• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქალები სატვირთოების სამყაროდან

March 2, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

რა კარგად ისმის ფრაზები: „ბედნიერებაა, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ“, ან „ზუსტი პროფესია აირჩია“. დიახ, სათქმელად ადვილია, მაგრამ მიზნის მიღწევაში ხშირად არა ობიექტური მიზეზები, არამედ უხილავი, მაგრამ მძლავრი წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი აზრი გვიშლის ხელს. განსაკუთრებით, როდესაც ქალებზე და მათ მიერ შერჩეულ პროფესიაზე ვსაუბრობთ. ქალებზე, რომლებიც მზად არიან დამკვიდრებულ სტერეოტიპებს გადააბიჯონ და „კაცურ“ პროფესიას ირჩევენ.

ჟურნალი OK! დღეს სწორედ ასეთ ქალებს გაგაცნობთ. გიამბობთ „თეგეტაში“ დასაქმებული სატვირთოს მექანიკოსი გოგონების შესახებ, რომლებიც მამაკაც კოლეგებს ტოლს არ უდებენ და წარმატებისკენ ფრთხილი, მაგრამ გაბედული ნაბიჯებით მიდიან.

პირველად საქართველოში „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ სატვირთოს მექანიკოსობის შესაძლებლობა ქალებს კამპანიის „პროფესიას არ აქვს გენდერი“ ფარგლებში მისცა. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის  „მოძრაობა ცვლილებისთვის“ ინიციატივით ხორციელდება.

სალომე ჩხვიმიანი, ნინო წიკლაური და ნათია ბერაშვილი ჩვენი სტატიის მთავარი გმირები არიან. ახალი პროფესიის შესწავლა „თეგეტა აკადემიაში“ დაიწყეს. თეორიული ნაწილის შემდეგ გოგონებმა 6-თვიანი პრაქტიკა „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში გაიარეს და კომპანიაშიც დასაქმდნენ.

„ქალების გაძლიერება „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამისათვის აქტივობებს სხვადასხვა მიმართულებით ვახორციელებთ.

რამდენიმე თვეა ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ მუშაობენ გოგონები „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში და სიამაყით ვივსებით. ვხედავთ, როგორ გაიზარდნენ პროფესიულად, კომპეტენტურად ერთვებიან პროცესებში და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მთავარია გიყვარდეს შენი საქმე და ყველაფერი გამოვა.

„თეგეტას“ მთელი გუნდისთვის ეს პროექტი თავიდანვე ერთ-ერთი გამორჩეულია. მიხარია, რომ ამ ძალიან მაგარმა გოგონებმა არჩევანი საავტომობილო სფეროზე შეაჩერეს და დღეს, პირველად საქართველოში, გვყავს სატვირთოს ქალი მექანიკოსები“, − ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

იყო შიში, უხერხულობა, ზოგჯერ უნდობლობაც. იმაზეც დაფიქრებულან, ხომ არ შეცდნენ პროფესიის არჩევისას, მაგრამ ჩვენი რესპონდენტებისთვის ეს შეგრძნებები დღეს უკვე კარგი გამოცდილებაა, რომლის გადალახვის ძალა საკუთარ თავში სამივემ იპოვა.

„ცხოვრებაში არასოდეს უნდა შეწყვიტოთ ძიება და სვლა. შესაძლოა ყოველთვის არ იცოდე, სად მიდიხარ, მაგრამ აუცილებლად უნდა იარო. ახლაც ყოველდღე ვეკითხები ჩემს თავს: „შევძლებ“? თუმცა, ეს შიში აღარ არის. ეს სწავლის პროცესია და ყველაფერს მივიღებ, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დამეხმარება. მე ხომ საკუთარი თავი და საქმე ვიპოვე, რომელიც საკუთარი „მე“-ს რწმენასა და თვითდაჯერებულობას მმატებს“, − გვიყვება ნინო წიკლაური.

რაც თავი ახსოვს, სწავლობს, მუდამ ძიების პროცესშია და იპოვა კიდეც საკუთარი საქმე. თავიდანვე გაიაზრა ყველა ის სირთულე, რომელიც აქამდე გამოიარა და მომავალში ელის, თუმცა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს ამ პროფესიაში.

„სამუშაო დღე 09:30-ზე იწყება და მთელი დღის განმავლობაში მთლიანად ჩართულები ვართ საქმეში. ჯერჯერობით მექანიკოსებს ვეხმარებით, თუმცა დამოუკიდებლადაც ვმუშაობთ დიაგნოსტიკაზე და ელექტრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

მომხმარებლებს თავდაპირველად ძალიან უკვირდათ სერვისცენტრში ქალების დანახვა, თუმცა ეტაპობრივად იცვლება დამოკიდებულება, რაც ძალიან მახარებს“.

არაერთი მომხმარებელი ახსოვს, ეჭვის თვალით რომ შეუხედავთ. „რა უნდა ესმოდეს 23 წლის გოგოს მანქანის, განსაკუთრებით − სატვირთო მანქანის“, − ეს აზრები ბევრჯერ ამოუკითხავს მათ მზერაში სალომე ჩხვიმიანს, თუმცა დანებება არც უფიქრია. უპირველესად, მხარდაჭერას ოჯახისაგან გრძნობდა, უკვე სამუშაო პროცესში კი კოლეგების გულშემატკივრობა ამხნევებდა.

„ადამიანებს, რომლებიც სტერეოტიპულად ყოფენ ქალისა და მამაკაცის საქმეს, ვურჩევდი, უბრალოდ თავად მოსინჯონ ამ საქმის კეთება და მიხვდებიან, რომ არ შეიძლება გენდერის მიხედვით პროფესიების დაყოფა. არასწორია იარლიყის მიკერება. შეიძლება იმხელა ვნება იპოვო სწორედ ისეთ საქმეში, რომელიც საზოგადოების თვალში შენი გენდერისას არ მიეკუთვნება, როგორიც არც ერთი პროფესიის მიმართ არ გიგრძნია. დასანანია, ადამიანი საყვარელი საქმის კეთებას სხვისი აზრის გამო მოცდეს“.

იმასაც გვიყვება, რომ სატვირთოს მექანიკოსობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა. ეს პროფესია ზრდასრულ ასაკში აირჩია და საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დღეს დარწმუნებულია. „მე კვლავ ვაგრძელებ სწავლას. „თეგეტა“ კი მაძლევს იმის საშუალებას, რომ მუდმივად განვვითარდე და გავხდე ჩემი საქმის პროფესიონალი“, − სალომე ჩხვიმიანი.

ნინოსა და სალომესგან განსხვავებით, ნათია ბერაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ავტომობილები მისი სტიქიაა. ინტერესი ბავშვობიდან გაჩნდა,

როდესაც მამას „რეისებში“, ხანაც სატვირთო მანქანების ავტოფარეხში  დაჰყვებოდა. სამომავლო პროფესიამდე კი, როგორც თავად ამბობს, შემთხვევითობამ მიიყვანა.

„ფეისბუქზე“ შემთხვევით გადავაწყდი გოგო ავტომექანიკოსის ვაკანსიას და სიხარულისგან გავგიჟდი. ზუსტად ჩემთვის არის-მეთქი, ვიფიქრე და მაშინვე გავაგზავნე CV. საერთოდ არ მქონდა იმედი, რომ დამირეკავდნენ, მაგრამ გამიმართლა და ამიყვანეს. თავიდან ძალიან ვიძაბებოდი, მეშინოდა, რაიმე არ გავაფუჭო, არ დავაზიანო, არ გადავწვა-მეთქი, თან მძღოლებმა იციან ხოლმე თქმა, ქალის საქმე ეს არ არის, ქალს როგორ ვანდობ მანქანასო, მაგრამ შემდეგ მივხვდი − არ უნდა მიაქციო ამ დამოკიდებულებას ყურადღება, შენი საქმე უნდა აკეთო, კონცენტრირდე სამუშაოზე და ყველაფერი გამოგივა. ჩემი სამომავლო გეგმაა, გავხდე საუკეთესო მექანიკოსი მთელ საქართველოში“, − ნათია ბერაშვილი.

 

ნათია, სალომე და ნინო − სატვირთო ავტომობილის პირველი ქალი მექანიკოსები საქართველოში. ქალები, რომლებსაც არასოდეს მიუციათ უფლება საკუთარი თავისთვის, უბრალოდ ბედს მინდობოდნენ. მიზანი დაისახეს და წარმატების გზაზე დაბრკოლებები აბსტრაქტულ ცნებად გარდაქმნეს.

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი
OK! Business

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 6, 2026
#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი
Slider Area

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 6, 2026
#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის
Slider Area

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

March 6, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი
ინტერვიუ

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

March 6, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! საკულტო ვარსკვლავების სამოსით შთაგონებული 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სტილი

#OK! საკულტო ვარსკვლავების სამოსით შთაგონებული 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სტილი

March 16, 2023
#OK! დიაბეტის საერთაშორისო დღე – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ ნინო ჩარკვიანთან

#OK! დიაბეტის საერთაშორისო დღე – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ ნინო ჩარკვიანთან

November 2, 2021
#OK! 31 იანვარს HR პროფესიონალთა ასოციაციის | HRPA • Georgia წევრთა ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გაიმართება

#OK! 31 იანვარს HR პროფესიონალთა ასოციაციის | HRPA • Georgia წევრთა ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გაიმართება

January 17, 2025
#OK! კიმ კარდაშიანმა 3 კვირაში 7 კილო დაიკლო, რათა მერილინ მონროს კაბა მოერგო

#OK! კიმ კარდაშიანმა 3 კვირაში 7 კილო დაიკლო, რათა მერილინ მონროს კაბა მოერგო

May 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 6, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 5, 2026
#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები