• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! “პრივილეგიების მიუხედავად, არსებობს რაღაცები, რასაც ვერავინ გასწავლის და საკუთარი გამოცდილებიდან უნდა აითვისო” – კაია გერბერი

December 20, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

რთულია ადგილის დამკვიდრება მოდის ინდუსტრიის მუდმივად ცვალებად სამყაროში, სადაც
უამრავი ახალი სახე ჩნდება და პარალელურად სილამაზის სტანდარტებიც იცვლება. დამწყები
მოდელებისთვის ჩნდება მაღალი კონკურენცია, კარიერულ წინსვლასთან ერთად კი
საზოგადოების მათდამი კრიტიკა უფრო და უფრო იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
საქმე 90-იანების საკულტო სუპერმოდელების შვილებს ეხებათ.

მიუხედავად იმისა, რომ სინდი კროუფორდისა და კაია გერბერის სამოდელო ინდუსტრიაში
მოღვაწეობა განსხვევებულ პერიოდებს მოიცავს, დღეს ისინი საზოგადოებისთვის მაინც
აქტუალურები არიან. კაიამ დედის დახმარებით სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო და
არაერთხელ გაიარა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიც Chanel, Saint Laurent და Prada
არიან.

Cindy Crawford and Her Daughter, Kaia Gerber, Talk Modeling in the Age of Social Media | Vogue

სინდი კროუფორდის გავლენა კაია გერბერზე

“საერთაშორისო სამოდელო სამყარო ჩემთვის ნამდვილად არ იყო უცხო, რადგან ძალიან დიდი
სანაცნობო წრე მყავდა. მოდის ინდუსტრია ახალ სამყაროს არ ჰგავდა, როგორც ეს დამწყები
მოდელების შემთხვევაშია. დაახლოებით ვიცოდი, როგორ მუშაობდა ეს ბიზნესი, რას ითხოვდნენ
ჩემგან და მე რა დამევალებოდ, თუმცა, მიუხედავად პრივილეგიებისა, არსებობს რაღაცები, რასაც
ვერავინ ვერ გასწავლის და საკუთარი გამოცდილებიდან უნდა აითვისო. დედაჩემს და ყველა იმ
გოგონას ძალიან დიდ პატივს ვცემ, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც ინგლისური მათი მშობლიური ენა არ იყო და როგორც საზოგადოებაში, ასევე
სამსახურში ინტეგრაცია შედარებით რთული იყო.“ (კაია)

Kaia Gerber On The Runway At New York Fashion Week - Kaia Gerber First Fashion Month

სუპერმოდელის შვილად ყოფნის გამოწვევები სამოდელო ინდუსტრიაში

“მარტივია ადამიანის განსჯა, როდესაც მისი ოჯახის წევრებს კარგად იცნობ. ჩემთვის ეს ყველაზე
არახელსაყრელი მომენტი იყო. ადამიანები ყოველთვის გაკრიტიკებენ, მოუხედავად იმისა, იციან
თუ არა რას აკეთებ. უფრო მარტივია დაიწყო კარიერა სუფთა ფურცლიდან და გაითქვა სახელი,
ისე, რომ არავინ გაგაკრიტიკოს. როდესაც სამოდელო ბიზნესში დავიწყე მუშაობა, მე უკვე
ცნობილი ოჯახი მყავდა, ამიტომ ჩემს შესახებ აზრი ადამიანებს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ.
სანამ წინ წავიდოდი, ყოველთვის უკან მიწევდა დახევა, რადგან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი
ყველაზე დიდი გამოწვევა ადამიანებისთვის იმის დამტკიცება იყო, რომ ცდებოდნენ.”

Every Time Kaia Gerber Looked Like Cindy Crawford | StyleCaster

“პოდიუმზე გამოსვლა რთული არ ყოფილა, რადგან დებიუტამდე ბევრს ვვარჯიშობდი
სიარულში, თუმცა, როდესაც დიზაინერების ტანსაცმელი გაცვია და აცნობიერებ, რომ ძალიან
ბევრი ადამიანი გიყურებს, ნერვიულობა და შიში გიპყრობს. მახსოვს, როდესაც ჩემი ძმა პირველ
რიგში დავინახე, ძალიან გამიხარდა, თითქოს საჭირო მხარდაჭერა მივიღე, რაც იმ მომენტში
ყველაზე მეტად მაკლდა.” (კაია)

„კაიასთვის მარტივი იყო შემოთავაზებების მიღება და შეხვედრების დანიშვნა, მაგრამ თუ არ
გაქვს შესაბამისი მონაცემები, მოდის ინდუსტრიაში, განსაკუთრებით კი ისეთ გამოცემასთან,
როგორიც Vogue-ია ვერ ითანამშრომლებ. ძალიან საწყენია, როდესაც ამბობენ “კაიას კარიერა
დედამისმა შეუქმნა.” იმიტომ, რომ ძალიანაც რომ მომენდომებინა, ეს შეუძლებელი იქნებოდა.
დრო თავად იტყვის სიმართლეს, რადგან კაია არ მიეკუთვნება ისეთი მოდელების კატეგორიას, რომლებიც პოდიუმზე ერთი სეზონი გამოჩნდნენ და შემდეგ სამოდელო ბიზნესიდან
გაუჩინარდნენ.” (სინდი)

What Cindy Crawford Thinks of Kaia Following in Her Footsteps - E! Online

კროუფორდის ფილოსოფია – “ყოველთვის გააკეთე საშინაო დავალება”

“ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც მე ვაკეთებდი და ამჟამად კაიაც აკეთებს, ეს არის
საერთო ენის გამონახვა. როდესაც მიდიხარ დიზაინერთან, ან ფოტოგრაფთან სამუშაოდ, ეს
მოცემული დავალების შესრულებას ჰგავს. მინდა გვქონდეს სამეტყველო ენა, თუ გადაღებებზე
უკვე ვიცი ვინ არის ფოტოგრაფი, ვცდილობ მის ენაზე ვისაუბრო. თუ ბრენდს უწევ რეკლამას,
რომლის შესახებაც არაფერი იცი და მუშაობ დიზაინერთან, რომლის შემოქმედებაც შენთვის
უცხოა, მაშინ შენს დავალებას კარგად ვერ ასრულებ, ამიტომ, კაია სანამ მოდის ინდუსტრიაში
დაიწყებდა მოღვაწეობას ამ ყველაფერში კარგად ერკვეოდა.”

სოციალური მედიის გავლენა კაია გერბერის კარიერაზე

„სოციალური მედია, ეს ისეთი რამ არის, რის შესახებაც დედას ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდა,
ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვსწავლობდით. დღევანდელ სამყაროში სოციალური ქსელები
ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ისეთ ინდუსტრიაში, რომელზეც ინსტაგრამმა
ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. ვფიქრობ არსებულმა კავშირმა სარგებელი მოუტანა ისევე
როგორც დიზაინერებს, ასევე მოდელებს, რადგან ჩვენ უფრო ხელმისაწვდომები გაგვხადა.“

“როდესაც დედაჩემის ფოტოებს ვუყურებ, ვხვდები, რომ სამოდელო ბიზნესი ადრე უფრო
შერჩევითი იყო. იმას ვგულისხმობ, რომ ჟურნალები ხალხს აძლევდა საშუალებას
აღფრთოვანებულიყვნენ იმდროინდელი მოდელებით და ჰქონოდათ ერთგვარი ფანტაზია,
რადგან მათი ყოველდღიურად ნახვის საშუალება არ ჰქონდათ. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა,
ადამიანები მოდელებს არამხოლოდ ფოტოსესიებზე, არამედ სხვა ადგილებში, მათ შორის
სოციალური ქსელებშიც ხედავენ. საზოგადოება უკვე აანალიზებს იმას, რომ მოდელები
ყოველთვის ისე ვერ გამოიყურებიან, როგორც ჟურნალის გარეკანზე.” (კაია)

kaia gerber, runway and girl - image #7851549 on Favim.com

სინდი კროუფორდი მოდელობაზე, როგორც პროფესიაზე

„არ მგონია, რომ ჩემი თაობა ამ საქმიანობაზე ოცნებობდა, რადგან მოდელობა რეალურ
სამსახურთან არ ასოცირდებოდა. მახსოვს, 20 წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ მომდევნო 5 წლის
განმავლობაში მოდელად ვიმუშავებდი, შემდეგ კი სწავლას დავუბრუნებოდი და ნამშვილ
სამუშაოს ვიშოვნიდი. დრო გადიოდა, თუმცა იმავეს ვფიქრობდი 25-30 წლის ასაკშიც.“

„ჩემი თაობის მოდელები ადრე მხოლოდ პროფესიით იყვნენ მოდელები, დღევანდელი
საზოგადოება კი ამ პროფესიით ყოველდღიურად მუშაობს. თანამედროვეობაში ალბათ არ
არსებობს თინეიჯერი, რომელმაც სელფის გადაღება არ იცის, ვგულისხმობ არამხოლოდ ფოტოს
გადაღებას, არამედ კარგი ლოკაციის და განათების შერჩევას, შემდეგ კი ფოტოების დამუშავებას.
როდესაც მეკითხებოდნენ დაიწყებდა თუ არა კაია სამოდელო კარიერას და როგორი
დამოკიდებულება მექნებოდა ამასთან, ყველას ვპასუხობდი “ნუთუ დღევანდელ სამყაროში
ყველა მოდელი არაა?”

Cindy Crawford | 90s runway fashion, Runway fashion couture, Fashion

„შეიძლება ადამიანს 300 გამომწერი ჰყავდეს და დიდი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდეს,
მაგრამ როდესაც ბევრი ადამიანი ნახულობს შენს სოციალურ ქსელს ერთგვარი წნეხის ქვეშ ხარ.
ხშირად ყოფილა შემხვევა, როდესაც კაიას სახალისო პოსტის გამოქვეყნება სურდა, თუმცა
შინაარსის, აღწერის, ან თავად ფოტოს გამო აზრი შეუცვლია, რადგან კონკრეტული მასალა მისი გვერდისთვის შეუფერებელი იქნებოდა. სოციალური მედია რა თქმა უნდა შესანიშნავი იარაღია
წარმატების მისაღწევად, თუმცა ამავდროულად ძალიან დიდი წნეხია.” (სინდი)

რას ფიქრობს კაია, როდესაც მას დედამისს ადარებენ

“ცოტა უცნაურია, როდესაც ბავშვებს საკუთარ მშობლებს ადარებენ. თუმცა, თუ კი აუცილებლად
ვინმეს უნდა შემადარონ, ეს პიროვნება მირჩევნია დედაჩემი იყოს. სინდი მსოფლიოში ყველაზე
კეთილი, მშვიდი, თავაზიანი და გრაციოზული ადამიანია, ამიტომ ჩემთვის ყველაზე დიდი
კომპლიმენტია, როდესაც ხალხი მეუბნება, რომ მას ძალიან ვგავარ.” (კაია)

Kaia Gerber Tried to Apply Perfume With a Broken Arm, and the Struggle Is Real | Allure

ასევე გაეცანი

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს
OK! News

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა
OK! News

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა
OK! Business

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი
OK! News

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბლოგინგი − ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე აქტუალური პროფესია

#OK! ბლოგინგი − ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე აქტუალური პროფესია

February 26, 2021
#OK! პალეტორიქსი – ისიამოვნე სხვაობით

#OK! პალეტორიქსი – ისიამოვნე სხვაობით

May 5, 2022
#OK! მენეჯერი – ვაკო ყორღანაშვილი

#OK! მენეჯერი – ვაკო ყორღანაშვილი

April 1, 2025
#OK! ფეტუჩინი ალფრედო კრევეტებით

#OK! ფეტუჩინი ალფრედო კრევეტებით

September 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები