• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

მთაწმინდის პარკის სტუმრობა, ალბათ, ყველასთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთს ეს ადგილი ჯერ კიდევ ძველი, შავ-თეთრი ფილმებიდან ახსოვს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა, ბევრიც სახეუცვლელი დარჩა. ის, რაც მთაწმინდის ხსენებაზე მომენტალურად ტივტივდება გონებაში, ალბათ, საბაგიროა. თბილისის ერთ-ერთი ისტორიული სიმბოლო, რომელიც წლებსა და მილიონობით სტუმარს ითვლის. დღეს ეს სივრცე იმდენად მრავალფეროვანია, რომ არცერთ სეზონზე არ დატოვებს მნახველს უკმაყოფილოს. მთაწმინდის პარკის მარკეტინგის მენეჯერი, ია თარხანმოურავი და პიარმენეჯერი, ეთო გიგიაძე გვესაუბრებიან, რა სიახლეები დახვდებათ და რას ჰპირდებიან სადღესასწაულო დღეების განმავლობაში აქ მოსულ სტუმრებს.

 

 

 

ია, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მთაწმინდაზე განახლებული საბაგირო ფუნქციონირებს. გაგვიზიარეთ, როგორ იგეგმებოდა და რაზე იმუშავეთ იმისთვის, რომ ისტორიული ობიექტი კვლავ ამოქმედებულიყო?

გვიხარია, რომ მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ყველასთვის საყვარელი საბაგირო 2024 წელს კვლავ დაუბრუნდა დედაქალაქს. გვქონდა მნიშვნელოვანი რეაბილიტაციის პერიოდი, რომლითაც საბაგიროს ქვედა სადგურის პირვანდელი სახე მაქსიმალურად შევინარჩუნეთ. როგორც იცით, შენობა უნიკალური არქიტექტურული შედევრია და გვიხარია, რომ პირვანდელი სახით ვხედავთ დღეს. ზედა სადგურზე კი, თანამედროვე კონცეფციის ულამაზესი ახალი შენობა აშენდა. საბაგიროს ტექნიკური სამუშაოები ამ მიმართულებით მსოფლიოში წამყვანმა კომპანია „დოპელმაიერმა“ შეასრულა. შედეგად, თბილისის ერთ-ერთი ისტორიული სიმბოლო როგორც ადგილობრივი დამთვალიერებლის, ისე ტურისტების დიდ მოწონებას იმსახურებს.

 

რამდენად პოპულარული და მოთხოვნადია ამ დროისთვის საბაგირო?

შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი დაინტერესება აქვს ჩვენს საბაგიროს. ალბათ, ქართველები ძალიან მონატრებულები იყვნენ, ხოლო უცხოელი სტუმრებისთვის მთაწმინდის პარკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. საუკეთესო გზა ჩვენამდე მოსასვლელად სწორედ საბაგირო და ფუნიკულიორია. გასული წლის განმავლობაში საბაგირომ მილიონი ვიზიტორი მიიღო, რაც ძალიან გვახარებს.

 

 

რა უპირატესობები აქვს საბაგიროთი მგზავრობას?

უპირველეს ყოვლისა, საბაგირო ყველაზე სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გზაა მთაწმინდის პარკამდე მისასვლელად. დედაქალაქის ცენტრიდან ჩვენთან მოსვლას სულ რაღაც 5 წუთი სჭირდება. ამასთანავე, მგზავრობისას ვიზიტორს შეუძლია დატკბეს თბილისის უნიკალური ხედებით. საბაგიროთი მგზავრობა საკმაოდ განსხვავებული და დასამახსოვრებელი გამოცდილებაა როგორც დღის, ისე ღამის საათებში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ფუნიკულიორი, რომელიც თავისი ისტორიით არანაკლებ მნიშვნელოვანი ობიექტია. ტრამვაით 3-4 წუთში შეძლებთ მთაწმინდის პარკამდე ამოსვლას და აქაც ულამაზესი ხედებით დატკბებით.

 

მთაწმინდის პარკის ფუდკორტი საბაგიროს ზედა სადგურთან რამდენიმე კვების ობიექტს აერთიანებს. რა სიახლეები დახვდებათ ამ სივრცეში სტუმრებს?

ფუდკორტი პარკის უახლესი და მნიშვნელოვანი პროექტია. არქიტექტურულ კომპანია სტუდიო 9-სთან თანამშრომლობით შეიქმნა თანამედროვე და განსაკუთრებულად ლამაზი გარემო, რომელიც კვების რამდენიმე ობიექტს მოიცავს.

აქ მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს ქართული და საერთაშორისო ბრენდის რესტორნების პროდუქცია. შეიძლება ითქვას, რომ ფუდკორტი ყველანაირი გემოვნების ადამიანზეა მორგებული. ეს სივრცე შესაძლებლობას გაძლევთ, დაგეგმოთ ოჯახური, მეგობრული თუ საქმიანი შეხვედრა. ფუდკორტი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა თავისი ვიზუალით, თუმცა ახლა, საახალწლოდ მორთული, მართლაც ჯადოსნურად გამოიყურება.

 

 

ეთო, თქვენი აზრით, როგორ გააუმჯობესებს ფუდკორტის გამოჩენა მთაწმინდის პარკში მნახველების გამოცდილებას?

ვფიქრობ, ჩვენთვის ფუდკორტი, ასე ვთქვათ, სერვის პლუსია. კვების ობიექტები მთაწმინდის პარკში აქამდეც იყო და დღემდე ფუნქციონირებს, თუმცა გახსნის დღიდან ფუდკორტს უამრავი სტუმარი ჰყავს. პარკის ტერიტორია უზარმაზარია და გვაქვს სხვადასხვა გასართობი აქტივობა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ვცდილობთ, ეს ადგილი წლიდან წლამდე განვითარდეს, ამიტომ გვინდოდა შეგვექმნა კიდევ ერთი გამორჩეული სივრცე. შედეგიც, ვფიქრობ, საუკეთესო მივიღეთ.

 

 

გვიახლოვდება სადღესასწაულო დღეები. რა სახის ღონისძიებები იგეგმება მთაწმინდის პარკში ამასთან დაკავშირებით?

ახალი წლის პერიოდი ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი დროა. ტრადიციულად, ვმართავთ მასშტაბურ ღონისძიებებს პატარებისთვის. წელს, 27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე, 12:00-დან 18:00 საათამდე, პარკის ორ ლოკაციაზე – ცენტრალურ მოედანსა და საბაგიროს ზედა სადგურზე ვუმასპინძლებთ სტუმრებს. საახალწლოდ მორთულ პარკში გაიმართება გასართობი პროგრამა, კონცერტები, დრამერების წარმოდგენები, წამყვანი ანიმატორების შოუ. ორივე ლოკაციაზე გვეყოლება სანტა კლაუსი და ელფები. მოეწყობა სხვადასხვა აქტივობა, როგორც პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქართველ მეწარმეებს შეეძლებათ წარადგინონ საკუთარი ნაწარმი. განსაკუთრებულმა მოთხოვნამ გადაგვაწყვეტინა, რომ გარკვეული აქტივობები საბაგიროსა და ფუდკორტის ტერიტორიაზეც დაგვეგეგმა.

 

 

რა სიახლეების შეთავაზებას ჰპირდება მთაწმინდის პარკი სტუმრებს მომავალში?

როგორც უკვე ვახსენე, გასული წლის განმავლობაში უამრავი სიახლე გვქონდა. გაიხსნა განახლებული საბაგირო, ფუდკორტი, საბაგიროს ზედა სადგურზე შეიქმნა ახალი სივრცე, სადაც უკვე არაერთი მასშტაბური ღონისძიება გავმართეთ. სიახლეები გვქონდა სხვადასხვა ზონაშიც, მაგალითად, საოჯახო ზონაში გაიხსნა თოკების ქალაქი, ამერიკული მთების ქვეშ – ლაზერული თამაშების უზარმაზარი სივრცე, რომელიც ერთადერთია საქართველოში და გათვლილია ჯგუფურ თამაშებზე. პარკი ყოველწლიურად ვითარდება, რისთვისაც ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომლებსაც ყველა ერთად ვიხილავთ.

 

 

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არასწორ ინფორმაციას, შეაჩეროს პროგრესი” – მოირა გილქრისტი

#OK! “ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არასწორ ინფორმაციას, შეაჩეროს პროგრესი” – მოირა გილქრისტი

May 27, 2021
#OK! “მე მოვიტყუე, როდესაც ვთქვი, რომ არ მანაღვლებდა, რას წერდნენ სოციალურ ქსელში ჩემი სხეულის შესახებ” – სელენა გომესი

#OK! “მე მოვიტყუე, როდესაც ვთქვი, რომ არ მანაღვლებდა, რას წერდნენ სოციალურ ქსელში ჩემი სხეულის შესახებ” – სელენა გომესი

March 29, 2023
#OK! 2022 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად People Magazine-მა კრის ევანსი დაასახელა

#OK! 2022 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად People Magazine-მა კრის ევანსი დაასახელა

November 9, 2022
#OK! ოსკარი 2024-ის გამარჯვებულების სრული სია!

#OK! ოსკარი 2024-ის გამარჯვებულების სრული სია!

March 11, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ოჯახური სკანდალის ფონზე ვიქტორია ბექჰემს საფრანგეთში საპატიო ორდენი გადასცეს

#OK! ოჯახური სკანდალის ფონზე ვიქტორია ბექჰემს საფრანგეთში საპატიო ორდენი გადასცეს

January 27, 2026
#OK! მარგო რობი „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პრემიერაზე  ელიზაბეთ ტეილორის ყელსაბამით გამოჩნდა

#OK! მარგო რობი „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პრემიერაზე ელიზაბეთ ტეილორის ყელსაბამით გამოჩნდა

January 30, 2026
#OK! ნიკოლ კიდმანის 17 წლის ქალიშვილი Dior-ის ოტ-კუტიურ ჩვენებაზე პირველად გამოვიდა

#OK! ნიკოლ კიდმანის 17 წლის ქალიშვილი Dior-ის ოტ-კუტიურ ჩვენებაზე პირველად გამოვიდა

January 28, 2026
#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

January 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები