• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ქალბატონები, რომლებიც ეპოქის სულისკვეთებას ყველაზე კარგად გადმოსცემდნენ

May 4, 2025
საკითხავი დრო: 3 mins read

 

მარლენ დიტრიხი − Marlene Dietrich (1920)

მარლენ დიტრიხი ლამაზი გარეგნობით გამოირჩეოდა და ქუჩაში გასულს, ყველა თვალს აყოლებდა. სარეკლამო აგენტებს იგი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და ქალის გრძელი წინდების რეკლამაში მიიწვიეს.

ოციან წლებში სწორედ ის კარნახობდა მსოფლიოს მოდას. საპატიო ჯილდოც აქვს მიღებული მოდის ინდუსტრიისგან. 1986 წელს ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს მიერ მას Lifetime Achievement Award გადაეცა. ანდროგენული სტილის პიონერს, თავისუფალი არჩევანის მომხრეს, ქალების ჩაცმულობის განმსაზღვრელს, უდიდესი გავლენა ჰქონდა და კვლავ აქვს მოდაზე. სწორედ მან მოირგო შარვალი და სულ მალე უამრავმა ქალმა მამაკაცის გარდერობის ელემენტების ათვისება გაბედა. მიუხედავად იმისა, რომ დიტრიხს შეეძლო მამაკაცის კოსტიუმი ჩაეცვა, ის მუდამ ქალური სინაზის სიმბოლოდ რჩებოდა.

 

 

კეტრინ ჰეპბერნი – Katharine Hepburn (1930)

კეტრინ ჰეპბერნი არა მხოლოდ საკუთარი სილამაზით ნუსხავდა გარშემომყოფებს, არამედ სტილითაც, რომელიც დღევანდელ რეალობაშიც ძალიან აქტუალურია და შეიძლება ითქვას, ყველაზე თანამედროვეც.

მაღალწელიანი შარვლები, ლოფერები და კლასიკური პერანგები მისი სავიზიტო ბარათი იყო. იგი უამრავი ქალბატონისთვის სტილის სიმბოლო გახლდათ და შესაბამისად, უამრავი მიმბაძველიც ჰყავდა.

 

 

გლორია ვანდერბილტი – Gloria Vanderbilt (1940)

გლორია ვანდერბილტი ახალგაზრდა ასაკიდანვე გახდა ტაბლოიდების ყურადღების სამიზნე და მუდამ ინტერესი იყო მის გარშემო. ის ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან გამოირჩეოდა და მისი ორიგინალური და დახვეწილი სტილით არავის რჩებოდა შეუმჩნეველი, მით უფრო − მოდის მიმდევარ ქალბატონებს. მის მიერ მორგებული სამოსი დღესაც ძალიან აქტუალური და მოდურია.

 

 

გრეის კელი – Grace Kelly (1950)

გრეის კელი ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური სტილით. 1950-იან წლებში ის ყველა ქალისთვის სამაგალითო გახდა, რადგანაც დღის ნებისმიერ მონაკვეთსა და ნებისმიერ ვითარებაში უნაკლოდ გამოიყურებოდა. იდეალურად დავარცხნილი თმა, ნაზი კაბები და ორიგინალური ჟაკეტები – ეს გრეის კელის სავიზიტო ბარათი იყო.

გრეისს არ უყვარდა ზედმეტად თამამი სამოსი და სხვა ქალბატონებისგან განსხვავებით, იშვიათად იცვამდა ღრმა დეკოლტეს.

ის, რომ Hermes-ის მოდის სახლმა მონაკოს პრინცესას სახელობის ლეგენდარული Kelly bag ჩანთები გამოუშვა, ყველამ კარგად იცის. ჩანთა ბევრი ქალისთვის დღემდე სასურველია და აქტუალურობას არ კარგავს. გრეის კელის სხვა შეუცვლელი ატრიბუტები გახლდათ მოსახვევები, მარგალიტის მოკლე მძივები და პატარა საყურეები, ასევე − ხელთათმანები, რომელსაც ის, გარდა განსაკუთრებული საღამოებისა, სიამოვნებით იყენებდა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

 

 

ოდრი ჰეპბერნი – Audrey Hepburn (1960)

ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობმა ოდრი ჰეპბერნმა მსოფლიო დაიპყრო არა მხოლოდ თავისი უნაკლო სამსახიობო ნიჭით, არამედ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობით, შარმითა და დახვეწილობით. მილიონობით ქალბატონისთვის ჰეპბერნის ჩაცმის სტილი ეტალონი გახდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა ფილმები მისი მონაწილეობით.

 

როგორც მსახიობი ამბობდა, იმისთვის, რომ დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, არ არის აუცილებელი მოდას აჰყვეთო. საკმარისია შეარჩიოთ ტანსაცმელი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ფიგურებს და თქვენს გარეგნობას განუმეორებელს გახდის.

ოდრი გამოირჩეოდა ტანსაცმლის უბრალოებითა და დახვეწილობით. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოდრი უპირატესობას ანიჭებდა თეთრ პერანგსა და შავ შარვალს, ან ქვედაბოლოს. ოდრი მიიჩნევდა, რომ შავი ფერის სამოსი არის ნებისმიერი წვეულებისთვის სწორი არჩევანი. ოდრი ჰეპბერნის გამორჩეული გემოვნების უცვლელ ატრიბუტს წარმოადგენდა მზისგან დამცავი სათვალეები. ეს იყო მისი ყოველდღიურობის ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი.

 

ბიანკა ჯაგერი მოდის მიმდევარი უამრავი ქალბატონისთვის სტილის ეტალონად მიიჩნევა. მის ჩაცმულობაში ქუდი მუდამ განსაკუთრებული შტრიხია. ბიანკა ყოველთვის საკუთარი თავის სტილისტი გახლდათ, რომელიც იდეალურად უხამებდა ერთმანეთს ერთი შეხედვით შეუფერებელ სამოსს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს. თუმცა მისთვის მაინც არსებობდა ერთი საყვარელი ტანდემი – ვინტაჟურისა და თანამედროვე სტილის შეხამება.

 

 

პრინცესა დაიანა − Princess Diana (1980)

დაიანას სტილზე ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში საუბრობდნენ. სამეფო ოჯახის წევრი თავისი სამოსით მკაფიოდ გამოხატავდა განსხვავებულ, ინდივიდუალურ სტილს. მისი ჩაცმულობა ყველაფერს მოიცავდა − მაცდური და მოდური სამოსიდან დაწყებული, თამამი ფერის კოსტიუმებით დამთავრებული.

დაიანას გარკვეული სამოსისა და აქსესუარების ტარების მიზეზი მხოლოდ სტილით არ ყოფილა განპირობებული. ტანსაცმელმა გაამყარა მისი სტატუსი, როგორც თბილი, თანაგრძნობით სავსე და მოსიყვარულე ადამიანისა. მაგალითად, მას არ მოსწონდა ხელთათმანების ტარება, რადგან უყვარდა ადამიანებისთვის ხელის ჩამორთმევა, საქველმოქმედო საღამოებზე ატარებდა დიდ სამკაულებს, რათა ბავშვებს ეთამაშათ და ასევე, ბავშვებთან შეხვედრებზე არ ატარებდა დიდ ქუდებს, რადგან მათი ჩახუტება ძალიან არაკომფორტულია დიდი ქუდებით. ხშირად სტუმრობდა უსინათლო პაციენტებს და ასეთ შეხვედრებზე იცვამდა ველვეტს, რათა მათ შეხებით შეეგრძნოთ და დაემახსოვრებინათ დაიანას მათთან ყოფნა.

 

 

 

გვინეტ პელტროუ – Gwyneth Paltrow (1990)

გვინეტ პელტროუ – გასული საუკუნის 90-იანი წლების ლეგენდარული მსახიობი, ბიზნესლედი, უბრალოდ, დედა და მილიონობით ადამიანის საყვარელი ვარსკვლავია. გვინეტს საოცრად დახვეწილი და ელეგანტური სტილი აქვს, რაც წლების განმავლობაში მისი მთავარი ნიშა გახდა.

მსახიობი არაჩვეულებრივად ირგებს როგორც ყოველდღიურ ტანსაცმელს, ასევე გამოსასვლელ, საღამოს კაბებს. იგი უმეტესად სადა, მაგრამ ძალიან ორიგინალური და განსხვავებული სამოსით გვევლინება სხვადასხვა წვეულებიდან თუ უბრალოდ, ქუჩებში გადაადგილების დროს.

 

სარა ჯესიკა პარკერი – Sarah Jessica Parker (2000)

ბუნებრივია, რომ სარა ჯესიკა პარკერის შეხედვისთანავე, თვალწინ კერი ბრედშოუ, სარა სანდერსონი და ათწლეულების განმავლობაში მის მიერ განსახიერებული სხვა გმირები წარმოგვიდგება. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ნამდვილი სარა ჯესიკა პარკერი ძალიან ჰგავს მის ეკრანულ სახეებს, განსაკუთრებით კი, მოდის ასპექტში. პარკერი, თავისი სტილით, მუდამ ახდენს გავლენას მოდის ტენდენციებზე და ყველასათვის ცნობილია მისი საოცრად მრავალფეროვანი და თამამი Look-ები.

ამერიკული ტაბლოიდები მას „მოდის კანონმდებელს“ უწოდებენ − საკუთარი, ყველასგან გამორჩეული ჩაცმის სტილისა და არაორდინარული გარდერობის გამო.

 

 

ბლეიკ ლაივლი – Blake Lively (2010)

ბლეიკ ლაივლი საზოგადოებამ გაიცნო და შეიყვარა Gossip Girl-ში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულების შემდეგ. სერიალის გარდა, ულამაზესი ამერიკელი მსახიობი და მოდელი, უამრავ სხვა ფილმში გამოჩნდა (Accepted, The Sisterhood of the Traveling Pants, The Private Lives of Pippa Lee, The Town, Green Lantern და Savages). მას მიღებული აქვს მონაწილეობა „გუჩისა“ და „შანელის“ სარეკლამო კამპანიებში. აღსანიშნავია, რომ ტანსაცმლის შერჩევაში ბლეიკი საკმაოდ თავისუფალია, აქვს გამორჩეული სტილი, რომელიც შეუმჩნეველი არასდროს რჩება და რომელსაც კრიტიკოსები მუდამ დადებითად აფასებენ.

 

 

ტილდა სუინტონი – Tilda Swinton (2020)

ტილდა სუინტონი უდავოდ არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მსახიობი. სამსახიობო მონაცემების გარდა, ის ყოველთვის ახერხებს ფილმიდან ფილმამდე გააოცოს მაყურებელი თავისი შესაძლებლობებით და გარდაიქმნას სრულიად სხვა ადამიანად.

სახასიათო გარეგნობასთან ერთად, მსახიობი უნიკალური სტილითა და გემოვნებითაც გამოირჩევა. 2003 წელს ის დიზაინერ Viktor & Rolf-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა. 52 წლის ასაკში კი შოტლანდიურ თემატიკაზე შექმნილი Chanel-ის კოლექციის სახე გახდა.

 

ასევე გაეცანი

#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია
Hollywood News

#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

June 22, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე
OK! კულტურა

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი
OK! კულტურა

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან
Fashion News

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! თბილისი  ერთი სიყვარულის ისტორია – გია გუგუშვილი

#OK! თბილისი ერთი სიყვარულის ისტორია – გია გუგუშვილი

May 7, 2021
#OK! თუ ადამიანი გულით მოინდომებს, უცილებლად მიაღწევს საწადელს

#OK! თუ ადამიანი გულით მოინდომებს, უცილებლად მიაღწევს საწადელს

March 13, 2025
#OK! “როგორ შეიძლება მას არ იცნობდე” – ანა ვინტური გაოგნდა, როდესაც ღონისძიებაზე შესასვლელად ID მოსთხოვეს

#OK! “როგორ შეიძლება მას არ იცნობდე” – ანა ვინტური გაოგნდა, როდესაც ღონისძიებაზე შესასვლელად ID მოსთხოვეს

May 11, 2022
#OK! 3 წიგნი, რომლებიც სულ სხვა თვალით დაგანახებთ სამყაროს

#OK! 3 წიგნი, რომლებიც სულ სხვა თვალით დაგანახებთ სამყაროს

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები