• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! #OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის

December 27, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ვეგებებით ახალს, ვაცილებთ ძველს

წლის ბოლოს სათქმელიც უხვად დამიგროვდა. კიდევ ერთი წელი მიილია, ჰოდა, რაღა დაგვრჩენია? − უკეთესი მომავლის იმედით შევეგებოთ ახალ, 2022 წელს. როგორც იტყვიან, ვიზეიმოთ დასასრული, რადგან ყველა დასასრული რაღაც ახლის დასაწყისი ხდება ხოლმე.

იმ დღეს ქუჩაში მოვდიოდი და პატარა გოგონა შემხვდა. კიდევ უფრო პატარა ძმასთან ერთად უცნაურ სათამაშოს ყიდდა. რაღაც ყუთი იყო, „მონოპოლივით“. გამომელაპარაკა, მეც გავჩერდი, თამაშის სახელიც ვკითხე. არაფერი გამეგო ამ თამაშზე. გზა გავაგრძელე და მომაძახა: წაიღეთ რა, სწავლა არ გაგიჭირდებათ. თუ არ მოგეწონებათ, სიახლე ხომ მაინც იქნებაო. ისე გამიკვირდა პატარა გოგონასგან ეს უცნაური შეგონება, გავოგნდი. კარგა ხანს ჩამრჩა ეს სიტყვები და მომინდა თქვენამდეც მომეტანა. არასოდესაა გვიანი, დავიწყოთ რაიმე ახალი, სიახლე კი გარანტიაა იმისა, რომ ერთ ადგილას არ ვდგავართ და თუნდაც რაიმე ახლის ძებნაში, მივდივართ წინ. ხოლო რადგან განვითარება აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ჩვენი ცხოვრებისა, ამ წლის ბოლოს გადავწყვიტოთ ვცადოთ რაღაც ახალი, ეს კი 2022 წლიდან დავიწყოთ.

 

დეკემბრის ბოლო დღეებში კი ერთი პატარა საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ:

საახალწლოდ, მაშინ, როცა მიხვდებით, რომ ყველასთვის გაქვთ პატარ-პატარა საჩუქრები, როცა პატარ-პატარა სიკეთეებსაც ჩაიდენთ, ნუ დაგავიწყდებათ ადამიანი, რომელსაც ისევე სჭირდება განებივრება და ყურადღება, როგორც ყველას, ვისზეც თქვენ უკვე იზრუნეთ.

ეს ადამიანი თქვენ ხართ! მასაც სხვასავით უნდა საახალწლო საჩუქრები, სურს ყურადღება, ელოდება, რომ ვიღაც გაათამამებს, ვიღაც მეტად მოიწონებს და სულაც, დიდ სიურპრიზებს მოუწყობს. წელს ასე გავაცილოთ 2021 და საკუთარი თავის სიყვარულით დავიწყოთ 2022, რადგან როცა თქვენს თავს სწორად ექცევით, ცხოვრებაში ბევრი რამ სწორად ლაგდება.

კარგი იყო თუ ცუდი, 2021 წელს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რომ ჯანმრთელად ვართ და ყველა, ვინც გვიყვარს, ჩვენთან არის. ვიცი, ამის საშუალება უამრავ ადამიანს არ აქვს და ამიტომაც ჩვენ, ვინც ჯანმრთელად ვართ, ნუ ვიწუწუნებთ. დავაფასოთ ყველა მომენტი, თითოეული წუთი, რომელშიც ვცხოვრობთ. სოციალურმა მედიამ მოიტანა ეს − დაუსრულებელი ცქერა ვიღაცის ან რაღაცის, თითქოს სულ სხვის ცხოვრებაში ვართ, ვუყურებთ როგორ ერთობა უამრავი ადამიანი, როგორ მოგზაურობს, როგორ ხალისობს. სადღაც წავიკითხე ამას წინათ: იმით იყავი მადლობელი და ბედნიერი, რაც გაქვს და არა იმით დაბოღმილი, რასაც სხვა აკეთებს სოციალურ მედიაში − ისეთს, რასაც შენ ვერ აკეთებ. ამიტომაც სწორია ვკონცენტრირდეთ საკუთარზე, ჩვენს მიღწევებზე ვიმუშაოთ, საკუთარი თავით ვიყოთ ამაყი და ბედნიერი. ეს ძალიან საჭირო მგონია 2022 წლის დასაწყისში. კიდევ მეტს და მეტს ვნახავთ მომავალში და ნუ გვეგონება, რომ სადღაც ვიღაც ჩვენზე ბედნიერია, სადღაც ვიღაცას ჩვენზე მეტად გაუმართლა. ყველა ადამიანშია პრობლემა, ყველას აქვს თავისი საცქერი, და თუ დავაფასებთ ჩვენს ცხოვრებას და მადლიერი ვიქნებით, ჩვენი ბედნიერებაც ეგ იქნება.

მადლიერებაშია ზუსტად ბედნიერება, არა? როცა მადლობელი ხარ შენი ცხოვრების, ბედნიერი ხარ. ბედნიერება სადღაც არ არის, ის შენთანაა და შენშია, ის ყოველთვის ახლოა. საკმარისია გინდოდეს, იყო ბედნიერება. და კიდევ − ის არასოდეს არის შორს, ბევრი, ან დიდი და გრანდიოზული. ის დეტალებშია, მუდამ მცირეა და ყოველთვის ახლოსაა.

გისურვებთ, ამ 2022 წელს თქვენი გულები იყოს ბედნიერებით სავსე.

სიყვარულით…

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის
OK! ბათუმი

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

December 16, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის

December 16, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

November 11, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის
Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! უკეთესი მომავლისთვის – ინტერვიუ მარიამ ქანთარიასთან

#OK! უკეთესი მომავლისთვის – ინტერვიუ მარიამ ქანთარიასთან

July 2, 2022
#OK! სოციალური მეწარმეობა და CSR

#OK! სოციალური მეწარმეობა და CSR

March 28, 2024
მეგან მარკლი

#OK! სამოსი დეფექტით – შემთხვევები, რომელთა გამოც მეგან მარკლს აკრიტიკებენ

March 1, 2021
#OK! ჯარედ ლეტო და მაკოლეი კალკინი “გუჩის” ახალი კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდნენ

#OK! ჯარედ ლეტო და მაკოლეი კალკინი “გუჩის” ახალი კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდნენ

November 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მეგან მარკლმა უარი თქვა მამის მონახულებაზე, რომელსაც ფეხის ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა

#OK! მეგან მარკლმა უარი თქვა მამის მონახულებაზე, რომელსაც ფეხის ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა

December 18, 2025
#OK! ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ

#OK! ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ

December 23, 2025
#OK! Netflix-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელეს

#OK! Netflix-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელეს

December 24, 2025
ქეთევან კაკალაძე საკუთარ კლინიკაზე, ხელოვნების სიყვარულსა და თავის წილ ბათუმზე

ქეთევან კაკალაძე საკუთარ კლინიკაზე, ხელოვნების სიყვარულსა და თავის წილ ბათუმზე

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები