• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

OK! როცა პროფესია ძალიან გიყვარს…

January 23, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დღევანდელი ჩემი რესპოდენტი ლაღი, ოპტიმისტი და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი – მარიამ გიორგაძე გვიყვება თავის ბავშვობაზე, წიგნების სიყვარულსა და იმ გამორჩეულ პროექტებზე, რომელიც „პალიტრა მედია ჰოლდინგთან“ ერთად განახორციელა.

 

ბავშვობა

შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობაში უფრო პრაგმატული ვიყავი და, სხვათა შორის, წლებსა და ბევრ მარცხთან ერთად მოვიდა მეტი სილაღე, გამბედაობა და ცხოვრების ყველა წუთით ტკბობის უნარი, ყველა სიტუაციაში ვხედავ შესალებლობასა და პოზიტიურ მხარეს. ამაში, ალბათ, ბავშვობის გამოცდილებაც მეხმარება. გახსოვთ ყველას „კინდერის“ სათამაშოები, განსაკუთრებით ბეჰემოთები და პინგვინები მიყვარდა და მათი დიდი კოლექციაც მქონდა. ერთხელაც, როცა მივხვდი, რომ ბევრი ერთნაირი სათამაშო დამიგროვდა, გადავწყვიტე მათი ეზოში გაყიდვა – 50 თეთრად ვყიდდი. თავიდან კარგად მიდიოდა ჩემი „ბიზნესი“, სანამ მეზობელმა მამაჩემს არ უთხრა – ვაჭარია შენი შვილიო. ყოველთვის თვისუფლად და ლაღად ვიზრდებოდი, თუმცა იყო წითელი ხაზები, რის გამოც შეიძლებოდა დავსჯილიყავი და ეს წითელი ხაზი სიტყვა „ვაჭარი“ აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, დამსაჯეს, „სასჯელი“ კი წიგნის წაკითხვა და მერე მისი მოყოლა იყო. ასე დაიწყო ჩემი წიგნის თხრობის პრაქტიკის ჩამოყალიბება.

მოგვიანებით უკვე ბიძაჩემმა – მამაჩემის ძმამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩემს წიგნიერებაში. თავად მირჩევდა წიგნს, რომლის წაკითხვის შემდეგ, ყოველ პარასკევ საღამოს ვარჩავდით. სწორედ მისი რჩევით წავიკითხე რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემი ცნობიერებისთვის – წიგნებით საბოლოოდ მოვიწამლე.

 

განათლება

დავამთავრე ფინანსები, საბანკო საქმე, შემდეგ MBA და ბოლოს დოქტორის ხარისხიც მომენიჭა „ეკონომიკისა და მენეჯმენტის დარგში“, თუმცა წიგნი მუდმივ და უცვლელ გატაცებად რჩებოდა. როდესაც სამოგზაუროდ ვარ უცხოეთში, აუცილებლად შევდივარ წიგნის მაღაზიაში, ვათვალიერებ თაროებს, შევარჩევ და ვყიდულობ ჩემთვის რომელიმე განსაკუთრებულ წიგნს. სხვა გატაცებაც მაქვს – სანიშნეებს ვაგროვებ. მათ ყველა იმ წიგნის მაღაზიაში ვყიდულობ, რომელშიც შევდივარ. ხშირად ამა თუ იმ პროექტის იდეა სწორედ სანიშნეზე დატანილი წარწერით ან რომელიმე წიგნის კითხვისას მომსვლია.

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს პროფესიას თქვენს ცხოვრებაში?

ამჟამად ვარ „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი. ეს პოზიცია აერთიანებს ბევრ მიმართულებას: გამომცემლობას, ტელევიზიას, რადიოს, ვებგვერდებს, ბეჭდური მედიასა და კიდევ სხვადასხვა პროფილის კომპანიას. ასე რომ, ჩემი საქმიანობა მრავალმხრივად დატვირთული და საინტერესოა. საბოლოოდ, ეს საქმე ჩემთვის არის ცხოვრების სტილი და არა მხოლოდ სამსახური. ჰოლდინგში მუშაობა „გამომცემლობა პალიტრა L-ის“ მარკეტინგის ხელმძღვანელობით დავიწყე და რამდენიმე წელიწადში უკვე მთლიანად ჰოლდინგის მარკეტინგი ჩავიბარე. ცნობილი ფრაზა ხომ იცით: „აკეთე ის, რაც ძალიან გიყვარს და არასდროს მოგიწევს მუშაობა“. ვეთანხმები ამ ფრაზას. საზოგადოებას ახსოვს, ალბათ, 2022 წელს საქართველოში ცნობილი ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ბეგბედერის სტუმრობა. ამ ვიზიტის ყველა დეტალი, ფაქტობრივად, მხოლოდ ორმა ადამიანმა დავგეგმეთ. ეს შეხვედრა არაერთმა უცხოურმა ტელევიზიამ გააშუქა, რაც, გარდა იმისა, რომ დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან საამაყოა, რადგან შენს გაკეთებულ საქმეს ამხელა გამოხმაურება აქვს და ამით ქვეყნის პოპულარიზაციასაც უწყობ ხელს.

 

 

ასევე შემიძლია გავიხსენო მსოფლიო ბესტსელერი წიგნის „იკიგაი – ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო“ ერთ-ერთი ავტორის, ფრენსის მირალესის ვიზიტი საქართველოში. ასევე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია „ბიზნესშეხვედრები“, რომელიც „ლურჯი ოკეანის“ პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ.

„პალიტრა მედია ჰოლდინგი“ უკვე წლებია „თბილისის ღვინის ფესტივალის“ ორგანიზატორია. ფესტივალი ტრადიციულად ოქტომბერში იმართება და მასში მცირე და საშუალო მარნები თუ ღვინის დიდი კომპანიები მონაწილეობენ. 2023 წელს კი, ფესტივალის ფარგლებში პირველად, სომელიემ ჩაატარა მასტერკლასი „ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება, ყნოსვის ტრენინგი“. შესაბამისად, 2023 წლის ფესტივალიც მოხვდა სხვადასხვა უცხოელი ღვინის ბლოგერის ფოკუსში და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

დღემდე ყველასთვის საყვარელ პროექტად რჩება „50 წიგნი, რომელიც უნდა წაკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, რაც ძალიან მახარებს. როდესაც „გამომცემლობა პალიტრა L-მა“ ეს პროექტი დაიწყო, სკოლის მოსწავლე ვიყავი. კარგად მახსოვს საზოგადოების ჩართულობა და ინტერესი ამ სიახლისადმი და ის განწყობა, რომელიც თავად მქონდა – მოუთმენლად ველოდი ყოველი ახალი წიგნის გამოსვლას. ახლა კი, 15 წლის შემდეგ, ჩემი მენეჯმენტის ფარგლებში მზადდება ახალი სერია „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ…“ საინტერესოა ცხოვრება, არასოდეს იცი, რა გელოდება და წლების შემდეგ რამხელა ამბის ნაწილი შეიძლება გახდე. ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც შენი საქმით შეგიძლია მცირე წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში, აკეთო სხვადასხვა სოციალური პროექტი და მუდამ იყო ორიენტირებული უკეთესის შესაქმნელად.

 

წარმატება მოაქვს…

წარმატება ძალიან პირობითი ცნებაა, მას ყველასთვის სხვადასხვა საზომი აქვს. პირადად მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში მთავარია იყო ბედნიერი, სიყვარულით აკეთებდე შენ საქმეს და გქონდეს ნაპოვნი შენი პასუხი კითხვაზე „რატომ?“ რატომ აკეთებ კონკრეტულ საქმეს? რა გამოძრავებს? ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა კარიერასა და პირად ცხოვრებაში. დანარჩენი თავისით მოდის.

 

თავისუფალ დროს…

თავისუფალ დროს ვცდილობ აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრო: ვივარჯიშო, ვისეირნო სუფთა ჰაერზე. მიყვარს, როდესაც გარშემო ყველაფერს ვაკვირდები. ინსპირაცია შეიძლება ბაზარში სუნელების დახლიდანაც კი მოვიდეს. ასევე ვცდილობ ოჯახსა და მეგობრებთან ერთად გავატარო დრო. ეს მომენტი ყველაზე მეტი ენერგიით მავსებს. კულინარიაც მიტაცებს და ხანდახან ვაწყობ ვახშმებს მეუღლისა და მეგობრებისთვის. განტვირთვის საინტერესო ფორმას მივაგენი: დამღლელი დღის ბოლოს სადილის მომზადება საუკეთესო საშუალება ყოფილა. ამ დროს ორგანიზებულად ფიქრობ მხოლოდ კერძზე, მის მომზადებასა სერვირებაზე.

 

 

სამომავლო გეგმები

ცხოვრება იმდენად იდუმალი და საინტერესოა, რომ წინასწარ არასოდეს ვიცით, ხვალ სად აღმოვჩნდებით. დანამდვილებით რაც ვიცი ის არის, რომ განათლება, საქართველოში წიგნიერების დონის გაზრდა, ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო, განმავითარებელი და ალტერნატიული პროექტების შექმნა და შეთავაზებაა ის, რისი კეთებაც ძალიან მიყვარს და რაც მაინტერესებს. მომავალშიც სწორედ ამ საქმეში ვხედავ ჩემს თავს.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ვარსკვლავური წყვილი პაპარაცების ობიექტივში

#OK! ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ვარსკვლავური წყვილი პაპარაცების ობიექტივში

December 6, 2021
#OK! დღეს რობერტ პატინსონი 37 წლის გახდა – ინგლისელი მსახიობის გზა წარმატებამდე

#OK! დღეს რობერტ პატინსონი 37 წლის გახდა – ინგლისელი მსახიობის გზა წარმატებამდე

May 13, 2023
#OK! ემბიჯი რენთი – პროფესიონალები სანდო კომპანიას ქმნიან

#OK! ემბიჯი რენთი – პროფესიონალები სანდო კომპანიას ქმნიან

October 14, 2024
#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს

#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს

April 7, 2025

კვირის ჰიტები

#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

January 9, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK!  მასკის გადაწყვეტილებით, ირანელები Starlink-ის ინტერნეტს უფასოდ მიიღებენ

#OK! მასკის გადაწყვეტილებით, ირანელები Starlink-ის ინტერნეტს უფასოდ მიიღებენ

January 15, 2026
#OK! „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ „დავით აღმაშენებელი“ – გიგი კურტანიძემ ახალი თრეილერი შექმნა

#OK! „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ „დავით აღმაშენებელი“ – გიგი კურტანიძემ ახალი თრეილერი შექმნა

January 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები