• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 19, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც მიგვიღია უარყოფითი გამოცდილება ექიმთან ვიზიტის დროს. შესაძლოა დავბნეულვართ არასათანადო ინფორმაციის ფონზე ან გავმხდარვართ არასწორი მკურნალობის მსხვერპლი. სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტების უმეტესობამ არ იცის, თუ რა უფლებები აქვს მას კანონით მინიჭებული, ხოლო, მეორე მხრივ, არც ექიმს აქვს გააზრებული თავისი პასუხისმგებლობები. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ პროფესორს, სამართლის დოქტორსა და ადვოკატს – ნინო ლიპარტიას, რომელიც საქართველოში ევროპული ჯანდაცვის სამართლის ასოციაციის საბჭოს წარმომადგენელი და სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრია.

 

ნინო, რა არის სამედიცინო სამართალი და რა საკითხებს მოიცავს ეს დარგი?

სამედიცინო სამართალი წარმოადგენს თანამედროვე, დინამიკურად განვითარებად დარგს, რომელიც ყოველმხრივ არეგულირებს ჯანდაცვის სფეროში არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ძირითადი საკითხები, რომლებსაც სამედიცინო სამართალი მოიცავს, არის: პაციენტის და ექიმის უფლებათა სამართლებრივი დაცვა, ექიმის საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება, ბიოეთიკური რეგულაციები, რეპროდუქციული ტექნოლოგიების სფერო (ხელოვნური განაყოფიერება, სუროგაცია), სიცოცხლის დასასრულის საკითხები (ევთანაზია), სამედიცინო კლინიკური კვლევები და მეცნიერული კვლევის ეთიკა.

 

 

 

რაში დაეხმარება სამედიცინო სამართლის საკითხების უკეთ ცოდნა პაციენტსა და ექიმს? ერთი მხრივ, პროფესიულ საქმიანობაში და მეორე მხრივ, სწორი მომსახურების მიღებაში?

სამედიცინო სამართალი, როგორც სასწავლო მოდული, ჩემი ინიციატივით დაინერგა და 2018 წლიდან დღემდე ისწავლება სხვადასხვა უნივერსიტეტში. ექიმი, რომელსაც კარგად ესმის სამართლებრივი რეგულირების საკითხები, არა მხოლოდ თავიდან აიცილებს დავებს, არამედ გართულებული შემთხვევისას მას ექნება ძლიერი თავდაცვის მექანიზმები. ექიმმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება დაეკისროს სამოქალაქო (ზიანის ანაზღაურება), ადმინისტრაციული (სანქციები, ლიცენზიის შეჩერება) ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (თუ დარღვევა განსაკუთრებით მძიმეა). მეორე მხრივ, პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში უფლება აქვს, მიიღოს ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მომსახურება.

 

თქვენი გამოცდილებით, რომელი დავებია ყველაზე ხშირი ჯანდაცვის სფეროში?

დღეს პრაქტიკაში მიმდინარე ყველაზე მეტი დავა უკავშირდება არაჯეროვან სამედიცინო სერვისს. საექიმო შეცდომა არის ექიმის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას არაჯეროვანი და არასწორი ქმედება, რომელიც იწვევს პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესებას ან გარდაცვალებას. აუცილებელია გავიაზროთ, რომ ყველა უარყოფითი შედეგი არ არის საექიმო შეცდომა. სპეციალისტის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ შეცდომის და არა არასასურველი შედეგის მიღებისას. ბოლო წლების განმავლობაში მომრავლდა დავები, ფორმალურ ინფორმირებულ თანხმობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ხშირად მიიჩნევა ბიუროკრატიულ პროცესად, რეალურად კი ეს არის პაციენტსა და ექიმს შორის არსებული დიალოგი, რომელშიც პაციენტი იღებს ამომწურავ, გასაგებ ინფორმაციას: დიაგნოზის, დაგეგმილი სამედიცინო ჩარევის, პოტენციური შედეგისა და ალტერნატიული საშუალებების შესახებ.

 

 

 

რა იციან პაციენტებმა საქართველოში თავიანთი უფლებების შესახებ – ინფორმირებული თანხმობის პრინციპი, ავტონომიურობის უფლება და სხვა?

საქართველოში პაციენტთა უფლებების სამართლებრივი ჩარჩო საკმაოდ მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუმცა პრაქტიკაში ცოდნის დონე კვლავაც არათანაბარია. კანონმდებლობა პაციენტს აძლევს ინფორმირებული თანხმობის, პერსონალური მონაცემების დაცვის, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მეორე აზრის მოსმენის, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებებსა და თავისუფალ არჩევანს მკურნალობის მეთოდზე. 2014 წელს საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის თანაორგანიზატორობით ჩავატარეთ ჯანმრთელობის სამართლის პირველი კონგრესი. ფედერაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა გამოკვეთა, რომ პაციენტის ძირითადი უფლებების შესახებ ინფორმირების დონე საკმაოდ დაბალია. ამასთან, კლინიკებში აღნიშნული უფლებები მხოლოდ ფორმულარად არის გათვალისწინებული. აუცილებელია ცნობიერების გაზრდა, ხოლო ამ პროცესში მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვის სისტემის, ისე აკადემიური წრეებისა და მედიის როლი.

 

თქვენი 2026 წლის კვლევა ეხება მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მომსახურების გაწევისას მიყენებული ზიანის პასუხისმგებლობის საკითხებს. თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ კვლევის საკვანძო საკითხები, რომლებიც ჩვენს მკითხველს დააინტერესებს?

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ამავე დროს საკამათო პროცესია. ჩემი კვლევის მთავარი კითხვა ასეთია: სამედიცინო სერვისის მიწოდებისას, თუ გადაწყვეტილებას იღებს ან რეკომენდაციას გასცემს ალგორითმი, ვინ არის პასუხისმგებელი პაციენტისთვის მიყენებულ შესაძლო ზიანზე – ექიმი, სამედიცინო დაწესებულება თუ ტექნოლოგიის შემქმნელი კომპანია?

კვლევაში გამოვყოფ რამდენიმე საკვანძო ასპექტს, მათგან ერთ-ერთია „გადაწყვეტილების გამჭვირვალობა“ – პაციენტს უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს, იღებს თუ არა მის მკურნალობაში მონაწილეობას ხელოვნური ინტელექტი და რა როლს ასრულებს ის ექიმის გადაწყვეტილების პროცესში.

 

აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელობთ GLIP ორგანიზაციას, რომლის ძირითადი მიზანი ადვოკატთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. რა წვლილი შეაქვს ორგანიზაციას უშუალოდ სამედიცინო სამართლის განვითარებაში?

ცნობიერების ამაღლების მიზნით ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ (GLIP) აქტიურად უწევს ორგანიზებას სხვადასხვა შეხვედრას, კონფერენციებსა და საერთაშორისო ვიზიტებს ადვოკატთა პროფესიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის. 2025 წლიდან ჩართული ვართ სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის (WAML) საქმიანობაში. ამჟამად ვარ როგორც ამ ორგანიზაციის, ასევე ევროპის ჯანმრთელობის სამართლის ასოციაციის წევრი და ადგილობრივი წარმომადგენელი საქართველოში. მიმაჩნია, რომ ეს წარმოადგენს არა მხოლოდ პირად, არამედ ორგანიზაციულ მიღწევასაც. 2026 წელს ჩვენი წევრების საკონფერენციო მოხსენებები უკვე მიღებულია რამდენიმე მაღალრეიტინგული საერთაშორისო კონფერენციისა და კონგრესის მიერ.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ არჩეული ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა, უკვე ახალი ინსტიტუციის სახელით, ხელი შევუწყო ადვოკატთა პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, ეთიკური სტანდარტების გაძლიერებასა და ადვოკატის დამოუკიდებლობის დაცვის მექანიზმების განმტკიცებას.

ნინო, ერთ-ერთი ბოლოდროინდელი სიახლეა ის, რომ მსოფლიო განათლების სამიტის ფარგლებში ნომინირებული ხართ ლიდერობისა და ადვოკატირების ჯილდოზე. გვიამბეთ ამ სიახლეზეც.

ჩემთვის დიდი პატივია ამ პროცესში მონაწილეობა და შესაძლებლობა, რომ ქართული აკადემიური და სამართლებრივი სივრცე ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე იყოს წარმოდგენილი. ორგანიზატორების განმარტებით, ჩემი კანდიდატურა წარადგინეს საერთაშორისო პარტნიორებმა, რის შემდეგაც გავიარე დეტალური ინტერვიუებისა და შეფასების მრავალეტაპიანი პროცესი. წარვადგინე წერილობითი განაცხადი, რომელიც ასახავდა ჩემს პროფესიულ საქმიანობას საგანმანათლებლო ინიციატივებისა და სისტემური რეფორმების კუთხით. ჩემი ნომინაცია ეფუძნება სტრატეგიულ ხედვას განათლების რეფორმებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, მრავალმხრივი პარტნიორობის ჩამოყალიბებას აკადემიურ, პროფესიულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე თანასწორობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების ადვოკატირებას. კონკურსი მაღალი კონკურენციის მქონეა და საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 4-5 თებერვალს დუბაიში, World Education Summit-ის ფარგლებში.

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბრუკ შილდსმა დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში გააუპატიურეს

#OK! ბრუკ შილდსმა დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში გააუპატიურეს

January 24, 2023
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 19, 2026
#OK! „ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ქალბატონს ვულოცავ დაბადების დღეს“ – რუსკა მაყაშვილის შვილი იუბილარია!

#OK! „ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ქალბატონს ვულოცავ დაბადების დღეს“ – რუსკა მაყაშვილის შვილი იუბილარია!

May 24, 2023
#OK! DIVES MED – სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! DIVES MED – სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი

October 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე

#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე

March 12, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

March 11, 2026
#OK! ესთეტიკა ადამიანებზე ზრუნვის ფორმაა, მადლიერი პაციენტი კი ყველაზე დიდი წარმატება – მარიანა კუჭუხიძის ხედვა

#OK! ესთეტიკა ადამიანებზე ზრუნვის ფორმაა, მადლიერი პაციენტი კი ყველაზე დიდი წარმატება – მარიანა კუჭუხიძის ხედვა

March 9, 2026
#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

March 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები