• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! პრაქტიკა, პროფესიონალიზმი და შედეგი რატომ ირჩევენ სტუდენტები ბათუმის სამედიცინო აკადემიას

December 28, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

33 წლიანი გამოცდილება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პარტნიორობა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და სწავლება, რომელიც არა მხოლოდ თეორიას, არამედ რეალურ პრაქტიკას ეყრდნობა – სწორედ ეს ქმნის ბათუმის სამედიცინო აკადემიის სიძლიერეს.

ინსტიტუცია, სადაც სტუდენტი მხოლოდ სწავლას კი არ იწყებს, არამედ პოულობს პროფესიულ გზას, განვითარებას და დასაქმების რეალურ პერსპექტივას.

რატომ უნდა აირჩიოს მომავალმა სტუდენტმა ბათუმის სამედიცინო აკადემია? სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე გვიყვება აკადემიის უპირატესობებზე, სიახლეებზე და იმ ღირებულებებზე, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ლიდერ საგანმანათლებლო ცენტრად აქცევს.

 

ქალბატონო ინგა, როგორ ახასიათებთ ბათუმის სამედიცინო აკადემიის სასწავლო პროცესს დღეს? რით არის განსაკუთრებული და რა არის მისი ძლიერი მხარე?

ბათუმის სამედიცინო აკადემიის სასწავლო პროცესი სასწავლებლის ცოცხალი და დინამიკური ნაწილია, რომელსაც მნიშვნელოვანი მისია აკისრია – სწავლის ორგანიზება, განხორციელება, ყოველდღიური მონიტორინგი და პროცესის მუდმივი ადაპტირება.

სასწავლო პროცესის სამსახურის გუნდი, მე – ინგა შალამბერიძე, სასწავლო პროცესის სპეციალისტი ნინო უზუნაძე და კოორდინატორი ინგა ვარდიძე, შეთანხმებულად ვმუშაობთ, რათა სტუდენტებისა და პროფესიული მასწავლებლებისთვის შევქმნათ კომფორტული და ეფექტური სასწავლო გარემო.

ჩვენი სწავლების მთავარი განსაკუთრებულობა პრაქტიკულობაზე ორიენტირებულ მიდგომაშია. თეორიული ცოდნა მჭიდროდ უკავშირდება პრაქტიკულ საქმიანობას, რაც სტუდენტებს რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს. აკადემია აქტიურად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან, რის შედეგადაც სასწავლო პროგრამები მუდმივად შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და თანამედროვე სტანდარტებს, რაც ზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელს. გარდა ამისა, სწავლება გამოირჩევა მოქნილობითა და ხელმისაწვდომობით, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას დაგეგმონ სწავლა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. სწორედ პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და პროფესიული კომპეტენციების განვითარება წარმოადგენს ჩვენი აკადემიის ძლიერ მხარეს.

 

 

რომელი პრინციპებით არის აგებული აკადემიის საგანმანათლებლო ფილოსოფია?

აკადემიის საგანმანათლებლო ფილოსოფია ეფუძნება თეორიისა და პრაქტიკის შერწყმას და სტუდენტზე მორგებულ გარემოს. სასწავლო პროგრამები შექმნილია ისე, რომ მაქსიმალურად უპასუხოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და განუვითაროს სტუდენტებს კონკრეტული პროფესიული უნარები. თითოეული პროგრამა ორიენტირებულია კონკრეტული სპეციალობის ცოდნის, ტექნიკური კომპეტენციებისა და სამუშაო ეთიკის ჩამოყალიბებაზე. აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებთან, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ პრაქტიკული ნაწილი რეალურ სამუშაო გარემოში. საბოლოოდ, აკადემიის მიზანია კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და პრაქტიკულად გადამზადებული სპეციალისტების მომზადება, რომლებიც სწრაფად ჩაერთვებიან პროფესიულ საქმიანობაში.

 

ვინ არის თქვენი მიზნობრივი აუდიტორია და როგორ ხორციელდება იმ ადამიანთა მოზიდვა, ვისაც პროფესიული განათლება სჭირდება?

ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია ფართოა და ეფუძნება სწავლების უწყვეტობის პრინციპს. პროგრამები გათვლილია 18 წლიდან ზემოთ ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებზე. მათ შორის არიან: ახალი კარიერის მაძიებლები, ადამიანები, რომლებიც ახლა ამთავრებენ ზოგად განათლებას და ეძებენ პრაქტიკულ, მოთხოვნად პროფესიულ მიმართულებას. განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები, უკვე დასაქმებული პირები, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება, უნარების განახლება ან პროფესიის შეცვლა ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დასაწყებად აუცილებელი წინაპირობაა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აკადემია აუდიტორიის მოსაზიდად იყენებს მრავალმხრივ კომუნიკაციურ სტრატეგიებს: ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს სკოლებში, მონაწილეობს საგანმანათლებლო გამოფენებსა და დასაქმების ფორუმებში, მართავს ღია კარის დღეებს და აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის. განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები, რომლებიც ახალ თაობას დამატებით მოტივაციას აძლევენ.

 

რამ განაპირობა ამდენი წლის განმავლობაში თქვენი პროგრამებისადმი მაღალი ნდობა და მოთხოვნა?

მაღალი ნდობა განპირობებულია მრავალწლიანი გამოცდილებით, ერთგული და პროფესიონალი გუნდით, სწავლების ხარისხით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით. ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები სწრაფად პოულობენ სამსახურს პროფილის შესაბამისად, ხოლო ინდივიდუალურ მიდგომასა და კეთილგანწყობილ სასწავლო გარემოს დიდი წვლილი შეაქვს ამ ნდობის შენარჩუნებაში. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ჩვენი პროგრამების სტაბილური პოპულარობა და მაღალი მოთხოვნა.

 

როგორია რეგისტრაციის პროცედურა და რამდენად ხელმისაწვდომია სწავლა სხვადასხვა ჯგუფისთვის?

რეგისტრაცია მიმდინარეობს წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებების პერიოდში. განაცხადი ივსება vet.emis.ge პლატფორმაზე. პროგრამებზე „საექთნო განათლება“ და „ფარმაცია (სააფთიაქო საქმე)“ მიღება ხდება პროფესიული ტესტირებით, პროგრამაზე „კბილის სატექნიკო საქმე“ ტარდება მოტივაციური გასაუბრება.

სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება რეიტინგული სიის მიხედვით.

 

რა პროგრამებს სთავაზობთ აბიტურიენტებს და რომელი მიმართულებებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი?

შპს „ბათუმის სამედიცინო აკადემია“ სთავაზობს ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს: „საექთნო განათლება“, „ფარმაცია (სააფთიაქო საქმე)“, „კბილის სატექნიკო საქმე“. ყველა პროგრამა მოთხოვნადია შრომის ბაზარზე, თუმცა ბოლო მიღების შედეგებით განსაკუთრებით პოპულარულია „საექთნო განათლება“ და „კბილის სატექნიკო საქმე“.

 

 

რა უნარ-ჩვევებს იძენენ სტუდენტები თითოეულ პროგრამაზე და რას ნიშნავს „სრულად პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება“ თქვენი აკადემიის შემთხვევაში?

სრულად პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება ნიშნავს ისეთ საგანმანათლებლო მიდგომას, სადაც სწავლების მთავარი მიზანი თეორიული ცოდნის მხოლოდ გადაცემა კი არა, არამედ მისი პრაქტიკაში გამოყენებაა. სტუდენტები დიდ დროს ატარებენ სამედიცინო დაწესებულებებში, ლაბორატორიებსა და აფთიაქებში – რეალურ სამუშაო გარემოში. მაგალითად, „საექთნო განათლების“ პროგრამის მიხედვით, სწავლების დაახლოებით 50% პრაქტიკულ გარემოში მიმდინარეობს. ეს ფორმატი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას თავიდანვე განივითარონ პროფესიული პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი და პრაქტიკული კომპეტენციები, რომლებიც პირდაპირ საჭიროა დასაქმებისას.

 

რა უპირატესობა აქვს სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებულ პროგრამებს?

სახელმწიფოს თანადაფინანსება სწავლას ხდის ხელმისაწვდომს საზოგადოების ყველა წევრისთვის. სტუდენტებს აღარ უწევთ დამატებითი ფინანსური ტვირთის ტარება, რაც საშუალებას აძლევთ მშვიდად კონცენტრირდნენ სწავლაზე. გარდა ამისა, აკადემიაში მოქმედებს შიდა სტიპენდიების სისტემაც – 2025 წლიდან დაარსდა რევაზ უზუნაძის სახელობის სტიპენდია, რომელიც წლის გამორჩეულ სტუდენტს ფულადი ჯილდოთი და სიგელით აჯილდოებს, რაც დამატებით ზრდის მოტივაციას.

 

როგორია პრაქტიკული გამოცდილების მიღების სისტემა და სად გადიან სტუდენტები სტაჟირებას?

აკადემიის პარტნიორები არიან რეგიონის წამყვანი სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები: „ფარმადეპო“, „ჯიპისი“, „პეკატე“, „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“, „ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი“, „დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“, „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ხოზრევანიძის კლინიკა“, „ლაბორადენტი“, „ევროდენტი“, „ტექნიკაგრუპი“. სტუდენტები სწორედ ამ ობიექტებში იძენენ პრაქტიკულ უნარებს, რაც მათ სრულფასოვნად ამზადებს პროფესიული საქმიანობისთვის.

 

რამდენად ხშირად საქმდებიან თქვენი სტუდენტები სტაჟირების შემდეგ?

აკადემიას კურსდამთავრებულთა მაღალი დასაქმების მაჩვენებელი აქვს – დაახლოებით 85% სტუდენტებისა პროფილის მიხედვით საქმდება სწავლის დასრულებისთანავე. ხშირია შემთხვევა, როცა წარმატებული სტაჟიორები სწორედ იმ დაწესებულებებში აგრძელებენ მუშაობას, სადაც პრაქტიკას გადიოდნენ.

 

რას სთავაზობს აკადემია სტუდენტებს სასწავლო პროცესის მიღმა?

აკადემიაში ფუნქციონირებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახური, რომლის ხელმძღვანელი სოფიკო ჯინჭარაძე სტუდენტებს უწევს კარიერულ კონსულტაციას, ატარებს შეხვედრებს და ეხმარება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების დაგეგმვაში.

სტუდენტებს ხშირად ხვდებიან სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, ტარდება პრეზენტაციები და დასაქმების საინფორმაციო შეხვედრები. გარდა ამისა, აკადემიაში ტარდება ექსკურსიები, ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან და ყოველწლიური პრაქტიკული კონფერენციები.

ასევე გვაქვს კოლეგიალური ვიზიტები. აკადემიის სტუდენტები ამა წლის ოქტომბერში იმყოფებოდნენ თურქეთის ქალაქ სამსუნში, მედიკანას ჰოსპიტალში. ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება, სამედიცინო განათლებისა და პრაქტიკული სწავლებების თანამედროვე სტანდარტების გაცნობა.

 

 

რა პირობები და რესურსები აქვთ სტუდენტებს აკადემიაში?

ვცდილობთ, რომ სტუდენტური ცხოვრება იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი. სტუდენტური თვითმმართველობა ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალაა – ისინი ხშირად აწყობენ ინიციატივებს, რომლებსაც ადმინისტრაცია მხარს უჭერს. არსებობს დასასვენებელი ზონები, სამაგიდო თამაშების სივრცე და არტ-დერეფანი, სადაც სტუდენტების ნამუშევრები იფინება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათ კრეატიულ განვითარებას და პიროვნულ თვითგამოხატვას. აკადემიის გამწვანებული გარემო ქმნის მშვიდ, კომფორტულ და მოტივირებულ ატმოსფეროს სწავლებისთვის. აკადემიას აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა: სალექციო აუდიტორიები, სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორიები, სიმულაციური სივრცეები და „ჭკვიანი“ დაფებით აღჭურვილი საკლასო ოთახები. ლაბორატორიები მოწყობილია ისე, რომ სტუდენტებმა უსაფრთხო გარემოში განივითარონ პროფესიული უნარები და შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აძლიერებს მათ პროფესიულ მზადყოფნას და რეალური სამუშაო პროცესებისთვის ამზადებს.

 

როგორ უზრუნველყოფთ ინკლუზიურ გარემოს და თანაბარ ჩართულობას „არატრადიციულ“ პროფესიებში?

აკადემია აქტიურად უზრუნველყოფს თანასწორ, ინკლუზიურ და ხელმისაწვდომ სასწავლო სივრცეს ყველა სტუდენტისთვის, განურჩევლად სქესის, შესაძლებლობისა თუ სხვა მახასიათებლებისა. შენობა აღჭურვილია პანდუსებით, ლიფტითა და ადაპტირებული სველი წერტილებით. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება მსხვილი შრიფტი, აუდიო-მასალები ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. ფუნქციონირებს მენტორისა და კოორდინატორის სერვისი. აკადემიას ჰყავს ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი მზია მელაძე, რომელიც ინდივიდუალურ მხარდაჭერას უწევს სსსმ და შშმ პროფესიულ სტუდენტებს და მასწავლებლებს რათა მოხდეს სტუდენტების სრულფასოვანი ინტეგრაცია როგორც აკადემიი სივრცეში, ისე პრაქტიკის ობიექტებზე. გარდა ამისა, აკადემია ხელს უწყობს სქესთა თანაბარ მონაწილეობას პროფესიულ განათლებაში: წახალისებულია მამაკაცების ჩართულობა ისეთ პროფესიებში, სადაც ტრადიციულად ქალები ჭარბობენ (მაგ. ექთნობა). პარალელურად ტარდება საინფორმაციო კამპანიები ქალების ჩასართავად ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა „კბილის სატექნიკო საქმე“, რომელიც ადრე მხოლოდ მამაკაცურ პროფესიად მიიჩნეოდა.

 

რომელი ახალი მიმართულებების განვითარებას გეგმავთ მომავალში?

„ბათუმის სამედიცინო აკადემია“ უკვე 33 წელია წარმატებით ახორციელებს ჯანდაცვის მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენი მიზანია ამ სპეციალიზაციის შენარჩუნება და გაძლიერება. ამჟამად ვმუშაობთ ახალი პროგრამების დანერგვაზე, მათ შორის:

„მასაჟის თერაპიის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, „სტომატოლოგის ასისტენტის“ პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამა.

 

როგორ ხედავთ ბათუმის სამედიცინო აკადემიის როლს რეგიონული და ეროვნული პროფესიული განათლების მომავალში?

ჩვენი მისია ნათლად ასახავს ამ როლს: „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მომზადება და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ხოლო ხედვა ასეთია: ბათუმის სამედიცინო აკადემია რეგიონში წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას. 2031 წლისთვის აკადემია მოამზადებს ახალი თაობის ჯანდაცვის ლიდერებს, რომლებიც ცოდნის, ინოვაციისა და ჰუმანიზმის მეშვეობით გააუმჯობესებენ საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

 

რა მესიჯი გაქვთ მომავალი სტუდენტებისთვის, რომლებიც პროფესიული განათლების არჩევანის წინაშე დგანან?

ისწავლე და დასაქმდი! ჩვენთან მიღებული განათლება დასაქმებისა და წარმატებული მომავლის გარანტიაა.

ასევე გაეცანი

#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის
OK! ბათუმი

#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის

December 28, 2025
#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია
OK! ბათუმი

#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

December 28, 2025
#OK! კოსმეტოლოგია, რომელსაც გრძნობ – ცირა გოგრაჭაძის პროფესიული ხელწერა
OK! ბათუმი

#OK! კოსმეტოლოგია, რომელსაც გრძნობ – ცირა გოგრაჭაძის პროფესიული ხელწერა

December 28, 2025
#OK! რენიუ- სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, ტექნოლოგია და ადამიანზე ზრუნვა ერთიანდება
OK! ბათუმი

#OK! რენიუ- სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, ტექნოლოგია და ადამიანზე ზრუნვა ერთიანდება

December 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კიმ კარდაშიანი საკუთარ ბრენდს არეკლამებს! ვარსკვლავი KKWBeauty-სთვის!

#OK! კიმ კარდაშიანი საკუთარ ბრენდს არეკლამებს! ვარსკვლავი KKWBeauty-სთვის!

June 8, 2021
#OK! მეგი მითაიშვილი − SOCAR ENERGY GEORGIA პროტოკოლისა და ღონისძიების დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი, კომპანიის პრესსპიკერი

#OK! მეგი მითაიშვილი − SOCAR ENERGY GEORGIA პროტოკოლისა და ღონისძიების დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი, კომპანიის პრესსპიკერი

March 8, 2021
#OK! “ქეით მიდლტონს და პრინცი უილიამს მეოთხე შვილი სურთ” – რას წერენ ბრიტანული გამოცემები

#OK! “ქეით მიდლტონს და პრინცი უილიამს მეოთხე შვილი სურთ” – რას წერენ ბრიტანული გამოცემები

February 16, 2023
#OK! “კიმი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა” – პაემანზე მიმავალი კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ლონდონში შენიშნეს

#OK! “კიმი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა” – პაემანზე მიმავალი კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ლონდონში შენიშნეს

May 31, 2022

კვირის ჰიტები

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – დანია

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – დანია

December 22, 2025
#OK! ლორენ სანჩესმა 56-ე დაბადების დღე კარდაშიანებთან ერთად აღნიშნა

#OK! ლორენ სანჩესმა 56-ე დაბადების დღე კარდაშიანებთან ერთად აღნიშნა

December 22, 2025
#OK! ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ

#OK! ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ

December 23, 2025
#OK! ვენსან კასელმა და ნარა ბაპტისტამ ერთი წლის შვილი გამოაჩინეს

#OK! ვენსან კასელმა და ნარა ბაპტისტამ ერთი წლის შვილი გამოაჩინეს

December 25, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები