფხულს ვცდილობ ბათუმში ოჯახით ჩამოვიდე, რადგან აქ გატარებული დრო განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და სასიამოვნოა.

 

 

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ჟურნალისტი: სოფიო მალანია

 

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! რა ეცვათ ვარსკვლავებს Emmys-ის 2021 წლის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

#OK! რა ეცვათ ვარსკვლავებს Emmys-ის 2021 წლის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

September 20, 2021
#OK! როგორ აღნიშნა ქენდის სვეინფულმა დაბადების დღე: წვეულებაზე მიმავალი ვარსკვლავი ირინა შეიკთან ერთად შენიშნეს

#OK! როგორ აღნიშნა ქენდის სვეინფულმა დაბადების დღე: წვეულებაზე მიმავალი ვარსკვლავი ირინა შეიკთან ერთად შენიშნეს

October 22, 2021
#OK! როგორ დახვდა ესპანური მოგზაურობიდან დაბრუნებულ შორენა ბეგაშვილს მისი ოთხფეხა მეგობარი: ქართველი ვარსკვლავის სახალისო ვიდეო!

#OK! როგორ დახვდა ესპანური მოგზაურობიდან დაბრუნებულ შორენა ბეგაშვილს მისი ოთხფეხა მეგობარი: ქართველი ვარსკვლავის სახალისო ვიდეო!

August 25, 2021
#OK! კენდალ ჯენერის ყოფილი საცხოვრებელი ბევერლი ჰილზში 8.5 მილიონ დოლარად იყიდება

#OK! კენდალ ჯენერის ყოფილი საცხოვრებელი ბევერლი ჰილზში 8.5 მილიონ დოლარად იყიდება

June 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

October 2, 2025
#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები