• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! ოლაფურ ელიასონის ინსტალაციები

June 3, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ოლაფურ ელიასონი დანიელ-ისლანდიელი ხელოვანია, რომელიც ცნობილია საკუთარი სივრცული პროექტებითა და ინსტალაციებით.

ელიასონი თავის ნამუშევრებში უმეტესწილად განათებას, წყალს, ჰაერსა და ტემპერატურას იყენებს ისე, რომ დამთვალიერებელს უქმნის განსხვავებულ სანახაობას. 2003 წელს მისი ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ვენეციის 50-ე ბიენალეზე, სახელწოდებით The Blind Pavillion. 2019 წელს ოლაფურ ელიასონი დაინიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განახლებული ენერგიისა და კლიმატის ცვლილების ამბასადორად.

მის ერთ-ერთ პირველ ნამუშევარში – In Your Strange Certainty Still Kept (1996) წყალი ისხმება ჭერზე დამონტაჟებული პერფორირებული შლანგიდან ბნელ ოთახში და ქმნის მოციმციმე ფარდას − განათების მეშვეობით წყლის წვეთები ჰაერში გაყინული გვეჩვენება. წყალში ხსნადი არატოქსიკური საღებავი ურანი, რომელსაც ოკეანეების ნაკადების შესამოწმებლად იყენებენ, ოლაფურ ელიასონმა მდინარეში ჩაასხა, რის შედეგადაც წყალი გამწვანდა. ელიასონმა ეს 6 სხვადასხვა ქალაქში განახორციელა წინასწარი დაანონსების გარეშე. ამ თემაზე იწერებოდა სტატიები და ჩნდებოდა შეკითხვა – რატომ გაამწვანა არტისტმა ეს მდინარეები? არტისტის პასუხი ასეთი იყო: მას უნდოდა ადამიანები უნებლიეთ ახლებურად დაჰკვირვებოდნენ და ახალი ურთიერთობა დაეწყოთ მათთვის კარგად ნაცნობ, ხშირად შეუმჩნეველ გარემოსთან.

ელიასონი ამჟამად ბერლინში, დაახლოებით 40 ადამიანთან ერთად მუშაობს − ისინი არიან არტისტები, არქიტექტორები, მეცნიერები და ტექნიკოსები. მისი პრაქტიკა ძალიან ხშირად სრულიად სცდება ხელოვნების დარგს და უფრო გლობალურ პრობლემებს ეხება. ოლაფურ ელიასონს მიაჩნია, რომ ხელოვნებას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია სამყაროსთვის, არტისტული აზროვნება მუდმივად პოტენციალის ძიებასა და რეალობის ფარდობითობაზეა დაფუძნებული. მისი აზრით, ხელოვნების დანიშნულებაა, შეეხოს ისეთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, კლიმატის ცვლილება ან საზოგადოებრივი უთანასწორობა.

 

ელიასონმა მინიკ როსინგთან ერთად კოპენჰაგენის მერიის მიმდებარედ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დადგა ყინულის 12 ინსტალაცია, რათა ადამიანთა ცნობიერება აემაღლებინა კლიმატის ცვლილების შესახებ პირდაპირი გამოცდილების საფუძველზე. კოპენჰაგენის შემდეგ ასეთი ინსტალაცია არტისტებმა გააკეთეს პარიზში, UN-ის კლიმატის კონფერენციის დროს კი ლონდონში, ორ ადგილას – ბლუმბერგის სათავო ოფისთან და მუზეუმ Tate Modern-თან.

2012 წლის ზაფხულში, ყოველ შაბათ საღამოს მუზეუმი Tate Modern თიშავდა განათებას თავის სიურრეალისტური ხელოვნების გამოფენის ნაწილში და ეპატიჟებოდა დამთვალიერებლებს, რომლებსაც უნდა ჰქონოდათ ელიასონის ნათურა The little sun − ეს იყო ერთგვარი ბილეთი შესასვლელად და ასევე ხელის ფარანი ბნელი მუზეუმის გასანათებლად. ადგილსპეციფიკურ ინსტალაციაში გამოყენებული იყო წრიული ეკრანი, სარკისებრი ჭერი და ხელოვნური ნისლი მზის ილუზიის შესაქმნელად. ჩამოკიდებული სარკისებრი ალუმინის ფურცელი აორმაგებდა დარბაზის მოცულობას, განათებულმა ნახევარწრემ და მისმა ანარეკლმა კი შექმნა მასიური, დახურული მზის გამოსახულება.

გამოფენისთვის ელიასონმა შეიმუშავა კითხვარი მუზეუმ Tate Modern-ის თანამშრომლებისთვის. შეკითხვები იყო ასეთი: შეცვალა თუ არა ამინდის ფენომენმა ოდესმე თქვენი ცხოვრება? თქვენი აზრით, სხვა ადამიანებისადმი ტოლერანტობა ამინდის პროპორციულია? იცით თუ არა, როგორი ამინდია თქვენი სამუშაო სივრცის გარეთ? პასუხები გამოქვეყნდა გამოფენის კატალოგში, რომელიც ასევე მოიცავდა ხელოვნების კომუნიკაციის, მეტეოროლოგიური ანგარიშების, ამინდის უცნაური მოვლენებისა და სტატისტიკის ირგვლივ ინფორმაციას და ესეების სერიას ამინდის, დროისა და სივრცის შესახებ.

 

ასევე გაეცანი

#OK! როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი პიროვნული ზრდისთვის
Techno

#OK! როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი პიროვნული ზრდისთვის

September 17, 2025
#OK! AI აგენტების რევოლუცია: 2025 წლის ყველაზე ცხელი ტრენდი
Techno

#OK! AI აგენტების რევოლუცია: 2025 წლის ყველაზე ცხელი ტრენდი

September 11, 2025
#OK! AI მარკეტინგის რევოლუცია – სრული მომსახურება კომპანიებისთვის
Techno

#OK! AI მარკეტინგის რევოლუცია – სრული მომსახურება კომპანიებისთვის

September 11, 2025
#OK! ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვაში – როგორ იყენებენ ექიმები თანამედროვე ტექნოლოგიას
Techno

#OK! ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვაში – როგორ იყენებენ ექიმები თანამედროვე ტექნოლოგიას

September 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საშემოდგომო სტილის ინსპირაცია დემი ლოვატოსგან: მომღერლის იშვიათი გამოჩენა!

#OK! საშემოდგომო სტილის ინსპირაცია დემი ლოვატოსგან: მომღერლის იშვიათი გამოჩენა!

September 30, 2021
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025
#OK! კაია გერბერი Ports 1961-ის ახალი კამპანიაში: მოდელი სტივენ მეისელის ობიექტივში

#OK! კაია გერბერი Ports 1961-ის ახალი კამპანიაში: მოდელი სტივენ მეისელის ობიექტივში

February 4, 2022
#OK! „ჩვენი მიზანია ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი“ – გაიცანით ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „პრესტიჟ ლუქსი“

#OK! „ჩვენი მიზანია ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი“ – გაიცანით ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „პრესტიჟ ლუქსი“

November 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კენდო – გოგონებისთვის, რომლებსაც უყვართ მოდური სამოსი

#OK! კენდო – გოგონებისთვის, რომლებსაც უყვართ მოდური სამოსი

December 15, 2025
#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა  ზოდიაქოს 4 ნიშანს

#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა ზოდიაქოს 4 ნიშანს

December 18, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია

December 18, 2025
#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

December 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები