• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News
Screenshot

Screenshot

#OK! „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება 7 სექტემბერს — რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

September 7, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

7 სექტემბერს მთვარის სრული დაბნელება გველის, რომელსაც ასტროლოგები ასევე „სისხლიანი მთვარის“ დაბნელებას უწოდებენ. ამ ღამეს მთვარე დედამიწის ჩრდილში მთლიანად მოექცევა და წითელ შეფერილობას მიიღებს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მზის სხივები დედამიწის ატმოსფეროს გაივლიან და მთვარის ზედაპირს წითელ შეფერილობას მისცემენ, რაც წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა. მთვარის დაბნელება  3 საათი და 30 წუთი გაგრძელდება და ჩვენს განწყობასა და ქცევებზე გავლენას მოახდენს.
ითვლება, რომ ეს ასტროლოგიური მოვლენა ემოციებს ამძაფრებს. ის ასევე გვახსენებს, რომ ძველის დასრულების,  ენერგიის განახლებისა და ახალი ეტაპის უფრო ჰარმონიულად დაწყების დროა. მთვარის დაბნელება თევზების ნიშანში ხდება, რაც მიგვანიშნებს, რომ ზოგჯერ ლოგიკაზე მეტად გრძნობებსა და ინტუიციას უნდა ვენდოთ.

დადებითი ასპექტების მიუხედავად, ეს ასტროლოგიური მოვლენა შემოდგომის დაბნელებების კორიდორს გახსნის. ის 7 სექტემბრიდან დაიწყება და 28 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს საკმაოდ რთული პერიოდია, როცა ბევრს შფოთვა, ეჭვები და გადაწყვეტილებების მიღების დროს სირთულეები ელის.

ამ პერიოდში საკუთარ თავს, ჯანმრთელობასა და შინაგან განცდებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. სასურველია მნიშვნელოვანი საქმეები რთული პერიოდის დასრულებამდე გადადოთ, ასევე საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ან გარეგნობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოერიდოთ. ეცადეთ ურთიერთობებში ზომიერება დაიცვათ, რადგან ემოციურობის ზრდის ფონზე კონფლიქტების რისკი მატულობს.

ასტროლოგიურ ცვლილებებს რომ მზად შეხვდეთ, გთავაზობთ გაიგოთ, როგორ იმოქმედებს 7 სექტემბრის მთვარის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე.

ვერძი

სავსემთვარეობა გაიძულებთ დაფიქრდეთ იმაზე, რაც ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, იგრძნობთ, რომ  საკუთარ თავსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე მეტი უნდა იზრუნოთ.
გირჩევთ თუ შესაძლებელია, ჩემოდანი ჩაალაგოთ და სრულიად მარტო, სამოგზაუროდ გაემგზავროთ. ეცადეთ მედიტაციას მეტი დრო დაუთმოთ და საკუთარი გრძნობები არ უგულებელყოთ.

კურო

„სისხლიანი მთვარის“ დაბნელების მისტიკური პერიოდი შესაძლებლობას მოგცემთ გაიგოთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვის უნდა დაემშვიდობოთ. გირჩევთ ეს ნიშნები უყურადღებოდ არ დატოვოთ.

ტყუპები

მთვარის დაბნელება ახალ კარიერულ შესაძლებლობებს მოგიტანთ მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელით. შესაძლოა, სამსახურში თქვენი განსაკუთრებული უნარები შენიშნონ და მომგებიანი პროექტი ჩაგაბარონ. ეცადეთ საკუთარი ძალების გწამდეთ და რაც მთავარია, გონივრულად იმოქმედოთ.

კირჩხიბი

თქვენთვის მთვარის დაბნელება შეიძლება დიდი ცხოვრებისეული ცვლილების დასაწყისად იქცეს. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ გრძნობებსა და სურვილებზე ხმამაღლა საუბარს დაიწყებთ, რაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ.
საკუთარ ემოციებს ნუ უგულებელყოფთ. ახლობლები აუცილებლად მოგისმენენ და გაგიგებენ.

ლომი

მთვარის დაბნელება პროფესიულ საქმიანობასა და კარიერულ საქმეებში „მეორე სუნთქვას“ გაგხსნით. შესაძლოა, სწორედ ახლა დადგა დრო იმ პროექტის დაწყებისთვის, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით.

ქალწული

მთვარის დაბნელება მნიშვნელოვანი საუბრისკენ გიბიძგებთ. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ თქვენთვის ოდესღაც ძალიან ძვირფასი ურთიერთობა დასასრულისკენ მიდის. გამორიცხული არ არის ახალი ნაცნობობა, რომელიც მალე ძველ სიყვარულს დაგავიწყებთ.
თუ რამე არ მოგწონთ, ამის შესახებ თამამად უნდა ისაუბროთ. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ცხოვრებიდან ზედმეტი ადამიანების გაშვების.

სასწორი

ეს დღე განიშნებთ, რომ საკუთარ თავზე მეტი უნდა იზრუნოთ. თუ გრძნობთ, რომ ყოველდღიური საქმეებისა და ხმაურისგან დაიღალეთ და საკუთარ ფიქრებთან  განმარტოება გსურთ, ეს სურვილი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.
ეცადეთ მედიტაციისა და სპა-პროცედურებისთვის დრო გამონახოთ.

მორიელი

7 სექტებერი წარმოუდგენელი შთაგონების დროა. ძალების უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ, რაც შემოქმედებითი საქმიანობისკენ გიბიძგებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ახალი ადამიანის გამოჩენა, რომელიც ძველი ურთიერთობის დავიწყებაში დაგეხმარებათ.
ახალი გატაცება თქვენს ნიჭსა და უნარებს უკეთ წარმოაჩენს, მთავარია, დროულად იმოქმედოთ.

მშვილდოსანი

მთვარის დაბნელება გაგრძნობინებთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვალოთ. ეს შეიძლება საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან ისეთი ურთიერთობების დასრულება იყოს, რომელსაც ტკივილის გარდა, აღარაფერი მოაქვს.
ახლა მნიშვნელოვანია საკუთარ ინტუიციას ყურადღებით მოუსმინოთ და ცვლილებებისთვის მოემზადოთ.

თხის რქა

თუ სწორად იმოქმედებთ, 7 სექტემბრის მთვარის დაბნელება უსიამოვნებებისგან გაგათავისუფლებთ. ბოლოს და ბოლოს გაიაზრებთ, რომ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი თავად ხართ, თანაც ოჯახისა და სამსახურის საქმეებსაც მოაგვარებთ.
გირჩევთ საკუთარ სურვილებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ და რაც მთავარია, საკუთარ თავზე ეკონომია არასოდეს გააკეთოთ.

მერწყული

ეს მისტიკური პერიოდი თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე ძლიერ გავლენას მოახდენს — შეიძლება ახალი და მომგებიანი პროექტი დაიწყოთ ან სულაც სამსახური შეიცვალოთ.
ყველაფრის თავიდან დაწყების ნუ შეგეშინდებათ – შრომისმოყვარეობა და გამოცდილება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თევზები

თქვენ ამ დღის მთავარი გმირი ხართ, რადგან მთვარის დაბნელება თქვენს ნიშანში მიმდინარეობს. სავარაუდოდ,   ძალის ძლიერ მოზღვავებას იგრძნობთ, რაც ცხოვრების ყველა სფეროში დაგეხმარებათ. დაუთმეთ დრო საკუთარ სურვილებსა და გატაცებებს. სამყარო თქვენს მხარესაა!

ასევე გაეცანი

#OK! რატომ არასოდეს ჩაუცვამს ჯინსი მის გამომგონებელს?
OK! News

#OK! რატომ არასოდეს ჩაუცვამს ჯინსი მის გამომგონებელს?

January 25, 2026
#OK! ალ პაჩინოს 10 ყველაზე გამორჩეული როლი
OK! News

#OK! ალ პაჩინოს 10 ყველაზე გამორჩეული როლი

January 25, 2026
#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა
OK! News

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

January 25, 2026
#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო
OK! News

#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

January 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ‘1 ნაბიჯი ფინალამდე’ – ნინი ბრეგვაძეს ხალხის დახმარება სჭირდება!

#OK! ‘1 ნაბიჯი ფინალამდე’ – ნინი ბრეგვაძეს ხალხის დახმარება სჭირდება!

December 12, 2023
#OK! “ტომ კრუზს ნიკოლ კიდმანთან შეხვედრის ეშინია” – რატომ არ დაესწრო მსახიობი “ოსკარების” დაჯილდოებას

#OK! “ტომ კრუზს ნიკოლ კიდმანთან შეხვედრის ეშინია” – რატომ არ დაესწრო მსახიობი “ოსკარების” დაჯილდოებას

March 17, 2023
#OK! აპლიკაციები, რომლებიც მოგზაურობის დაგეგმვას გაგიმარტივებთ

#OK! აპლიკაციები, რომლებიც მოგზაურობის დაგეგმვას გაგიმარტივებთ

December 10, 2021
#OK! 1 ჭიქა წითელი ღვინო, როგორც წონაში კლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება

#OK! 1 ჭიქა წითელი ღვინო, როგორც წონაში კლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება

January 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში

#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში

January 25, 2026
#OK! 899 ახალი სიცოცხლე და საუბრები, რომელმაც შთაგონება მოიტანა

#OK! 899 ახალი სიცოცხლე და საუბრები, რომელმაც შთაგონება მოიტანა

January 21, 2026
#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

January 19, 2026
#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი

January 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები