• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ინტენსიურ კარდიოვარჯიშთა კრებულის ძირითადი დანიშნულება წონის კლება და სხეულის გაძლიერებაა. ამ და სხვა მიზეზების გამო, სპინინგი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად აქტივობად რჩება. გთავაზობთ ინტერვიუს მულტიფუნქციური დარბაზის, „წრის“ პერსონალურ მწვრთნელთან, ნინო გაბრიჩიძესთან, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სპინინგის დადებით მხარეებზე ისაუბრებს.

 

გაგვეცანით და გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ფიტნესინდუსტრიაში?

ნინო გაბრიჩიძე, 39 წლის, ფიტნესინსტრუქტორი და მენეჯერი ფიტნესკლუბში „წრე“. სკოლის ასაკიდან სპორტით ვიყავი დაკავებული, კერძოდ, ძიუდოთი. სტუდენტობის დროს მცირე პაუზა მქონდა, მაგრამ პერიოდულად ვცდილობდი მევარჯიშა და ფიზიკურად აქტიური ვყოფილიყავი. 2016 წელს ფიტნესკლუბ „წრეში“ ერთ-ერთ ვაკანტურ პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. ვფიქრობდი, რომ დასაქმებასთან ერთად სპორტში დაბრუნებაც შესაძლებელი იქნებოდა. კოვიდპანდემიის პერიოდში ერთ-ერთ საუკეთესო ფიტნესინსტრუქტორ ნინო ჩერქეზიშვილთან, ჩერისთან ონლაინმარათონში კოორდინატორად დავიწყე მუშაობა, სადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ამის შემდეგ ფიტნესინსტრუქტორის კურსი გავიარე, „წრის“პერსონალური მწვრთნელებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. უშუალოდ დარბაზი „წრეც“ კარიერული განვითარების საშუალებას მაძლევდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „წრის“ ხელმძღვანელობასა და ყველა ფიტნესინსტრუქტორს. ეს იყო პროფესიული განვითარებისკენ საწყისი ნაბიჯები, რის შედეგადაც პროფესიონალად ჩამოვყალიბდი.

 

 

 

მთავარი იდეა და კონცეფცია დარბაზ „წრის“ შექმნისას და როგორ აისახება ეს სივრცის პროგრამებსა და გარემოზე?

სპორტდარბაზ „წრის“ შექმნის მთავარი კონცეფცია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. ვცდილობთ, მომხმარებლებს აქტივობების ფართო სპექტრი შევთავაზოთ, რომ მთლიანი პროცესი მრავალფეროვანი და მეტად სასიამოვნო იყოს. ჩვენი ამოსავალი წერტილი იმ გარემოს შექმნაა, სადაც ადამიანები ბარიერისა და განსჯის გარეშე ფიზიკური აქტივობით შეძლებენ დაკავებას. ეს მხოლოდ სხეულის გაჯანსაღებას არ ნიშნავს, ფიზიკური აქტივობა დიდ გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. სწორედ ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი, რასაც ჩვენი მომხმარებლებიც ხშირად აღნიშნავენ. „წრეში“ შეგიძლია ივარჯიშო, ითამაშო, ისაუბრო, გაიფართოო სამეგობრო წრე და, რაც მთავარია, იყო თავისუფალი, აკეთო ის, რაც გსიამოვნებს.

ინდივიდუალურ ვარჯიშებთან ერთად, ასევე სპინინგის ჯგუფურ სესიებსაც ატარებთ. რა არის სპინინგის მთავარი უპირატესობა სხვა ტიპის ვარჯიშებთან შედარებით?

სპინინგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კარდიოვარჯიშია სტაციონარულ ველოსიპედზე. სხვა ფიზიკურ აქტივობებთან შედარებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.

სპინინგი ითვლება კალორიების წვის ერთ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად. 50-წუთიანი ინტენსიური ვარჯიშის დროს დაახლოებით 700-მდე კალორია იწვება. ინტენსივობის ცვალებადობა, სწრაფი ტემპი და შემდეგ დასვენება გულსისხლძარღვთა სისტემას აიძულებს უფრო აქტიურად და ეფექტურად იმუშაოს, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასევე აუმჯობესებს და აძლიერებს ქვედა ტანის კუნთების ტონუსს, ზრდის ფილტვების მოცულობას. მიუხედავად იმისა, რომ სპინინგი არის კარდიოვარჯიში, ის შესანიშნავად ტვირთავს და აძლიერებს: ოთხთავა კუნთებს, ბარძაყებს, დუნდულებს, წვივებსა და მუცლის პრესს, რომელიც წონასწორობის დაცვაში მონაწილეობს.

ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, სპინინგი ეფექტური საშუალებაა სტრესის მოსახსნელად და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გადატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის კარგი გამოსავალია მოკლე დროში (45-50 წთ) მაქსიმალური დატვირთვის მისაღებად, რაც სხვა ვარჯიშების შემთხვევაში შეიძლება 1,5-2 საათს შეადგენდეს.

 

როგორ ხდება სხვადასხვა ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროების გათვალისწინება სპინინგის ჯგუფურ ვარჯიშებში?

ვარჯიშის დროს შესაძლებელია ინტენსივობის კონტროლი. სპინინგ-ველოსიპედზე თქვენ თავად არეგულირებთ წინააღმდეგობას, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი შესაძლებლობის შესაბამისად დასაშვებია ერთ სივრცეში ივარჯიშოს როგორც პროფესიონალმა სპორტსმენმა, ასევე დამწყებმა.

 

რა არის ყველაზე ხშირად აღნიშვნადი პოზიტიური ცვლილება სპინინგის ჯგუფების მონაწილეებისგან?

ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იმ შედეგებზე დადებითი კონტექსტით საუბრის მოსმენაა, რომელსაც თავად სპინინგის მონაწილე ადამიანები გვიზიარებენ. ყველაზე ხშირად ისინი ხაზს უსვამენ იმას, თუ რამდენად სწრაფად ხდება შედეგის მიღწევა. გარდა წონის კორექციისა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მონაწილეები აღნიშნავენ სხეულის ტონუსის ცვლილებას. ისინი გრძნობენ, როგორ მკვრივდება, იხვეწება, ლამაზდება და ამტანი ხდება მათი სხეული. სხეულის სიჯანსაღესთან ერთად უმნიშვნელოვანესია ემოციური ტრანსფორმაცია, რომელსაც ვარჯიშის შემდეგ განიცდიან. სპინინგის დარბაზიდან გამოსული ადამიანები ფიზიკურად დაღლილები, მაგრამ მაინც ბედნიერები არიან. ეს არის ერთგვარი „პოზიტიური მუხტი“, რომელიც მხოლოდ სპინინგის ვარჯიშის დასრულებისას კი არ ჩნდება, არამედ მთელი დღის განმავლობაში მიჰყვებათ და მათ ყოველდღიურობას პოზიტიური განწყობით ავსებს.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ინსტრუქტორის ენერგია და შესაბამისი გარემო?

ვარჯიში ენერგიული ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით ტარდება, რიტმული მუსიკისა და განათების ფონზე. ასეთი გარემო გუნდურ განწყობას ქმნის, რაც თითოეული ჯგუფის წევრის მოტივაციას საგრძნობლად ზრდის.

რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონალური მწვრთნელის ყოლა?

პერსონალური მწვრთნელი ადამიანებს სხეულზე, მიზნებსა და შესაძლებლობებზე მორგებული პროცესების მართვაში ეხმარება. დასახული მიზნის მიხედვით იგეგმება ვარჯიში, იქნება ეს წონის კლება, კუნთის მატება, რეაბილიტაცია, გამძლეობა თუ სხვა. გარდა ამისა, პერსონალური მწვრთნელი დისციპლინის ჩამოყალიბებასა და მოტივაციის გაძლიერებაში დიდ როლს ასრულებს, რაშიც ფიზიკური დატვირთვის გარდა, კვების კონტროლი, კალორიების მიღება, ძილის რეჟიმიც შედის. ინდივიდუალური პროგრამის შედგენის დროს ინსტრუქტორი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ძველ ტრავმებს ითვალისწინებს და ახორციელებს პროგრესის კონტროლს, საჭიროების მიხედვით სავარჯიშო პროგრამას ცვლის, განსაზღვრავს დატვირთვის ზომას, წონის გაზრდას ან შემცირებას, რაც ტრავმის რისკს ამცირებს და ზრდის სასურველი შედეგის მიღების შანსს. მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის უსაფრთხოება. ძალოვანი ვარჯიშების შესრულების დროს არასწორად გაკეთებული მოძრაობები ტრავმის დიდი რისკის შემცველია. ამიტომ ყველა დამწყებს ვურჩევ, აიყვანოს პერსონალური მწვრთნელი სხეულის ფიზიკურ დატვირთვასთან ადაპტაციის პერიოდში, რათა უშეცდომოდ შესრულდეს ვარჯიში და აითვისოს მისი სწორად შესრულების ტექნიკა. ასეთ შემთხვევაში ვარჯიში გახდება ჯანსაღი ცხოვრების წესი და არა ცხოვრებისეული ტრავმა.

ტექსტი: ანო ბუხრაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! დაზღვეული ტალანტი – არდისა და სუხიშვილების პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა
ინტერვიუ

#OK! დაზღვეული ტალანტი – არდისა და სუხიშვილების პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 8 შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე საქორწინო კაბით წარსდგნენ

#OK! 8 შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე საქორწინო კაბით წარსდგნენ

March 17, 2021
#OK! კაცები ზრუნავენ

#OK! კაცები ზრუნავენ

June 4, 2021
#OK! ვინ არის ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქალი სამეფო ოჯახში? მეცნიერების დასკვნა და პროცენტული მაჩვენებლები

#OK! ვინ არის ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქალი სამეფო ოჯახში? მეცნიერების დასკვნა და პროცენტული მაჩვენებლები

October 31, 2021
#OK! სხვა კითხვები – ვარლამ ლიპარტელიანი (ვიდეო)

#OK! სხვა კითხვები – ვარლამ ლიპარტელიანი (ვიდეო)

April 17, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ესთეტიკა ადამიანებზე ზრუნვის ფორმაა, მადლიერი პაციენტი კი ყველაზე დიდი წარმატება – მარიანა კუჭუხიძის ხედვა

#OK! ესთეტიკა ადამიანებზე ზრუნვის ფორმაა, მადლიერი პაციენტი კი ყველაზე დიდი წარმატება – მარიანა კუჭუხიძის ხედვა

March 9, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 8, 2026
#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026
#OK! დაზღვეული ტალანტი – არდისა და სუხიშვილების პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა

#OK! დაზღვეული ტალანტი – არდისა და სუხიშვილების პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები